დიანა ტროი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დიანა ტროი
DeannaTroi2379.jpg
რასა ადამიანი/ბეტაზოიდი
სქესი მდედრობითი
დაბადების თარიღი 29 მარტი 2336
საქმიანობა

USS Enterprise-D Counselor USS Enterprise-E Counselor

USS Titan Counselor
წოდება ლეიტენანტი, კომანდერი
თანამდებობა მრჩეველი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
ოჯახი

იან ენდრიუ ტროი (მამა)

ლუაქსანა ტროი (დედა)
[1]
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ვარსკვლავური გზა: თაობები
ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი
ვარსკვლავური გზა: აჯანყება
ვარსკვლავური გზა: შურისგება
ვარსკვლავური გზა: ვოიაჯერი

ვარსკვლავური გზა: ენტერპრაიზი
მსახიობი მარინა სირტისი
imdb IMDb პროფილი

დიანა ტროი (ინგლ. Deanna Troi) — ვარსკვლავური გზის პერსონაჟი. მონაწილეობს შემდეგ თაობასა და მომდევნო ფილმებში (თაობები, პირველი კონტაქტი, აჯანყება, შურისგება), ასევე ვოიაჯერში და ენტერპრაიზში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დიანა ტროი დაიბადა 2336 წლის 23 მარტს პლანეტა ბეტაზედზე, მისი მშობლები არიან ელჩი ლუაქსანა ტროი და ვარსკვლავური ფლოტის ოფიცერი იან ენდრიუ ტროი. იგი სწავლობდა ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში 2355-2359, მან ასევე დაამთავრა უნივერსიტეტი ბეტაზედზე და მიიღო სამეცნიერო ხარისხი ფსიქოლოგიაში.

2364 წელს დაინიშნა მრჩევლად ხომალდზე ეტერპრაიზ NCC-1701-D, რომელსაც მეთაურობდა ჟან-ლუკ პიკარი. აქ იგი შეხვდა თავის ყოფილ შეყვარებულს უილიამ რაიკერს

ტროის, ისევე როგორც მისი პლანეტის სხვა წარმომადგენლებს გააჩნდა ტელეპათიური უნარები, რომლებიც ძალიან ეხმარებოდნენ თავისი მოვალეონბის შესრულებაში. 2370 წელს დიანა ტროიმ მიიღო კომანდერის წოდება.

ზეფრამ კოკრეინი, დიანა ტროი და უილიამ რაიკერი ხომალდის გაშვების წინ

2372 წელს კაპიტან პიკართან და ეკიპაჟის დანარჩენ წევრებთან ერთად გადავიდა ხომალდზე ეტერპრაიზ NCC-1701-Е.

2373 წელს მონაწილეობდა ზეფრამ კოკრეინის ხომალდის გაშვებაში. იგი ხელმძღვანელობდა ფრენას დედამიწიდან მას შემდეგ რაც წინა გუნდი დახოცეს ბორგებმა.

ტროის და რაიკერის ქორწილი

2379 წელს ცოლად გაყვა უილიამ რაიკერს.

შემდეგი თაობის გარდა დიანა ტროი ასევე მონაწილეობს ვოიაჯერის სამ ეპიზოდში (ლეიტენანტ რეჯინალდ ბარქლეისთან ერთად) და ენტერპრაიზის ბოლო სერიაში, რაიკერთან ერთად.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]