ჟან-ლუკ პიკარი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჟან-ლუკ პიკარი
ჟან-ლუკ პიკარი.jpg
რასა ადამიანი
სქესი მამრობითი
დაბადების თარიღი 13 ივლისი 2305 [1]
დაბადების ადგილი საფრანგეთი, დედამიწა
საქმიანობა

ხომალდის მეთაური

USS Enterprise (NCC-1701-E)
წოდება კაპიტანი
თანამდებობა კაპიტანი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ვარსკვლავური გზა: თაობები
ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი
ვარსკვლავური გზა: აჯანყება

ვარსკვლავური გზა: შურისგება
პირადი ნომერი SP-937-215
მსახიობი პატრიკ სტიუარტი
imdb IMDb პროფილი

ჟან-ლუკ პიკარი (ფრანგ. Jean-Luc Picard) — ვარსკვლავური გზის პერსონაჟი, ხომალდ „ენტერპრაიზის“ კაპიტანი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა და მომდევნო ფილმებში (თაობები, პირველი კონტაქტი, აჯანყება, შურისგება).

ბიოგრაფია[რედაქტირება]

კაპიტან პიკარის პირადი ფაილი

ჟან-ლუკ პიკარი დაიბადა 2305 წლის 13 ივლისს ლა ბარში (საფრანგეთი). ბავშვობა გაატარა საოჯახო მეურნეობაში, თუმცა ყოველთვის ოცნებობდა ვარსკვლავურ ფლოტში სამსახურზე[2]. 2323 წელს მან დაამთავრა ვარსკვლავური ფლოტის აკადემია.

2328 წელს პიკარი მოხვდა ჩხუბში რა დროსაც მძიმედ დაიჭრა და დასჭირდა ხელოვნური გულის გადანერგვე (რომელიც მოგვიანებით ორჯერ შეუცვალეს: 2365 და 2369 წლებში)[2].

2333 წელს პიკარი დაინიშნა კაპიტნის პირველ თანაშემწედ ხომალდზე „სტარგეიზერი“ (ინგლ. USS Stargazer NCC-2893). კაპიტნის გარდაცვალების შემდეგ იგი დაინიშნა ხომალდის მეთაურად და იკავებდა ამ თანამდებობას 22 წლის მანძილზე[2].

2355 წლს „სტარგეიზერი“ პიკარის მეთაურობით ებრძოდა ფერენგებს. კაპიტანმა გამოიყენა მის მიერ შემუშავებული ტაქტიკა (რომელსაც მოგვიანებით უწოდეს „პიკარის მანევრი“). მოწინააღმდეგის ხომალდი განადგურდა, თუმცა „სტარგეიზერიც“ მძიმედ დაზიანდა და პიკარი იძულებული იყო დაეტოვებინა იგი. ამის გამო იგი გადასცეს ტრიბუნალს სადაც იგი გაამართლეს.

2364 წლის 14 თებერვალს პიკარი დაინიშნა „გალაქტიკის“ კლასის ახალი ხომალდის „ენტერპრაიზ D“-ს კაპიტნად. პირველივე მისიისას ხომალდი გადაეყერა უცნაური, ყოვლისშემძლე რასის ქიუს წარმომადგენელს, რომელიც მომავალშიც ხშირად ხვდება მათ. 2365 წელს ქიუმ მოუწყო „შეხვედრა“ ბორგებთან, რის შედეგადაც პიკარმა დაკარგა ეკიპაჟის 18 წევრი. ამ ფაქტმა დაანახა ვარსკვლავურ ფლოტს ბორგებისგან მომავალი საფრთხე.

2366 წლის ბილოს „ენტერპრაიზი“ შეეჩეხა დედამიწის მიმართულებით მოძრავ ბორგების კუბს. მათ გაიტაცეს კაპიტანი პიკარი და მოახდინეს მისი ასიმილირება (მიუერთეს იგი „კოლექტიურ გონებას“). მოგვიანებით ექიმმა ბევერლი კრაშერმა მოახერხა მისი განთავისუფლება.

„ენტერპრაიზ D“-ს განადგურების შემდეგ (ვარსკვლავური გზა: თაობები), პიკარი გადადის ახალ ხომალდზე „ენტერპრაიზ E“ (ინგლ. USS Enterprise NCC-1701-E).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]