ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9
| ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 | |
| Star Trek: Deep Space Nine | |
| ფორმატი | სამეცნიერო ფანტასტიკა |
| ავტორი | რიკ ბერმანი მაიკლ პილერი |
| პროდიუსერი | აირა სტივენ ბერი რიკ ბერმანი მაიკლ პილერი |
| როლებში | ევერი ბრუკსი ნანა ვიზიტორი რენე აბერჯენო ტერი ფარელი ნიკოლ დებო მაიკლ დორნი ალექსანდრ სიდიგი კოლმ მენი არმინ შიმერმანი |
| ქვეყანა | |
| ეკრანებზე | 3 იანვარი 1993 — 2 ივნისი 1999 |
| ქრონომ. | 45 წთ. |
| სეზონი | 7 |
| ეპიზოდი | 176 |
| IMDb | ID 0106145 |
| საიტი | ოფიციალური საიტი |
ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 (ინგლ. Star Trek: Deep Space Nine, DS9) — სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს „ვარსკვლავური გზის“ სამყაროში. ფაქტიურად წარმოადგენს „ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობის“ (ინგლ. Star Trek: The Next Generation) გაგრძელებას. პრემიერა შედგა 1993 წლის 3 იანვარს, ბოლო სერია გამოვიდა 1999 წლის 2 ივნისს.
სექციების სია |
სიუჟეტი [რედაქტირება]
სერიალის მოქმედება ვითარდება 2369—2375 წლებში, კოსმოსურ სადგურზე „ღრმა კოსმოსი 9“ რომელიც განლაგებულია კოსმოსური ანომალიის - სივრცითი დერეფნის ახლოს რომლითაც შესაძლებელია გალაქტიკის სხვა ნაწილში (გამა კვადრანტში) მოხვედრა. ამ ფაქტის გამო სადგურს გააჩნია უდიდესი სტრატეგიული მნიშვნელობა.
გმა კვადრანტის შესწავლისას ხდება შეტაკება „ვარსკვლავურ ფლოტსა“ და გამა კვადრანტში არსებულ იმპერიას - დომინიონს შორის. „ღრმა კოსმოსი 9“ აღმოჩნდება საბრძოლო მოქმედებების წინა ხაზზე და ფედერაციისა და მისი მოკავშირეების მთავარი დასაყრდენი ხდება.
სერიალში მონაწილეობენ პერსონაჟები „შემდეგი თაობიდან“:
- ვორფი - „ენტერპრაიზის“ დაცვის უფროსი.
- მაილზ ო'ბრაიენი - ტრანსპორტიორის განყოფილების ხელმძღვანელი.
ვარსკვლავური გზის წინა სერიალებისგან განსხვავებით „ღრმა კოსმოსში“ პერსონაჟების ნაწილი არ არის დაკავშირებული „ვარსკვლავურ ფლოტთან“:
- კირა ნერისი - ბაჯორის შეიარაღებული ძალების ოფიცერი.
- ოდო - სადგურის დაცვის უფროსი.
- კვარკი - პოპულარული გასართობი დაწესებულების „კვარკთან“ მფლობელი.
როლებში [რედაქტირება]
- ევერი ბრუკსი - კაპიტანი ბენჯამინ სისკო, სადგურის უფროსი.
- ნანა ვიზიტორი - კირა ნერისი, ბაჯორის შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი (მოგვიანებით მაიორი). სადგურზე პირველი ოფიცერი.
- რენე აბერჯენო - ოდო, დაცვის უფროსი.
- ტერი ფარელი - ჯაძია დაქსი, ოფიცერი მეცნიერების დარგში (1-6 სეზონი).
- ნიკოლ დე ბოიერი - ეზრი დაქსი, მრჩეველი (7 სეზონი).
- მაიკლ დორნი - ვორფი, სამხედრო მრჩეველი, „დეფაიანტის“ პირველი ოფიცერი.
- ალექსანდრ სიდიგი - ჯულიან ბაშირი, მთავარი ექიმი.
- კოლმ მენი - მაილზ ო'ბრაიენი, მთავარი ინჟინერი.
- არმინ შიმერმანი - კვარკი, სამოქალაქო პირი, პოპულარული გასართობი დაწესებულების „კვარკთან“ მფლობელი.
- არონ ეიზენბერგი - ნოგი, კვარკის ძმისშვილი. მსახურობს ვარსკვლავურ ფლოტში.
- მაქს გროდენჩიკი - რომი, კვარკის ძმა.
- მარკ ალაიმო - გალ დუკატი, კარდასიანელი ოფიცერი. წარსულში სადგურის უფროსი.
- ენდრიუ რობინსონი -ელიმ გარეკი, კარდოსიანელი ემიგრანტი.
- ჯეფრი კომბსი - ვეიუნი, დომინიონის წარმომადგენელი.
- როზალინდ ჩაო - კეიკო ობრაიენი.
- პენი ჯონსონ ჯერალდი - კესიდი იეთსი
- ლუის ფლეტჩერი - უინ ადამი.
- მაჟელ ბარეტი - ლუაქსანა ტროი, ბეტაზედის ელჩი ფედერაციაში.
- მარკ ალენ შეპერდი - მორნი
- ჯ. გ. რეცლერი - მარტოკი, კლინგონი გენერალი.
- კენეტ მარშალი - მაიკლ ედინქტონი.
- რობერტ ორეილი - გაურონი, კლინგონის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
- ფილიპ ანგლიმი - ბარეილ ანტოსი
- ჯეფრი კომბსი - ლიკვიდატორი ბრანტი
- ბარი ჯენერი - უილიამ როსი
- უელეს შაუნი - ზეკი, ფერენგის დიდი ნაგუსი.
- სესილი ადამსი - იშკა, კვარკის და რომის დედა
- ბროქ პეტერსი - ჯოზეფ სისკო, ბენჯამინ სისკოს მამა.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 (ეპიზოდების სია)
- ვარსკვლავური გზა
- ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი
- ვარსკვლავური გზა: ანიმაციური სერიალი
- ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
- ვარსკვლავური გზა: ვოიაჟერი
- ვარსკვლავური გზა: ენტერპრაიზი
- ჯინ როდენბერი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 საიტზე TV.com
- ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9 საიტზე memory-alpha.org
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||