ჯინ როდენბერი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჯინ როდენბერი
Gene Roddenberry

ჯინ როდენბერი
ჯინ როდენბერი
სახელი დაბადებისას იუჯინ უესლი როდენბერი (Eugene Wesley Roddenberry)
დაბადების თარიღი 19 აგვისტო 1921
დაბადების ადგილი ელ-ლასო, ტეხასი.
მოღვაწეობა სცენარისტი, ტელეპროდიუსერი
გარდაცვალების თარიღი 24 ოქტომბერი 1991
გარდაცვალების ადგილი სანტა-მონიკა, აშშ
მოქალაქეობა აშშ
ეროვნება ამერიკელი
მეუღლე Eileen-Anita Rexroat (1942–69)
მაჟელ ბარეტი (1969–91, his death)

იუჯინ უესლი როდენბერი (ინგლ. Eugene Wesley Roddenberry) — ამერიკელი სცენარისტი და პროდიუსერი. ცნობილია როგორც „ვარსკვლავური გზის“ (ინგლ. Star Trek) შემქმნელი.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ჯინ როდენბერი დაიბადა 1921 წლის 19 აგვისტოს ელ-ლასოში (ტეხასი, აშშ) ედვარდ როდენბერისა და კაროლინ გლენის ოჯახში. როცა იგი ორი წლის იყო მისი ოჯახი გადასახლდა ლოს-ანჯელესში.

სკოლის დამთავრების შემდეგ გახდა მფრინავი, 1941 წელს გაიწვიეს სამხედრო-საჰაერო ძალებში. იგი მსახურიბდა 1945 წლამდე ბომბდამშენზე „B-17“, შეასრულა 89 საბრძოლო გაფრენა, მიიღო ლეიტენანტის წოდება და ჯილდოები საგალითო სამსახურისთვის.

ომის შემდეგ მუშაობდა კომპანიაში „პან ამერიკან“ მეორე პილოტად. 1947 წელს, ავიაკატასტროფის შემდეგ უარი თქვა მფრინავის კარიერაზე და მოეწყო ლოს-ანჯელესის პოლიციაში, სადაც მსახურობდა 1949-დან 1956 წლამდე.

როდენბერი ორჯერ იყო დაქორწინებული. პირველი ცოლი — აილინ რეკსროატი — იყო მისი სკოლის მეგობარი. მეორე — მაჟელ ბარეტი — მსახიობი, რომელიც გაიცნო „ვარსკვლავური გზის“ გადაღებებზე.

ჯინ როდენბერი გარდაიცვალა 1991 წლის 24 ოქტომბერს. ანდერძის მიხედვით მისი ფერფლი (კიდევ 23 კოსმოსურ პიონერთად და ენთუზიასტთან ერთად) გაუშვეს სპეციალური კაფსულით კოსმოსში[1].

სატელევიზიო კარიერა[რედაქტირება]

1950-იან წლებში ჯინ როდენბერი სცენარისტად სერიალებზე, მათ შორის Have Gun — Will Travel. ასევე იყო სერიალის The Lieutenant პროდიუსერი. თავისი პირველი სცენარები დაწერა ფსევდონიმით რობერტ უესლი.

სამეცნიერო ფანტასტიკური შოუს შექმნის იდეა როდენბერის დაებადა 1964 წელს. იდეა მან შესთავაზა CBS-ს, თუმცა კონტრაკტი აღმოჩნდა წარუმატებელი და იგი დაუკავშირდა ტელეკომპანია NBC-ს. ამავე წელს დაწერა სცენარი და გადაიღო საპილოტე ეპიზოდი გალია (ინგლ. The Cage). სერიამ დიდი მოწონება არ დაიმსახურა და არხმა შეაჩერა პროექტი.

როდენბერი დაუკავშირდა ნაცნობ სცენარისტებს და დაწერა კიდევ სამი სცენარი რომელთაგან ერთ-ერთი ტელევიზიამ მოიწიონა. დაიწყო ახალი პილოტის გადაღება. ახალი სერიალი გამოვიდა 1966 წელს სახელწოდებით ვარსკვლავური გზა (მოგვიანებით ეწოდა ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი). 1985 წელს როდენბერიმ დაიწყო მუშაობა სერიალზე ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა, რომელიც გავიდა ეთერში 1987 წელს. როდენბერის გარდაცვალების შემდეგ, 1991წლიდან სერიალი გააგრძელა რიკ ბერმანმა.

სერიალის გარდა როდენბერიმ შექმნა სრულმეტრაჟიანი ფილმი ვარსკვლავური გზა (1979).

ვარსკვლავური გზის მიხედვით ჯამში გადაღებულ იქნა 6 სერიალი (მათ შორის ერთი ანიმაციური) და 11 ფილმი (მათგან 6 როდენბერის სიცოცხლეში).

მემკვიდრეობა[რედაქტირება]

ჯინ როდენბერის გარდაცვალების შემდეგ „ვარსკვლავური გზის“ გადაღება არ შეჩერებულა, დასრულებულ იქნა ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა, მოგვიანებით კი გადაღებული იქნა კიდევ სამი ტელესერიალი.

„ვარსკვლავური გზის“ მიხედვით გადაღებულ იქნა 11 ფილმი, მათგან ექვსი როდენბერის სიცოცხლეში.

2000 წელს გამოვიდა ჯინ როდენბერის იდეის მიხედვით შექმნილი სერიალი ანდრომედა (ინგლ. Gene Roddenberry’s Andromeda)[2][3][4].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]