ვარსკვლავური გზა: ენტერპრაიზი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვარსკვლავური გზა: ენტერპრაიზი
Startrekenterpriselogo.jpg
ფორმატი სამეცნიერო ფანტასტიკა
ავტორი რიკ ბერმანი
ბრენონ ბრაგა
მონაწილეობენ სკოტ ბაკულა
ჯოლინ ბლელოკი
კონორ ტრინირი
დომინიკ კიტინგი
ლინდა პაკი
ენტონი მონტგომერი
ჯონ ბილინგსლი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სეზონი 4
ეპიზოდი 98
კომპანია
ხანგრძლივობა 42/44 წთ.
ეთერი
ორიგინალური არხი UPN
პირველად ეთერში 26 სექტემბერი 2001
უკანასკნელად ეთერში 13 მაისი 2005
ბმულები
ოფიციალური საიტი

ვარსკვლავური გზა: ენტერპრაიზი (ინგლ. Star Trek: Enterprise) — სამეცნიერო ფანტასტიკური ტელესერიალი, რომლის მოქმედებაც მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში. გამოვიდა ეკრანებზე 2001 წელს, შეიცავს ოთხ სეზონს (94 სერია). ავტორები - რიკ ბერმანი და ბრენონ ბრაგა.

მოქმედება ვითარდება 2151 წელს, ორიგინალურ სერიალში აღწერილ მოვლენებამდე 100 წლით ადრე.

სერიალო მოგვითხრობს დედამიწელთა კოსმოსური ხომალდის „Enterprise NX-01“ მოგზაურობაზე. კაცობრიობა მხოლოდ ახლა იწყებს კოსმოსის შესწავლას. „ენტერპრაიზი“ კაპიტან ჯონათან არჩერის მეთაურობით ასრულებს დედამიწელთა პირველ სამეცნიერო-კვლევით მისიას შორეულ კოსმოსში.

სიუჟეტი[რედაქტირება]

ვარსკვლავური გზა: ენტერპრაიზი წარმოადგენს პრიკველს ვარსკვლავური გზის წინა სერიალებისთვის. მოქმედება მიმდინარეობს 100 წლით ადრე ორიგინალურ სერიალამდე. კაცობრიობა მხოლოდ ახლა იწყებს კოსმოსის შესწავლას. 2151 წელს ხომალდი დედამიწელთა ახალი ხომალდი„Enterprise NX-01“ იწყებს მოგზაურობას შორეულ კოსმოსში, კაპიტან ჯონათან არჩერის მეთაურობით. ამ მოგზაურობისას „ენტერპრაიზის“ გუნდი აკეთებს მრავალ აღმოჩენას, ამყარებენ კონტაქტს ახალ ცივილიზაციებთან და აფუძნებენ პლანეტების გაერთიანებულ ფედერაციას.

როლებში[რედაქტირება]

მთავარი გმირები[რედაქტირება]

პერსონაჟი წოდება მსახიობი მოვალეობა
ჯონათან არჩერი[1][2] კაპიტანი სკოტ ბაკულა „NX-01 ეტერპრაიზის“ მეთაური
ტ'პოლი სუბკომანდერი ჯოლინ ბლელოკი პირველი ოფიცერი
ჩარლზ ტაკერ III კომანდერი კონორ ტრინირი მთავარი ინჟინერი
მალკოლმ რიდი ლეიტენანტი დომინიკ კიტინგი ტაკტიკური ოფიცერი
ჰოში სატო ლინდა პაკი მეკავშირე
ტრევის მეინვიზერი ენტონი მონტგომერი მესაჭე
ფლოქსი ექიმი ჯონ ბილინგსლი მთავარი ექიმი

მეორეხარისხოვენი გმირები[რედაქტირება]

მსახიობი პერსონაჟი სეზონი
ვაუნ არმსტრონგი ვიცე ადმირალი მაქსველ ფორესტი 1–4
ადა მარისი კაპიტანი ერიკა ჰერნანდესი, ხომალდ კოლუმბიას მეთაური 4
გარი გრეჰემი სოვალი, ვულკანის ელჩი 1–4
ჯონ ფლეკი სილიკი 1–4
კელი ვაიმაირი ელიზაბეთ ქათლერი, ენტომოლოგი 1
რენდი ოგლესბი დეგრა 3
სტივენ ქალპი მაჯორ ჰეისი 3
ჯეფრი ქომბსი ზილეკ შრენი, ანდორიის იმპერიული გვარდიის მეთაური 1–4
მატ უინსტონი დენიელსი, დროის აგენტი 31_ე საუკუნიდან 1–4
ჯოზეფ უილი მაიკლ როსტოვი 1–2
არ არის მითითებული შეფ-მზარეული 1–4
პრანდა/ბრეზი/უინდი პონტოსი, კაპიტან არჩერის ძაღლი 1–4

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]