ვორფი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვორფი
WorfTNG.jpg
რასა კლინგონი
სქესი მამრობითი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი 2340[1]
საქმიანობა

დაცვის სამსახურის უფროსი (USS Enterprise-D; USS Enterprise-E)
სტრატეგიული ოპერაციების ხელმძღვანელი (Deep Space 9)

პირველი ოფიცერი (USS Defiant)
წოდება ლეიტენანტი
ორგანიზაცია

კლინგონის შეიარაღებული ძალები,

ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ვარსკვლავური გზა: თაობები
ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი
ვარსკვლავური გზა: აჯანყება
ვარსკვლავური გზა: შურისგება

ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9
პირადი ნომერი SP-937-215
მსახიობი მაიკლ დორნი
imdb IMDb პროფილი

ვორფი (ინგლ. Worf, კლინგ. wo’rIv) — ვარსკვლავური გზის პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა და მომდევნო ფილმებში (თაობები, პირველი კონტაქტი, აჯანყება, შურისგება), ასევე სერიალში ვარსკვლავური გზა: ღრმა კოსმოსი 9

ბიოგრაფია[რედაქტირება]

სერგეი და ელენა რაჟენკოები

ვორფი დაიბადა 2340 წელს. მისი ოჯახი, ძმის — კურნის გარდა, დაიღუპა რომულანების თავდასხმისას. ვორფი გაზარდეს სერგეი და ელენა რაჟენკოებმა თავიანთ შვილთან, ნიკოლაითან ერთად. 2357 წელს იგი შევიდა ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში, რომელიც დაამთავრა 2361 წელა და გახდა პირველი კლინგონი ვარსკვლავურ ფლოტში.

2364 წელს ვორფი დაინიშნა ხომალდზე USS Enterprise-D და მიიღო უმცროსი ლეიტენანტის წოდება. ტაშა იარის დაღუპვის შემნდეგ იგი სათავეში ჩაუდგა უსაფრთხოების სამსახურს. 2366 წელს იგი დააწინაურეს ლეიტენანტობამდე.

ნიკოლაი რაჟენკო

ვორფმა შემთხვევით გაიგო რომ მისი ძმა ცოცხალია. მან შეატყობინა რომ დიურასი ადანაშაულებს მათ მამას მოღალატეობაში და ამტკიცებს რომ იგი იყო რომულანების მიკავშირე. როცა მათ გაარკვიეს რომ სინამდვილეში დიურასის მამა იყო მოღალატე, ვორფმა არ გაამჟღავნა ეს, რადგან ამ ფაქტს შეიძლებოდა გამოეწვია სამოქალაქო ომი. კლინგონთა უმაღლესმა საბჭომ გააძევა იგი.

ვორფს ყავდა შვილი სახელად ალექსანდრი. მისი დედა იყო კელეირი, ნახევრად კლინგონი. მას შემდეგ რაც კელეირმა იპოვა მტკიცებულებები რომ დიურასი ცდილობდა ვორფის დისკრედიტაციას, დიურასმა მოკლა იგი. ვოლფმა მოკლა დიურასი ორთაბრძოლაში.

ვორფი და ალექსანდრე

სამოქალაქო ომში დიურასი შვილსა და გაურონს შორის ვორფი თვლიდა გაურონს კანონიერ მემკვიდრედ. მან დაარწმუნა თავისი ძმა დახმარებოდა გაურონს. თვითონ კი დატოვა ვარსკვლავური ფლოტი და გადავიდა ძმის ხომალდზე. რომულანები ცდილობდნენ დახმარებოდნენ დიურასის ოჯახს, მაგრამ ვარსკვლავურნა ფლოტმა ხელი შეუშალა მათ. გაურონმა გაიმარჯვა და მადლობის ნიშნად აღუდგინა ვორფს მისი უფლებები, ხოლო მისმა ძმამ მიიღო ადგილი უმაღლეს საბჭოში.

2371 წელს ვორფმა მიიღო ლეიტენანტ-კომანდერის წოდება. მას შემდეგ რაც Enterprise-D განადგურებულ იქნა, მან აიღო ხანგრძლივი შებულება და იმყოფებოდა მონასტერში. მოგვიანებით გაიგზავნა კოსმოსურ სადგურზე ღრმა კოსმოსი 9, სადაც შეხვდა ყოფილ თანაგუმდელ მაილზ ო'ბრაიენს. აქ იგი დაინიშნა ტაქტიკური ოპერაციების ხელმძღვანელად.

ვორფის და ჯაძია დაქსის ქორწილი

2373 წელს ვორფმა ცოლად შეირთო ჯაძია დაქსი. რამდენიმე თვის შემდეგ ჯაძია მოკლულ იქნა გალ დუკატის მიერ.

დომინიონთან ომის დროს ვორფი მსახურობდა კლინგონურ ხომალდზე როტარანი. ომის დამთავრების შემდეგ იგი დაინიშნა ფედერაციის ელჩად კრონოსზე (კლინგონების მშობლიური პლანეტა).

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ვორფი&oldid=2457067“-დან