დეიტა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
დეიტა
DataTNG.jpg
რასა ანდროიდი
სქესი მამრობითი
დაბადების თარიღი 2 თებერვალი 2338 (აქტივაციის თარიღი)
დაბადების ადგილი კოლონია ომიკრონ თეტა[1]
გარდაცვალების თარიღი 2379
საქმიანობა

USS Trieste USS Enterprise-D (მეორე ოფიცერი) USS Sutherland commanding officer (temporary)

USS Enterprise-E (მეორე ოფიცერი)
წოდება ლეიტენანტი
თანამდებობა მეორე ოფიცერი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს

ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ვარსკვლავური გზა: თაობები
ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი
ვარსკვლავური გზა: აჯანყება

ვარსკვლავური გზა: შურისგება
მსახიობი ბრენტ სპაინერი
imdb IMDb პროფილი

დეიტა (ინგლ. Data) — ვარსკვლავური გზის პერსონაჟი, მეორე ოფიცერი ხომალდზე „ენტერპრაიზი“. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა და მომდევნო ფილმებში (თაობები, პირველი კონტაქტი, აჯანყება, შურისგება).

დეიტა იყო პირველი ანდროიდი რომელიც მსახურობდა ვარსკვლავურ ფლოტში. იგი შექმნა დოქტორმა ნუნენ სუნგმა 2330-იან წლებში, დაიღუპა 2379 წელს ბრძოლაში.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

დეიტა იყო ერთ-ერთი დოქტორ სუნგის შექმნილი 6 ანდროიდიდან. იგი აღმოაჩინა ხომალდმა „ტრიპოლი“ 2338 წლის 2 თებერვალს, მას შემდეგ რაც კოლონია განადგურებულ იქნა კრისტალური არსების მიერ. 2341 წელს ჩაირიცხა ვარსკვლავური ფლოტის აკადემიაში და გაიარა 4 წლიანი კურსი. მისი პირველი დანიშნულება ისო ხომლდზე „ტრიესტი“. 3 წლის სამსახურის შემდეგ მან მიიღო ლეიტენანტის წოდება, ხოლო 2360 წელს ლეიტერნანტ-კამანდირის.

2364 წლს დაინიშნა მეორე ოფიცრად ხომალდზე „ენტერპრაიზ D“. იგი მსახურობდა ენტერპრაიზზე 2371 წლამდე და ასრულებდა სხვადასხა მოვალეობებს: ოფიცერი მეცნიერების დარგში, მეორე ოფიცერი და სხვა. მას მიღებული აქვს არაერთი ჯილდო, მათ შორის: „მედალი მამაცობისთვის“ „ვარსკვლავური ჯვარი“.

დეიტა დაიღუპა 2379 წელს ხომალდის გადარჩენისას. როცა კაპიტან პიკარის კლონი შიზონი აპირებდა ენტერპრაიზის განადგურებას, იგი პიკართან ერთად გადავიდა შიზონის ხომალდზე და ცდილობდა მის შეჩერებას. დეიტამ ტელეპორტატორი საშუალებით გააგზავნა კაპიტანი პიკარი ენტერპრაიზზე და ააფეთქა ხომალდი.

სწრაფვა ადამიანურობისკენ[რედაქტირება]

სპოტი, დეიტას კატა

დეიტა მუდამ ცდილობდა გამხდარიყო უფრო ადამიანური. მთელი სერიალის მანძილზე იგი ცდილობდა ეხუმრა (იგი დიდ დროს უთმობდა იუმორის ათვისებას). ასევე მას გააჩნდა გარკვეული გამოცდილება რომანტიკულ ურთიერთობებში. დეიტას ყავდა კატა სახელად სპოტი. 2371 წლიდან იგი იყენებდა ემოციის ჩიპს, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეცინა, ეტირა და გამოეხატა სხვადასხვა ემოციები. მისიების დროს მას რამდენიმეჯერ მოუწია ამ ჩიპის გამორთვა მისიის შესრულებიათვის.

2366 დეიტამ შექმნა მისი მსგავსი ანდროიდი რომელსაც დაარქვა ლალი. მან მისცა ლალს უფლება თვითონ აერჩია საკუთარი სქესი და გარეგნობა. ასე გახდა ლალი მისი ქალიშვილი. დეიტა ასწავლიდა მას სამყაროს აღთქმას, ადამიანებთან ურთიერთობას, ქცევას, ადამიანურ რეაქციებს.

დეიტა და ლალი

ლალმა გადააჭარბა დეიტას: მას შეეძლო უფრო ადამიანურად საუბარი და გააჩნდა ემოციები. თუმცა მისი ემოციები აღმოჩნდნენ არასტაბილურები. ვარსკვლავურ ფლოტში გაიგეს რა ახალი ანდროიდის შესახებ, გადაწყვიტეს გადაეყვენათ იგი ლაბორატორიაში მიუხედავად დეიტასა და კაპიტან პიკარის პროტესტისა. ლალმა ძალიან განიცადა ეს. ზედმეტმა ემოციებმა გამოიწვიეს მისი სისტემის დაზიანება. მიუხედავად დეიტას მცდელობისა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მისი გამორთვის შემდეგ დეიტამ გადაიტანა მისი მოგონებები თავის მეხსიერებაში.

დამოკიდებულება ეკიპაჟის წევრებთან[რედაქტირება]

კათრინ პულასკი

ექიმი რომელმაც შეცვალა ბევერლი კრაშერი ერთი წლით. დიდი ხნის მანძილზე ვერ ეგუებოდა ფაქტს რომ ყველა ექცეოდა დეიტას როგორც ადამიანს. ხშირად ეშლებოდა მისი სახელი (ეძახდა დატას). დეიტა რეაგირებდა ამაზე როგორც ყოველთვის მშვიდად და უსწორებდა შეცდომას.

ტაშა იარი

სერიალის მეორე სერიაში როცა ეკიპაჟი აღმოჩნდა გაურკვეველი ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ, მათ შორის იყო კავშირი. შემდგომ ტაშამ უთხრა: „ჩვენს შორის არაფერი მომხდარა“. მათ შორის ურთიერთობა იყო თბილი და მეგობრული. ტაშა იარის დაღუპვის შემდეგ დეიტა ინახავდა მის ჰოლოგრამას.

ჯენა სორა

ხვდებოდა გარკეული დროის მანძილზე დეიტას, რომელმას მისთვის დაწერა სპეციალური პროგრამა. მოგვიანებით ჯენა მიხვდა რომ დეიტას არ ჰქონდა გრძნობები (წინა პარტნიორს იგი დაშორდა სწორედ იმიტომ რომ ეჩვენებოდა უყურადღებოდ) და გაწყვიტა ურთიერთობა.

ტექნიკური და ფიზიოლოგიური მონაცემები[რედაქტირება]

დეიტას შინაგანი სქემა

დეიტას ჩონჩხი შეიცავს 24,6 კგ. პოლიმერული მასალებს, 11,8 კგ. მოლიბდენს, კობალტს და 1,3 კგ. უჯრედულ საფარველს. თავის ქალა შექმნილია კორტენიდისა და დურანიუმისგან. მონაცემთა დამუშავების სიჩქარე: 60 ტრილიონი ოპერაცია წამში. მონაცემთა გადაცენის არხების გამტარობა 100 პეტაბაიტი/წმ. 2369 წელს ექიმი ჯულიან ბაშირი იკვლევდა დეიტას და აღმოაჩინა რომ მისი თმა არ იზრდება თავისით და მას შეუძლია აკინტროლოს თმის ზრდა, მისი კანი კი „სუნთქავს“ და ამარაგებს უჯრედულ გარსს ჟანგბადით. დეიტას აგრეთვე შეუძლია სიზმრების ნახვა.

გამოხმაურება[რედაქტირება]

ჟურნალმა „ფანტასტიკის სამყარო“ დააყენა დეიტა მეექვსე ადგილზე სიაში „ყველაზე-ყველაზე რობოტები“. ავტორმა მიუთითა რომ დეიტა არის ჭკვიანი, კეთილი და ერთგული ანდროიდი, რომელიც ცდილობს განვითარდეს და დაემსგავსოს ადამიანს[2].

ამავე ჟურნალმა დააყენა დეიტა და მისი ტყუპისცალი ლორი მეათე ადგილზე სიაში „ყველაზე-ყველაზე ფანტასტიკური ტყუპები“[3].

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=დეიტა&oldid=2649598“-დან