ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
ავტორი ჯინ როდენბერი
ქვეყანა აშშ-ის დროშა აშშ
სეზონი 7
ეპიზოდი 178
წარმოება
პროდიუსერ(ებ)ი ჯინ როდენბერი
მორის ჰორლი
რიკ ბერმანი
მაიკლ პილერი
ჯერი ტეილორი
ხანგრძლივობა 44 წთ.
ეთერში 28 სექტემბერი 198723 მაისი 1994
რესურსები ინტერნეტში
საიტი


ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა (ინგლ. Star Trek: The Next Generation, TNG) — მეორე სატელევიზიო სერიალი, რომლის მოქმედებაც მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში. სერიალის გადაღება დაიწყო ორიგინალური სერიალის შემქმნელმა ჯინ როდენბერიმ, მისი გარდაცვალების შემდეგ — 1991 წლიდან გააგრძელა რიკ ბერმანმა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სერიალის მოქმედება ვითარდება 2364—2370 წლებში, ასი წლის შემდეგ ორიგინალური სერიალიდან და მოგვითხრობს ფედერაციის კოსმოსური ხომალდის „ენტერპრაიზ CC-1701-D“_ს მოგზაურობაზე კაპიტან ჟან-ლუკ პიკარის მეთაურობით. „ენტერპრაიზი“, უპირველეს ყოვლისა, სამეცნიერო ხომალდია, თუმცა ვარსკვლავური ფლოტის სხვა ხომალდები მსგავსად კარგად შეიარაღებული.

„ორიგინალური სერიალისგან“ განსხვავებით, სადაც ძირითადი აქცენტი კეთდებოდა ახალი რასების აღმოჩანაზე, „შემდეგ თაობაში“ მეტი ყურადღება ეთმობა ურთიერთობას უკვე ცნობილ რასებთან. ასევე სერიების ნაწილი დაკავშირებულია ერთმანეთთან, მაგალითად პერსონაჟი „ქიუ“ (ინგლ. Q) მთელი სერიალის მანძილზე პერიოდულად ჩნდება სერიალში.

„ენტერპრაიზის“ ეკიპაჟისთვის, ისევე როგორც მთელი ფედერაციისთვის მთავარ მოწინააღმდეგეს წარმოადგენენ ბორგები - რობოტებად გარდაქმნილი ჰუმანოიდების რასა, რომელსაც მართავს ერთიანი გონება, ისინი საკუთარი რაოდენობის გასაზრდელად ახდენენ სხვა რასების ასიმილაციას. ბორგების იდეა იმდენად წარმატებული აღმოჩნდა რომ მოგვიანებით გამოყენებულ იქნა სერიალში ვარსკვლავური გზა: ვოიაჟერი (ინგლ. Star Trek: Voyager).

როლებში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მთავარი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი პერსონაჟი სეზონი რასა
პატრიკ სტიუარტი კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარი 1-7 ადამიანი
ჯონათან ფრეიკსი პირველი ოფიცერი უილიამ რაიკერი 1-7 ადამიანი
ბრენტ სპაინერი დეიტა - მეორე ოფიცერი, ოფიცერი მეცნიერების დარგში 1-7 ანდროიდი
ლევარ ბარტონი მთავარი ინჟინერი ჯორდი ლა ფორჟი 1-7 ადამიანი
მაიკლ დორნი ვორფი - დაცვის სამსახურის უფროსი 1-7 კლინგონი
მარინა სირტისი მრჩეველი დიანა ტროი 1-7 ნახევრად ადამიანი, ნახევრად ბეტაზოიდი
გეიტს მაკფედენი მთავარი ექიმი ბევერლი კრაშერი 1, 3-7 ადამიანი
დენიზ კროსბი ტაშა იარი, დაცვის უფროსი 1, 3, 7 ადამიანი
უილ უიტონი უესლი კრაშერი 1-5, 7 ადამიანი

მეორეხარისხოვანი გმირები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობი პერსონაჟი სეზონი
ბრენტ სპაინერი ლორი, დეიტას ძმა 1,4,6, 7
მეჯელ ბარეტი ლუაქსანა ტროი, დიანა ტროის დედა 1–7
ჯონ დე ლანსი Q 1–4, 6–7
ერიკ მენიუკი მოგზაური 1, 4, 7
ქოლმ მენი მაილზ ო'ბრაიენი, ნავიგატორი, მოგვიანებით ტრანსპორტერის ოპერატორი 1–5, 7
დიანა მალდური მთავარი ექიმი კათრინ პულასკი 2
ვუპი გოლდბერგი გაინანი 2–6
დანიელ დეივისი პროფესორი მორიარტი, ჰოლოგრაფიული პერსონაჟი 2, 6
პატი იასუტეკი ელისა ოგავა 3–7
ტონი ტოდი კარნი, ვორფის ძმა 3–7
დუაიტ შულცი ლეიტენანტი რეჯინალდ ბარკლი 3–7
მარკ ლენარდი ელჩი სარეკი, სპოკის მამა 3, 5
ჯენიფერ ჰეთრიკი ვაში, არქეოლოგი 3, 4
ბრაიან ბონსალი ალექსანდრე როჟენკო, ვორფის შვილი 4–7
როზალინდ ჩაო კეიკო ო'ბრაიენი, ბოტანიკოსი, მაილზ ო'ბრაიენის ცოლი, მოლი ო'ბრაიენის დედა 4–6
დენის კროსბი სელა, ტაშა იარის შვილი 4, 5
რობერტ ორეილი გაურონი 4-6
მაიკლ ფორბსი ლეიტენანტი რო ლორენი 5–7
ეშლი ჯუდი რობინ რეფლერი 5
ლეონარდ ნიმოი სპოკი 5

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]