ვარსკვლავური გზა: თაობები
| ვარსკვლავური გზა: თაობები | |
|---|---|
| ჟანრი | სამეცნიერო ფანტასტიკა |
| რეჟისორი | დევიდ კარსონი |
| პროდიუსერი | რიკ ბერმანი |
| სცენარის ავტორი | რონალდ მური ბრენონ ბრაგა |
| როლებში | პატრიკ სტიუარტი ჯონათან ფრეიკსი ბრენტ სპაინერი ლევარ ბარტონი მაიკლ დორნი გეითს მაკ-ფედენი მარინა სირტისი უილიამ შატნერი ჯეიმზ დუჰანი უოლტერ კენიგი |
| კინოსტუდია | Paramount Pictures |
| გამოსვლის თარიღი | 18 ნოემბერი 1994 |
| ხანგრძლივობა | 117 წთ. |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| წინა: | ვარსკვლავური გზა VI: აღმოუჩენელი ქვეყანა |
| შემდეგი: | ვარსკვლავური გზა: პირველი კონტაქტი |
| IMDb პროფილი | |
ვარსკვლავური გზა: თაობები (ინგლ. Star Trek: Generations) — მეშვიდე სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმი, რომლის მოქმედება მიმდინარეობს ვარსკვლავური გზის სამყაროში. მასში მონაწილეობენ პერსონაჟები როგორც ორიგინალური სერიალიდან, ისე შემდეგი თაობიდან.
სექციების სია |
სიუჟეტი [რედაქტირება]
…2293 წელი. თავის პირველ, სადღესასწაულო გაფრენას ახორციელებს ხომალდი „ენტერპრაიზ-B“. მოწვეულნი არიან ძველი ენტერპრაიზის ეკიპაჟის წევრებიც:ჯეიმს კირკი, მონტგომერი სკოტი, პაველ ჩეხოვი. მოულოდნელად ხომალდი ღებულობს უბედურების სიგნალს ორი ხომალდისგან რომლებიც მოხვდნენ უცნობი „ლენტის“ ქვეშ. ხერხდება 40 ადამიანის გადარჩენა, დანარჩენები იღუპებიან ხომალდთან ერთად. იღუპება კაპიტანი კირკიც…
…2371 წელი. „ენტერპრაიზ-D“ ღებულობს ბრძანებას გამოიკვლიოს თავდასხმა ობსერვატორია „არმაგოსაზე“ (англ. Amargosa). ადგილზე მისვლისას ეკიპაჟი არკვევს რომ სადგურის თანამშრომელმა, დოქტორმა ტოლიან სორანმა საიდუმლოდ შექმნა იარაღი, რომელსაც შეუძლია გაანადგურის მთელი მზის სისტემები. ტორანი ერთ-ერთი გადარჩენილია 2293 წელს მომხდარი ინცინდენტისას. იგი მრავალი წელი ცდილობდა გაეგო როგორ შეიძლება იმ „ლენტაში“ მოხვედრა. ეს ანომალია საშუალებას აძლევს მას ვინც მასში მოხდება ნახოს თუ როგორ სრულდება მისი ფანტაზიები. მასში მოსახვედრად დოქტორი აპირებს შეასწოროს მისი მარშრუტი, რისთვისაც საჭიროა რამდენიმე ვარსკვლავის აფეთქება, რაც გამოიწვევს 250 მილიონი სიცოცხლის განადგურებას.
პიკარი ცდილობს სორანის შეჩერებას და მიდის პლანეტა ვერიდან 3-ზე. პლანეტა ფეთქდება და ითრევს პიკარს და სორანს ლენტის შიგნით, სადაც ჟან-ლუკ პიკარი ხვდება ჯეიმზ კირკს. ისინი ერთად ბრუნდებიან წარსულში რათა შეაჩერონ სორანი…
როლებში [რედაქტირება]
- პატრიკ სტიუარტი - კაპიტანი ჟან-ლუკ პიკარი
- ჯონათან ფრეიკსი - პირველი ოფიცერი უილიამ რაიკერი
- ბრენტ სპაინერი - მეორე ოფიცერი დეიტა
- მარინა სირტისი - მრჩეველი დიანა ტროი
- მაიკლ დორნი - ვორფი
- გეითს მაკ-ფედენი - ბევერლი კრაშერი, მთავარი ექიმი
- ლევარ ბარტონი - ჯორდი ლა ფორჟი, მთავარი ინჟინერი
- უილიამ შატნერი - კაპიტანი ჯეიმზ კირკი
- ჯეიმზ დუჰანი - მონტგომერი სკოტი
- უოლტერ კენიგი - პაველ ჩეხოვი
- მალკოლმ მაკდაუელი - ტოლიან სორანი
- ვუპი გოლდბერგი - გაინანი
- ბარბარა მარჩი - ლურზა
- ტიმ რასი
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- ვარსკვლავური გზა
- ვარსკვლავური გზა: ორიგინალური სერიალი
- ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
- ჯინ როდენბერი
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ვარსკვლავური გზა: თაობები — კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- ოფიციალური საიტი
- ვარსკვლავური გზა: თაობები საიტზე memory-alpha.org
|
||||||||||||||||||||||||||||||||||||||