კათრინ პულასკი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კათრინ პულასკი
Katherine Pulaski.jpg
რასა ადამიანი
სქესი მდედრობითი
საქმიანობა

USS Repulse

USS Enterprise-D
წოდება კამნდირი
თანამდებობა მთავარი ექიმი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
მსახიობი დიანა მალდეი
imdb IMDb პროფილი

კათრინ პულასკი (ინგლ. Katherine Pulaski) — ვარსკვლავური გზის პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა.

ბიოგრაფია[რედაქტირება]

ენტერპრაიზამდე კათრინ პულასკი მსახურობდა ხომალდზე USS რეპულსე კაპიტან ტაგარტის მეთაურობის ქვეშ.

პულასკი საკმაოდ ტრადიციული ექიმია. კარგავ ფლობს მეთოდებს რომლებსაც სხვა ექიმები მიიჩნევენ არქაულად. ზოგიერთი თვისებით ის გავს ლეონარდ მაკ-კოის, მათ შორის უნდობლობით ტრანსპორტერებისა და ანდროიდების მიმართ.

პულასკის კარგი ურთიერთობა აქვს ეკიპაჟის წევრთა უმრავლესობასთან. იგი სარგებლობდ პატივისცემით სამეცნიერო წრეებში, მას დაწერილი აქვს წიგნი ვირუსოლოგიაზე.

მისი ინტერესები ასევე მოიცავს პოკერს და კლინგონურ ლიტერატურას.

პულასკი სამჟერ იყო დაქორწინებული. იგი ინარჩუნებს კარგ ურთიერთობას ყოფილ მეუღლეებთან.

იგი იმსახურებს ვორფის სიმპატიას. როცა ვორფი ავადდება დაავადებით რომელიც ძირითადად ბავშვებს ემართებათ, პულასკი არღვევს წესებს და არ შეაქვს ეს ფაქტი დოკუმენტებში. ვორფი მადლობის ნიშნად თანხმდება მასთან ერთად შეასრულოს კლინგონური ჩაის ცერემონია, თუმცა აფრთხილებს რომ კლინგონური ჩაი მომწალავია ადამიანისთვის. პულასკი მაშინვე ღებულობს ანტიდოტს და მაინც სვამს ჩაის.

განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს პულასკის ლეიტენანტ-კომანდერ დეიტასთან. მიუხედავად იმისა რომ დეიტას ყველა ექცევა როგორც ადამიანს, პულასკი თვლის რომ იგი მხოლოდ მანქანაა და არ ესმის თუ რატომ სურს მას იყოს ადამიანი. იგი ხშირად საუბრობს დეიტაზე მესამე პირში მისი თანდასწრებით.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება]