ტაშა იარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბევერლი კრაშერი
რასა ადამიანი
სქესი მდედრობითი
დაბადების თარიღი 2337
გარდაცვალების თარიღი 2364 (Stardate 41601)
საქმიანობა USS Enterprise-D
წოდება ლეიტენანტი
თანამდებობა დაცვის სამსახურის ხელმძღვანელი
ორგანიზაცია ვარსკვლავური ფლოტი
მონაწილეობს ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა
მსახიობი დენის კროსბი
IMDB IMDb პროფილი

ტაშა იარი (ინგლ. Tasha Yar) — „ვარსკვლავური გზის“ პერსონაჟი. მონაწილეობს სერიალში ვარსკვლავური გზა: შემდეგი თაობა.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაშა იარი დაიბადა 2337 წელს კოლონიაზე ტურკანა IV . მას ასევე ჰყავდა 5 წლით უმცროსი და იშარა. მათი მშობლები დახოცეს იშარას დაბადებიდან ცოტა ხანში. 2352 წელს 15 წლის ასაკში ტაშამ დატოვა ტურკანა IV და ამის მერე და აღარ უნახავს. მალევე იგი შევიდა ვარსკვლავურ ფლოტში.

2363 წელს სამაშველო ოპერაციის დროს ტაშამ გადაარჩინა კოლონისტები დანაღმულ ველზე გავლისას. ჟან-ლუკ პიკარის ხომალდიც მონაწილეობდა ამ ოპერაციაში. პიკარზე ისეთი შთაბეჭდილება მოახდინა ტაშას სიმამაცემ რომ გადაწყიტა აეყვანა თავის გუნდში. ენტერპრაიზზე ტაშა იარი იყო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი.

ტაშა იარის ჰოლოგრამა

ტაშა იარი მოკლულ იქნა 2364 წელს პლანეტაზე ვაგრა II. იგი იყო სადესანტო ჯგუფში რომელიც ცდილობდა დიანა ტროის გადარჩენას, რომლის შატლსაც შეემთხვა ავარია, თუმცა მათ ხელი შეუშალა სიცოცხლის უცნობმა ფორმამ სახელად არმუსი. როცა ტაშა შეეცადა გვერდი აევლო არმუსისთვის და მისულიყო შატლთან, არმუსმა მოკლა იგი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]