ვარსკვლავთკარიბჭის ტექნოლოგიები

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აქ მოცემულია ტექნოლოგიების სია, რომლებსაც გვხვდება ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილ სამყაროში.

სექციების სია

ძველები[რედაქტირება]

ტრანსპორტული ტექნოლოგიები[რედაქტირება]

ვარსკვლავთკარიბჭე[რედაქტირება]

ვარსკვლავთკარიბჭეს ძველები „ასტრია პორტა“-ს, ხოლო გოა'ულდები და მათ დამორჩილებული ხალხები, „ჩაპა'აი“-ს. ვარსკვლავთკარიბჭეებთან დასახლებული ადამიანები კი მათ მრავალგვარად ეძახიან: მდგარი წყლის რგოლი, წინაპერთა წრე, პორტალი, დიდი წრე და ა.შ.

ფილმებში და სერიალებში ნაჩვენებია სამი თაობის ვარსკვლავთკარიბჭეები: პირველი თაობის ვარსკვლავთკარიბჭე მხოლოდ ძველების ავტომატიზებულ ხომალდზე, „ბედისწერის“ გემბანზეა ნაჩვენები, იგი მბრუნავი ცხრაშევრონიანი რგოლია, რომელსაც ყოველი გამორთვის შემდეგ გაგრილება სჭირდება, მისი შევრონები კი თეთრად ანათებენ; მეორე თაობის ვარსკვლავთკარიბჭეები გალაქტიკა ირმის ნახტომში მდებარეობს, იგი ბევრად გაემჯობესებულია „ბედის“ ვარსკვლავთკარიბჭესთან შედარებით, მასზე ბრუნავს არა კორპუსი, არამედ ასაკრეფი რგოლი, რომელზეც აღნიშნულია 39 სიმბოლო. ამ ვარსკვლავთკარიბჭის შევრონები წითლად ანათებენ. კოდის აკრეფის დროს კორპუსზე დაყენებული პირველი შევრონი აღნიშნავს სიმბოლოს, ხოლო ანათებს მისი მომდევნო შევრონი, ასე იკრიფება მისამართი; ხოლო მესამე თაობის ვარსკვლავთკარიბჭეები პეგასის გალაქტიკაში მდებარეობენ, ამ ვარსკვლავთკარიბჭეებზე არ არის დაყენებული მბრუნავი ასაკრეფი რგოლი, მასზე დაყენებულია სიმბოლოებიანი უმოძრაო რგოლი, რომელზეც აკრეფის შემთხვევაში, სიმბოლოები ცისფრად ანათებენ, ამ რგოლზე აღნიშნულია მხოლოდ 36 სიმბოლო, მისი შევრონები ლურჯად ანათებენ, ხოლო აქტივაციის შემთხვევაში, პირველი შევრონი კი არ აღნიშნავს სიმბოლოს, არამედ პირველი თაობის მსგავსად, მხოლოდ ანათებს. სამწუხაროდ, არ არის ნაჩვენები ვარსკვლავთკარიბჭეები აიდას (ასგარდების მშობლიურ) და ორაების გალაქტიკებში.

სტანდარტული ვარსკვლავთკარიბჭის დიამეტრი 6,7 მეტრია და თითქმის 29 ტონას იწონის. მისი კორპუსი აგებულია ნაკვადას სტაბილური იზოტოპისგან.

ტრანსპორტული რგოლები[რედაქტირება]

ტრანსპორტულ რგოლებს გალაქტიკა ირმის ნახტომში მრავალი რასა იყენებს, თუმცა იგი ალტერანებმა გამოიგონეს. ტრანსპორტული რგოლები ობიექტების მცირე მანძილებზე გადასატანად გამოიყენება, მაგალითად, ხომალდიდან ხომალდზე, ხომალდიდან პლანეტაზე, ან პლანეტის ერთი ნაწილიდან მეორეში.

ტრანსპორტირების პროცესი ასეთია: სხეული ან ობიექტი იფარება ხუთი–ექვსი რგოლით და გარდაიქმნება ენერგიად, შემდეგ ნაკადს მეორე რგოლებისკენ მიმართავს, იქ კი რგოლები თავიდან ეშვება და იქ სხეული თავიდან აღდგება. თუმცა შესაძლებელია ნაკადის დაჭერა, თუ ორ ტელეპორტს შორის მესამე დადგება. ორაებიც ამ ტექნოლოგიას იყენებენ, მაგრამ მათი რგოლები თეთრა ფერისაა და რელიგიური ორნამენტებითაა დაფარული.

ტრანსპორტერები[რედაქტირება]

ეს ტექნოლოგია ლანტიელთა გამოგონებაა, ატლანტიდისმაგვარ ქალაქ-ხომალდებში იგი ლიფტების სისტემაა, რომელიც ტრანსპორტირების ტექნოლოგიას იყენებს მთელ ქალაქში გადასაადგილებლად.

ტრანსპორტერები ლიფტის კაბინის ფორმისაა, შესვლის დროს კედელში ჩამონტაჟებულ სენსორულ ეკრანზე ჩნდება ქალაქის რუკა, სადაც აღნიშნულია სხვა ტრანსპორტერები, ერთერთ მათგანზე დაჭერა მომხმარებელს მაშინვე მეორე ტრანსპორტერთან გადაიყვანს, თანაც ეკრანის მარცხენა მხარეს აღნიშნულია ტრანსპორტერების მდებარეობა მოცემული შენობის სართულებზე.

ენერგოტექნოლოგიები[რედაქტირება]

ვარსკვლავის ენერგიის შთანთქმელები[რედაქტირება]

ეს ენერგოშთანთქმელები დაყენებულია ძველთა ხომალდ „ბედისწერაზე“, ვინაიდან ხომალდი ენერგიას ვარსკვლავებიდან ღებულობს. ენერგოშთანთქმელები ეფექტურად მუშაობენ ვარსკვლავის გვირგვინში, საიდანაც უზარმაზარ ენერგიას შთანთქამენ, ენერგიის სრული მარაგი „ბედისწერას“ საშუალებას აძლევს, რომ გალაქტიკათშორისი სივრცე ზესინათლურ სიჩქარეზე რამდენიმე დღეში დაფაროს.

ნულოვანი წერტილის მოდული[რედაქტირება]

ეს არის ძველთა მიერ შექმნილი ენერგიის წყარო, რომელიც ენერგიას ქვესივრცის ნულოვანი დონიდან იღებს. ნულოვანი წერტილის მოდული (შემოკლებით ნუწემი) გარეგნულად გამოიყურება, როგორც ყვითელი კრისტალების კონა წრის ფორმის ბრტყელი ძირით, ალაგ-ალაგ აქვს თითო-ოროლა წითელი და მწვანე კრისტალებიც, რომლებიც ძირითადად ენერგოდამცველების ფუნქციას ასრულებენ.

ნუწემის მუშაობა დამოკიდებულია ამ უკანასკნლის დატენილობაზე და მუშაობის მიზანზე (ე.ი. რამდენ ენერგიას ხარჯავს დროის გარკვეულ მონაკვეთში). დატენილი ნუწემი კაშკაშა ყვითლად ანათებს, დაცლილს მუქი წითელი ფერი აქვს, ხოლო გადატვირთული ნუწემი (როდესაც მისი აფეთქება შეიძლება), კაშკაშა ლურჯად ანათებს.

ნუწემში დაგროვილი ენერგია ძალზე დიდი რაოდენობისაა, სამი მათგანი ატლანტიდის ენერგეტიკულ ფარს 10000 წლის განმავლობაში კვებავდა, რითაც ქალაქს ოკეანის წყლის დამანგრეველი წნევისგან იცავდა. ნუწემს შეუძლია ენერგიით დააკმაყოფილოს ნებისმიერი სახის ხომალდი ან კომპლექსი. მაგრამ მის არასწორ აქტივაციას შეიძლება მოჰყვეს აფეთქება, რომელიც მთელ ვარსკვლავურ სისტემას ააფეთქებს.

პროექტი „არკტურუსი“[რედაქტირება]

პროექტი „არკტურუსი“ ენერგიის უზარმაზარი წყაროა, რომელიც პლანეტა დორანდაზე, პეგასის გალაქტიკაში მდებარეობდა.

პროექტი ლანტიელებმა შექმნეს, როგორც ნულოვანი წერტილის მოდულის შემცვლელი ენერგიის წყარო, მის მიერ გამოყოფილი ენერგია თითქმის 24 ნუწემის ტოლია, ეს ასტრონომიული რაოდენობის ენერგიაა. ნუწემისგან განსხვავებით, რომელიც ენერგიას ქვესივრციდან გამოჰყოფს, არკტურუსი ენერგიას ჩვენი განზომილებებიდან ღებულობს. არკტურუსის ბირთვი პატარა თეთრი სფეროა, რომლიდანაც სხივები გამოდის. სამწუხაროდ, არკტურუსის აქტივაციას გვერდითი ეფექტებიც აქვს, მის გარშემო წარმოიქმნება სივრცე, რომელშიც ჩვეულებრივი ფიზიკის კანონები არ მოქმედებენ, ეს კი ნებისმიერს კლავდა, ვინც ახლოს იმყოფებოდა, როდესაც ლანტიელებმა ეს აღმოაჩინეს, მათ გამორთეს რეაქტორი, მაგრამ ყველა, ვინც პლანეტაზე იმყოფებოდა და ყველანაირი შენობა, საიარაღო პლატფორმის გარდა, განადგურდა. ატლანტისის ექსპედიციის წევრებმა, როდესაც იგი აღმოაჩინეს, მისი ჩართვა გადაწყვიტეს, მაგრამ, გამოყოფილი ენერგია ძალზე დიდი აღმოჩნდა, რამაც ვარსკვლავ დორანდას მთელი სისტემა გაანადგურა.

მობილური ჭაბურღილის პლატფორმა[რედაქტირება]

ამ პლატფორმას ლანტიელები იყენებდნენ, როგორც ენერგიის დამატებით წყაროს, იგი ავტომატურ რეჟიმში მოძრაობს ლანტეის ოკეანის ფსკერზე და თხელ ქერქს ეძებს, საიდანაც ენერგიის მიღებას და დაგროვებას მაგმიდან ამოსულ გეოთერმული ენერგიის ხარჯზე იწყებს, შემდეგ კი ენერგიას ატლანტიდას გადასცემს.

იარაღი[რედაქტირება]

ჭეშმარიტების კიდობანი[რედაქტირება]

ეს იარაღი ჯერ კიდევ ალტერანთა დროს შეიქმნა, როდესაც ორაებმა და მათმა მიმდევრებმა ძველების დევნა დაიწყეს. თავის გადარჩენის შანსად ძველები ორ გზას თვლიდნენ: ჭეშმარიტების კიდობნის ამოქმედება ან მშობლიური გალაქტიკიდან გადახვეწა. ვინაიდან ძველებისთვის ძალადობა მიუღებელი იყო (კიდობანს ისინი იარაღად განიხილავდნენ, რომელიც მსხვერპლს ტვინს უწმენდდა), მათ მშობლიური გალაქტიკიდან გადახვეწა არჩიეს, მაგრამ კიდობანი სელესტისზე, ორაების მთავარ სატახტო პლანეტაზე დატოვეს. მათ უკანასკნელ საცხოვრებელ ადგილს, საიდანაც მათი ხომალდი გაფრინდა, ორაებმა ორტუს მალუმი, ბოროტების წყარო, უწოდეს.

მრავალი მილიონი წლის შემდეგ, 2008 წელს, ტაუ'რის ხომალდი, „ოდისევსი“, SG–1-ით ზეკარიბჭით ალტერანთა გალაქტიკაში გაემართა კიდობნის მოსაძებნად გაემართა, SG–1-მა კიდობანი იპოვა და მისი დახმარებით გალაქტიკის მთელ მოსახლეობას ორაებზე ჭეშმარიტება დაანახვეს, შემდეგ იგივე გაინმეორეს ირმის ნახტომშიც.

გარეგნულად ეს არის ორნამენტებით გალამაზებული ცარიელი ყუთი, რომელსაც სახურავზე დამაგრებული აქვს სიმბოლოებიანი პანელი. კიდობნის ჩასართველად საჭიროა აიკრიფოს ძველალტერანული სიტყვა „ჭეშმარიტება“, რომელიც ძველების და ორაების თანამედროვე ენაზე გამოითქმის როგორც „საწყისი“. ჩართული კიდობნის გახსნისას ფსკერიდან მძლავრი სინათლის სხივი გამოდის და ნებისმიერს, რომელიც მასში შეიხედავს, ჭეშმარიტებას დაანახვებს ორაების შესახებ. მაგრამ იგი საზარელ იარაღს წარმოადგენდა მათთვის, ვისაც ძალზე ღრმად სწამდა ორაების, ვინაიდან მას, ფაქტიურად, „ტვინს ურეცხავდა“.

ჭეშმარიტების კიდობნის ამჟამინდელი მდებარეობა უცნობია. სავარაუდოდ, იგი ზონა 51-ში გადაიტანეს.

დაკარას ზეიარაღი[რედაქტირება]

ეს ტექნოლოგია ძველებმა შექმნეს, სანამ ჟამის ეპიდემიისგან განადგურებული გალაქტიკა დატოვვეს. ამ დანადგარს შეუძლია ნებისმიერი სხეული ელემენტარულ ნაწილაკებამდე დაშალოს ან პირიქით, შექმნას. ძველებმა პლანეტა დაკარაზე ტაძარი ააგეს და ამ დანადგარით აღჭურვეს. ვინაიდან, მრავალი წლის შემდეგ, სწორედ ამ პლანეტაზე შეიქმნა პირველი ჯაფა, ჯაფათათვის ეს ტაძარი (იარაღის შესახებ უკვე არავინ იცოდა) სიწმინდედ იქცა. იარაღი, მილიონობით წლების შემდეგ, პირველად გააქტიურდა, როდესაც ირმის ნახტომში რეპლიკატორთა შემოსევა დაიწყო. სამანტა კარტერმა და ჯეიკობ კარტერმა იარაღი შემცირებულ სიმძლავრეზე ჩართეს, რომ დაეშალა მხოლოდ რეპლიკატორული ბლოკები, ხოლო ბა'ალის მიერ შექმნილი პროგრამით, რომელიც ყველა ვარსკვლავთკარიბჭეს ერთდროულად აღებდა, ენერგოტალღა მთელ გალაქტიკაში გაავრცელეს, რამაც ყველა რეპლიკატორი გაანადგურა.

იარაღი მეორედ თავისუფალი ჯაფაების ლიდერის ბრძანებით აამოქმედეს, რომელსაც ორაების განადგურება სხვა ხერხით ვერ გადაეწყვიტა, პირველმა გასროლამ მშვიდობიან პლანეტაზე ყველა მაცხოვრებელი და ორაების გარნიზონიც ამოწყვიტა. საფრთხე რომ არ განმეორებულიყო, ორაისი ერთ-ერთი კრეისერით დაკარისკენ გაემართა და ზეიარაღი სამი გასროლით გაანადგურა.

იმპულსური ქვემეხები[რედაქტირება]

სამეცნიერო–საკვლევ ხომალდ „ბედისწერაზე“ დაყენებული იყო ამ ტიპის ორ– და სამლულიანი ქვემეხები, ისინი არ არიან იმდენად მძლავრები, რომ გაანადგურონ დიდი ზომის კრეისერები, მაგრამ მათი სიმძლავრე საკმარისია მცირე ზომის სამიზნეების გასანადგურებლად. თუმცა ხომალდის მთავარი კალიბრი, რომელიც ასევე სამლულიანია (ლულების ქვემოთ მცირე ზომის მეოთხე ლულაც აქვს), საკმაოდ მძლავრია, რომ დიდი ზომის კრეისერები გაანადგუროს, მაგრამ გადატენისთვის ათიოდე წამი სჭირდება, რაც გახურებულ საბრძოლო პირობებში არახელსაყრელია.

საკონტროლო სავარძელი[რედაქტირება]

სავარძელი ძველების მიერ გამოიყენებოდა მრავალი ტექნიკის, მათ შორის, კოსმოსური ხომალდების და ავანპოსტების ასამოქმედებლად. სავარძლის ამოქმედება შეუძლია მხოლოდ ადამიანს, რომელსაც აქვს ძტა გენი, ჩაჯდომის დროს სავარძლის ზურგი უკან იწევა მაკონტროლებლის კომფორტისთვის, შედეგად ყველა სისტემა, რომელიც დაკავშირებულია სავარძელთან, მაკონტროლებლის ფიქრებს ემორჩილება. მაგრამ, ასამოქმედებლად ძალზე დიდი ენერგია სჭირდება, რომლით უზრუნველყოფა მხოლოდ ნუწემს შეუძლია.

დრონული ჭურვი[რედაქტირება]

ეს იყო ძველთა მთავარი იარაღი ათასწლეულების განმავლობაში — დრონული ჭურვი, ენერგეტიკული იარაღის და ჩვეულებრივი ჭურვების ჰიბრიდს წარმოადგენს. ჭურვს პრაქტიკულად ნებისმიერი ენერგეტიკული ფარის და ჯავშნის გარღვევა შეუძლია. ერთს რამდენიმე მცირე ზომის გამანადგურებლის, ათეულობითს საშუალო ზომის ხომალდის, ხოლო მთელ ხროვას მოწინააღმდეგის მთელი ფლოტის განადგურება შეუძლია.

დრონები იმართებიან საკონტროლო სავარძლის მიერ, მათ მაკონტროლებელს შეუძლია ფიქრების ძალით ათასობით მათგანი აკონტროლოს, ან კიდევ ნება დართოს დამოუკიდებლად ეძებონ სამიზნე. ჩვეულებრივ, ბრძოლის დროს, დრონები ხროვებად ერთიანდებიან და სამიზნეს ყველა მხრიდან უტევენ მაქსიმალური დაზიანების მიზნით, ბრძოლის დასრულების შემდეგ, ისინი საწყობში ბრუნდებიან და იქ მომდევნო გამოყენებამდე ინახებიან.

დრონები ნუწემით იკვებებიან განსაკუთრებული უსადენო გზით, ამიტომ მისი გამორთვისთანავე დრონებიც ითიშებიან. სამიზნის განადგურების შემდეგ გადარჩენილი დრონები ავტომატურად ახალ სამიზნეს ირჩევენ ან, თუ მოწინააღმდეგის სტრუქტურები აღარ დარჩება, საწყობში ბრუნდებიან. ამასთანავე, დრონები მოქმედნი არიან მათი პატრონი ხომალდის განადგურების შემდეგაც კი.

ლანტიელთა საბრძოლო თანამგზავრი[რედაქტირება]

ეს თავდაცვითი თანამგზავრები ლანტიელებმა შექმნეს და მთელ ლანტეის სისტემაში განათავსეს რეიფებისგან დასაცავად.

ზომით ეს თანამგზავრი სტანდარტული ჰა'ტაკის სიდიდის არის, მაგრამ მისი შიგნითა სივრცე ბევრად პატარაა და მხოლოდ სადისპეჩეროს მოიცავს.

როდესაც რეიფებმა მთელი პეგასის გალაქტიკა დაიმორჩილეს და ჯერი ლანტეის სისტემაზე მიდგა, ლანტიელებმა მთელ ვარსკვლავურ სისტემაში ასეთი თანამგზავრები განათავსეს. თანამგზავრის საცეცხლე ძალა იმდენად მძლავრია, რომ შეუძლია ერთი გასროლით რეიფთა სკა–ხომალდი გაანადგუროს. მისი სისტემა გათვლილია შეუწყვეტელ გასროლაზე, ასე რომ, თანამგზავრს შეუძლია რამდენიმე სკა–ხომალდი გაანადგუროს, სანამ თავად მას გაანადგურებენ.

დორანდას საიარაღო პლატფორმა[რედაქტირება]

ეს არის მძლავრი ენერგეტიკული იარაღი, რომელიც ლანტიელებმა შექმნეს რეიფები]]ს წინააღმდეგ საბრძოლველად შექმნეს. მისი სიმძლავრე ყველაზე მკაფიოდ მაშინ გამოჩნდა, როდესაც რეიფთა მთელი ფლოტი გაანადგურა. იგი იკვებებოდა მძლავრი ენერგიის წყაროსგან, რომელსაც „არკტურუსი“ ეწოდება. მას 360°-ით შეუძლია შემობრუნება, რაც მას საშუალებას აძლევს, სამიზნე ხომალდს მისდიოს. სამწუხაროდ, ამ იარაღის ნაკლი ისაა, რომ იგი ვერ არჩევს მეგობარს და მტერს, თუ ავტომატიზებულ რეჟიმში მუშაობს. მისი ამოქმედება შეიძლება „არკტურუსის“ ჩართვით, ვინაიდან სისტემაში არ არის კონდენსატორი, ენერგია „არკტურუსიდან“ პირდაპირ პლატფორმას გადაეცემა, რაც მას გადატენვის და პაუზების გარეშე სროლის საშუალებას აძლევდა. მიუხედავად იმისა, რომ პლატფორმამ რეიფთა მთელი ფლოტი გაანადგურა, მან ვერ შეძლო ასგარდთა ფარების გარღვევა, რამაც „დედალოსს“ საშუალება მისცა, პლანეტის აფეთქებამდე ჰიპერსივრცეში გაქცეულიყო.

ატერო[რედაქტირება]

ატერო — ლანტიელების უკანასკნელი იმედი იყო, რომელიც რეიფთა წინააღმდეგ ომში მათი გამარჯვების გარანტი უნდა ყოფილიყო. იარაღი შექმნა მეცნიერმა იანუსმა, რომელმაც ამით რეიფთა საბრძოლო ფლოტის განადგურება განიზრახა.

დანადგარი მუშაობის დროს რხევებს წარმოქმნის ჰიპერსივრცის იმ სიხშირეზე, რომელზეც მუშაობენ რეიფთა ჰიპერძრავები, წარმოქმნილი რხევები კი ჰიპერსივრცეში შესულ ნებისმიერ ხომალდს უმცირეს ნაწილაკებად შლიდა. ვინაიდან სხვადასხვა რასას სხვადასხვა სიხშირეზე მომუშავე ჰიპერძრავა აქვს, ლანტიელებს შეეძლოთ უპრობლემოდ ეფრინათ ჰიპერსივრცეში, ხოლო რეიფები კი პლანეტების ორბიტებზე და/ან ვარსკვლავთშორის სივრცეში დარჩენილიყვნენ და შიმშილით მომკვდარიყვნენ. სამწუხაროდ, გამოჩნდა ამ იარაღის ნაკლიც — თუ დანადგარის მუშაობის დროს გააქტიურდებოდა ვარსკვლავთკარიბჭე, რხევები ჰიპერგვირაბში იწყებდნენ ენერგიის დაგროვებას, გარკვეული დროის შემდეგ, ვარსკვლავთკარიბჭის შემადგენელი ნაკვადა ჯერდებოდა და ვარსკვლავთკარიბჭეც ფეთქდებოდა, აფეთქების ძალა კი მთელი დუჟინი ბირთვული ბომბის აფეთქების სიმძლავრის იყო. იანუსმა პროექტი დახურა.

10 000 წლის შემდეგ, დანიელ ჯექსონმა და როდნი მაკკეიმ ატლანტიდაზე აღმოაჩინეს იანუსის ლაბორატორია, სადაც შემთხვევით გააქტიურეს გადამცემი, რომელმაც ატლანტიდაზე მოიყვანა უცხოპლანეტელები, რომლებიც იმ პლანეტაზე ცხოვრობდნენ, რომელზეც ატერო იყო დაკონსერვებული. უცხოპლანეტელებმა დანიელი და როდნი გაიტაცეს და აიძულეს ჩაერთოთ ატერო, რომელსაც რეიფები უნდა გაენადგურებინა. როგორც აღმოჩნდა, უცხოპლანეტელები სინამდვილეში იყვნენ ვანირები, ასგარდთა ფრაქცია, რომლებიც გენეტიკური დეგრადაციის თავიდან ასაცილებლად ადამიანებზე ატარებდნენ ცდებს და სასჯელის თავიდან ასაცილებლად პეგასის გალაქტიკას მიაშურეს.

ტაუ'რის, რეიფების და მოხეტიალეების ერთობლივი მუშაობის შედეგად (რეიფებმა იერიში მიიტანეს „დედალოსზე“ და პლანეტისკენ იმით გაფრინდნენ, ასე რომ, რეიფებთან მუშაობა მთლად ერთობლივად ვერ ჩაითვლება), განადგურდა ატეროს დანადგარი, რომ გალაქტიკაში არც რეიფებს და არც ადამიანებს დამუქრებოდათ საფრთხე (ვარსკვალვთკარიბჭის აფეთქებამ მოხეტიალეთა პლანეტაზე 2 000 ადამიანი და ლანტიელთა კრეისერი „ავრორა“ გაანადგურა).

გარეგნულად ატერო ჰგავდა დიდ ლურჯ კრისტალს ორი ანტენით, რომლებიც რხევებს ქმნიან ჰიპერსივრცეში.

სანგრაალი[რედაქტირება]

ეს იარაღი შექმნა ძველმა მერლინმა, რომელსაც ორაების განადგურება სურდა. შექმნის შემდეგ, სანგრაალმა სათავე დაუდო ლეგენდას წმინდა გრაალის შესახებ.

უცნობია, როგორ მუშაობს ეს ტექნოლოგია, მაგრამ ცნობილია მისი მოქმედება. როგორც ასგარდმა კვაზირმა განმარტა, ეს იარაღი ენერგიას ნუწემის მსგავსად აგროვებს, მაგრამ გამოყოფს იმ განზომილებაში, რომელშიც ამაღლებული არსებები ბინადრობენ, კვაზირმა ამასთანავე განმარტა ამ იარაღის მოქმედება: „ორი ტალღა ერთმანეთს ეჯახება და იმსხვრევა“, რაც იმას ნიშნავს, რომ სანგრაალის მიერ გამოსხივებული ენერგია სასიკვდილოდ მოქმედებს ამაღლებულ არსებებზე, მაგრამ მისი მოქმედების რადიუსი, სავარაუდოდ, გალაქტიკის მასშტაბით შემოისაზღვრება.

2007 წელს SG–1-მა ორაის კრეისერით სანგრაალი ალტერანთა მშობლიურ გალაქტიკაში ზეკარიბჭის გავლით გადაიტანეს, რამაც ალტერანთა გალაქტიკაში ყველა ორაი გაანადგურა.

ხომალდები[რედაქტირება]

ძველების ხომალდები ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ხომალდების კლასს მიეკუთვნება, უკანასკნელი თაობის ხომალდები აღჭურვილია უმძლავრესი იარაღით და ენერგეტიკული ფარებით, რომლებთან გამკლავება შეუძლიათ მხოლოდ ასგარდულ და ორაულ ხომალდებს. უცნობია, რა მასალისგან არიან აწყობილნი ეს ხომალდები, სავარაუდოდ, ნაკვადასგან.

თავდაცვითი ტექნოლოგიები[რედაქტირება]

ენერგეტიკული ფარი[რედაქტირება]

ალტერანების შთამომავალთა მიერ შექმნილი ენერგეტიკული ფარები ყველაზე მძლავრია მათ შორის, რომელიც ოდესმე შეუქმნიათ. სხვადასხვა სახის ობიექტებს სხვადასხვა სახვის ფარები იცავენ.

გალაქტიკათშორისი სამეცნიერო–საკვლევი ხომალდი „ბედისწერა“ — ამ ხომალდზე დაყენებულია უცნაური ფარები, რომლებიც კონტურად მისდევს ხომალდის კორპუსს, მეტიც, ისინი ისე ახლოს არის კორპუსთან, რომ თითქმის ზედ ეკვრის და რღვევის შემთხვევაში დაზიანებას გადაეფარება, რითაც ჰაერის გადინებას აფერხებს (თუმცა არც ისე ეფექტურად). ამასთანავე, ამ ხომალდის ფარებს აქვს ერთი უნარი, მას შეუძლია შეცვალოს სიხშირე, რითაც მისი გარღვევა შუძლებელი ხდება იარაღით, რომელსაც სიხშირის ცვლილების მცირე დიაპაზონი აქვს.

სახაზო კრეისერ „ავრორებზე“ დაყენებულია ფარები, რომელიც ჰგავს „ბედის“ ფარებს, მაგრამ მათთან შედარებით, ბევრად მძლავრია და შეუძლია რამდენიმე სკა–ხომალდის შეტევას გაუძლოს, სანამ მათ თავად „ავრორა“ არ გაანადგურებს.

ქალაქ–ხომალდებზე დაყენებულია ხუფის ფორმის ფარი, რომელსაც მრავალი ფუნქცია აქვს: აკავებს წყლის წნევას, თუ ქალაქი ოკეანის ფსკერზეა; აკავებს ჰაერს ქალაქის გარშემო, თუ იგი კოსმოსში ან ჰიპერსივრცეში მოძრაობს და ა. შ.. ეს ფარი განსაკუთრებულია იმით, რომ მისი თანდათანობით დასუსტებით გამორთვა შეუძლებელია, ფარი მანამ იქნება აღმართული, სანამ იგი უზრუნველყოფილი იქნება ენერგიით (მაგალითად ნუწემით).

ენერგეტიკული ფარი დაყენებულია ატლანტიდის ვარსკვლავთკარიბჭეზე, ტაუ'რის დიაფრაგმისგან განსხვავებით, იგი თითქმის ზედ ეკვრის მოვლენათა ჰორიზონტს, რაც საშუალებას არ აძლევს ატომთა შემადგენელ ნაწილაკებსაც კი, რომ ჰიპერგვირაბიდან გამოვიდნენ.

გამაუჩინარებელი დანადგარი[რედაქტირება]

ეს ტექნოლოგია უჩინრად აქცევს ნებისმიერ ობიექტს, როგორც თვალისთვის, ისე სენსორებისთვის. მისი მოქმედების რადიუსი შთამბეჭდავია: ადამიანით დაწყებული, პლანეტით დასრულებული. გაუჩინარებული ობიექტის აღმოჩენა შეუძლებელია, მხოლოდ ნუწემით გაძლიერებულმა რეიფთა სუპერსკა–ხომალდმა შეძლო გაუჩინარებული ჯამპერის აღმოჩენა (თუმცა იარაღი ზუსტად ვერ დაუმიზნა). სამწუხაროდ, ამ ტექნოლოგიას ერთი ნაკლი აქვს — ამ რეჟიმში მუშაობის დროს ენერგეტიკული ფარები არ ირთვებიან, ასე რომ, გაუჩინარებული ობიექტი სუსტი სამიზნეა.

პეგასის გალაქტიკაში ტაუ'რიმ არაერთხელ გამოიყენეს ეს ტექნოლოგია, როდესაც რეიფთათვის ატლანტიდის დამალვა სურდათ.

არტურის მანტია[რედაქტირება]

ეს არის ხელსაწყო, რომელიც მერლინმა შექმნა, როდესაც სანგრაალს ქმნიდა. ამ დანადგარს სხეული, რომელიც მასთან ახლოსაა, გადაჰყავს ჩვენი განზომილების სხვა ფაზაში (იმ შემთხვევაში, თუ მას საკმარის ენერგიას მივაწოდებთ, იგი მთელ პლანეტას დაფარავს), შედეგად სხეული უჩინარი და ხელშეუხებელი (სხვა სიტყვებით — „კედლებში გაძრომა“ შეუძლია) ხდება. დანადგარი არა მარტო სხვა ფაზაში გადასაადგილებლად გამოიყენება, მასზე არსებული ღილაკები და ჰოლოგრაფიული ეკრანი, რომელიც მხოლოდ სხვა ფაზაში ჩნდება, მას საბეჭდ მანქანად და მინიატურულ კომპიუტერად აქცევს. სწორედ ამ ტექნოლოგიით ახერხებდა მერლინი სანგრაალის შექმნას ძველებისგან მალულად, ვინაიდან ამ ფაზაში მყოფთა შემჩნევა არც ამაღლებულებს შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ 2006 წელს მანტიაზე არასწორი მოქმედების გამო იგი ენერგიისგან მთლიანად დაიცალა, სამანტა კარტერმა სამი ნაკვადა–რეაქტორით მისი ამოქმედება მაინც შეძლო.

ძრავები[რედაქტირება]

ქვესინათლური ძრავები[რედაქტირება]

ქვესინათლური ძრავებით აღჭურვილია ყველა კოსმოსური ხომალდი, ძველების ხომალდების ძრავები ყველაზე განვითარებულია, რომელიც ოდესმე შექმნილა, თუ არ ჩვათვლით ასგარდებს.

სხვადასხვა ხომალდებს განსხვავებული რაოდენობის ძრავები აქვთ, მაგალითად, ჯამპერი აღჭურვილია ორი ქვესინათლური ძრავით; „ავრორას“ კლასის კრეისერები — რვით, ხოლო ქალაქი–ხომალდები — ექვსით.

ზესინათლური ძრავები[რედაქტირება]

ზესინათლური ძრავები ძველებმა დააყენეს სამეცნიერი–საკვლევ ხომალდ „ბედისწერაზე“ და მთესავებზე. მათი მოქმედების პრინციპი ჯერ–ჯერობით უცნობია, მაგრამ სავარაუდოდ, იგი ჰიპერძრავის მსგავსად მოქმედებს. ამოქმედების დროს ძრავა ხომალდს მძლავრ ბიძგს აძლევს, ხომალდი სინათლის სიჩქარეზე სწრაფად მოძრაობს, მაგრამ ნორმალურ სივრცეში. ფაქტია, რომ ძრავა უნდა მუშაობდეს არანაკლებ ოთხი საათი და უნდა გრილდებოდეს არანაკლებ სამი საათი, წინააღმდეგ შემთხვევაში ძრავა გადაიწვება.

ჰიპერძრავები[რედაქტირება]

ძველებს ჰქონდათ ორი სახის ჰიპერძრავა — ვარსკვლავთშორისი და გალაქტიკათშორისი. გალაქტიკათშორისი ჰიპერძრავა დამონტაჟებული იყო მხოლოდ ქალაქ–ხომალდებზე მაშინ, როდესაც ვარსკვლავთშორისი ჰიპერძრავით აღჭურვილი იყო მათი მთელი ფლოტი. ძველების ჰიპერძრავები ყველაზე მძლავრია მათ შორის, რომელიც ოდესმე შეუქმნიათ, თუ არ ჩავთვლით ასგარდების და ორაების ჰიპერძრავებს.

ნუწემით უზრუნველყოფილ ქალაქ–ხომალდს პეგასიდან ირმის ნახტომამდე მანძილს რამდენიმე საათში ფარავს. ცნობილია, რომ შესაძლებელი იყო „ავრორებზე“ დამონტაჟებული ჰიპერძრავის მოდიფიკაცია, რის შედეგადაც მისი სიმძლავრე გალაქტიკათშორისი სივრცის გასავლელად საკმარისი იყო.

გვირაბული ძრავა[რედაქტირება]

ეს იყო ექსპერიმენტალური ძრავა, რომელსაც სხეული სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში თვალის დახამხამებაში უნდა გადაეყვანა. მისი მოქმედების პრინციპი დაფუძნებულია ვარსკვლავთკარიბჭის მოქმედების პრინციპზე — სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში ქმნის სტაბილურ ჰიპერგვირაბს, მაგრამ ვარსკვლავთკარიბჭIსგან განსხვავებით, მას არ სჭირდება ობიექტები ამ ჰიპერგვირაბის შესაკავებლად. მაგრამ, სამწუხაროდ, კვლევები შეწყდა დიდი ენერგომოთხოვნლიების და ძალზე წვრილმანი გამოთვლების შესრულების აუცილებლობის გამო, ვინაიდან მცირე შეცდომასაც კი სხეულს განადგურება შეეძლო.

სწორედ ეს ძრავა გამოიყენეს ატლანტიდელებმა, როდესაც დედამიწისკენ მიმავალ სუპერსკა–ხომალდს კვალში მიჰყვებოდნენ.

გენური ინჟენერია და მედიცინა[რედაქტირება]

განმკურნავი დანადგარი[რედაქტირება]

ეს ტექნოლოგია ალტერანებმა შექმნეს, როდესაც ჯერ კიდევ ჩვენს გალაქტიკაში იყვნენ. გარეგნულად ეს არის ნაკვადასგან შექმნილი კუბი, გვერდებზე ძველების ასოებით. მისი მთავარი დანიშნულება განკურნება იყო. ჩართულ მდგომარეობაში იგი კურნავდა მის სიახლოვეს მყოფ ალტერანს, მაგრამ ჩვეულებრივი ადამიანისთვის, რომლის ფიზიოლოგია არ არის საკმაოდ განვითარებული, იგი სახიფათოა (რამდენიმე საათში ადამიანი ჭკუიდან გადაჰყავდა). ამასთანავე მცირე ხნით გარდაცვლილის გაცოცხლებაც შეეძლო, მაგრამ თუ გარდაცვლილი უკვე დიდი ხნის განმავლობაში იყო, მაშინ იგი „გაცოცხლებულ მკვდრად“ გადაიქცეოდა.

ძველების წასვლის შემდეგ იგი აღმოაჩინა გოა'ულდმა ტელ'ჩაკმა და იგი გამოიყენა სარკოფაგის შესაქმნელად. ამ ტექნოლოგიის დასაუფლებლად ტელ'ჩაკს ანუბისი დიდი ხნის განმავლობაში ებრძოდა. მართალია, ტელ'ჩაკი დამარცხდა, მაგრამ მან დანადგარი დედამიწაზე დამალა. როდესაც ტაუ'რიმ იგი აღმოაჩინეს, დანადგარი გადასცეს ტოკ'რას, რომლებმაც მასზე დაყრდნობით შექმნეს იარაღი, რომელსაც ანუბისის მიერ შექმნილი კულ–მეომრების განადგურება შეეძლო.

ძტა გენი[რედაქტირება]

ველების ექნოლოგიის ქტივაციის გენი — ეს არის გენი, რომელიც ყველა ძველს და მათ შთამომავლებს აქვთ. ეს გენი საჭიროა გვიანდელალტერანული ტექნოლოგიების ასამუშავებლად, მას ძველები იმისთვის იყენებდნენ, რომ მათ ტექნოლოგიებს არასასურველი არსება არ მიჰკარებოდა. ეს გენი სხვადასხვა უჯრედებზე მოქმედებს, რომლებიც შედეგად გამოიმუშავებენ განსაკუთრებულ ცილებს და ფერმენტებს, რომლებიც მოქმედებ კანზე, ნერვულ სისტემაზე და თავის ტვინზე, რაც მატარებელს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს ძველების ტექნოლოგია. ზოგ პიროვნებას, მაგალითად, ჯეკ ო'ნილს და ჯონ შეპარდს, გენი ისე ძლიერ აქვთ გამოკვეთილი, რომ ტექნოლოგიის ამუშავება ფიქრებითაც შეეძლოთ, ხოლო სხვა პიროვნებებს, მაგალითად, კარსონ ბეკეტს, არც ისე ძლიერ. მოგვიანებით, კარსონ ბეკეტმა მოიფიქრა გენის ინექციით შეყვანა, მაგრამ, იმის შანსი, რომ გენი დნმ-ში ჩაერთვებოდა, მხოლოდ 48% იყო. ცნობილია, რომ გენის ორგანიზმში წარმოქმნა შესაძლებელია ძველთა ტექნოლოგიების ადამიანზე მანიპულაციებით და ამაღლებითაც. ცნობილია, რომ ძველთა ტექნოლოგიების მართვა შეეძლო დანიელ ჯექსონსაც, რაც განპირობებული უნდა ყოფილიყო იმით, რომ იგი ამაღლებულიც იყო და მის მეხსიერებაში ჩატვირთული იყო მერლინის ცნობიერება. ძველთა ტექნოლოგიების მართვა შეეძლო ანუბისსაც ვინაიდან თავადაც ნახევრად–ამაღლებული იყო.

დნმ მანიპულატორი[რედაქტირება]

ეს ტექნოლოგია შეიქმნა იმისთვის, რომ სხვადასხვა დნმ-ზე მანიპულაციებით ცოცხალი არსებების შეცვლას დაკვირვებოდნენ. მისი გამოყენება შეიძლებოდა ევოლუციის დასაჩქარებლად, სხვადასხვა გენეტიკური დაავადებების განსაკურნებლად და ა.შ.. გოა'ულდი ნიირტი ამ მოწყობილობას იყენებდა ჰოკ'ტაურის, ჩვეულებრივზე ევოლუციურად ბევრად განვითარებული ადამიანის შექმნას.

ეს მოწყობილობა შედგება სამი ნაწილისგან — სადგამის, აღმნიშვნელის და ენერგეტიკული ველის გენერატორისგან. სადგამი არსებას მაღლა სწევდა, რითაც რეაქციის ჩასატარებელ პოზიციაზე აყენებდა, აღმნიშვნელი ნარინჯისფერი სფეროა, რეაქციაში სხვა ორგანიზმის ჩარევის თავიდან ასაცილებლად დნმ-ს მანიპულაცია ხდებოდა მხოლოდ იმ ორგანიზმზე, რომელზეც ეს სფერო იყო მიმაგრებული, ხოლო მესამე კომპიუტერით იმართებოდა, იგი სხეულს ენერგეტიკულ ველში აქცევდა, რომელშიც დნმ-ს მანიპულაციის პროცესი მიმდინარეობდა. ველის შიგნით, ორგანიზმს გარს ერტყმის მისივე დნმ-ის სტრუქტურის ჰოლოგრამა.

ამაღლების აპარატი[რედაქტირება]

ეს ტექნოლოგია ლანტიელებმა გამოიგონეს, მას ადამიანის ევოლუცია უნდა დაეჩქარებინა და იმ დონემდე უნდა აეყვანა, რომლის იქითაც ამაღლება უპრობლემო უნდა ყოფილიყო. გარეგნულად ეს არის კომპიუტერული ტერმინალით აღჭურვილი პლატფორმა, რომლის წინაც დამონტაჟებულია ეკრანი, რომელზეც აღინიშნება საჭირო ინფორმაცია. ჩართვის დროს, ჭერზე დამონტაჟებული დანადგარიდან ადამიანზე ეშვებოდა კრიალა მწვანე სპირალისმაგვარი სხივი. პროცედურის შემდეგ, დნმ-ს მუტაციის დაწყების გამო, ადამიანი გონებას კარგავდა, შემდეგ კი აღენიშნებოდა თავის ტვინის გაძლიერებული მუშაობა, ტელეკინეზი, ტელეპათია, განკურნება, გაძლიერებული სმენა და ა.შ..

სამწუხაროდ, ამ ტექნოლოგიას ფატალური ნაკლი გააჩნდა — იგი ევოლუციის დაჩქარებას მხოლოდ ფიზიკურ დონეზე ასრულებდა, მაგრამ ეს არ მოქმედებდა ცნობიერზე, ასე რომ, თუ ადამიანი ამაღლებას ვერ მოასწრებდა, იგი მოკვდებოდა. ამ უკანასკნელი შემთხვევის თავიდან ასაცილებლად აპარატს აქვს პროგრამა, რომელიც მუტირებულ დნმ-ს კვლავ ნორმალურ მდგომარეობაში აბრუნებდა.

სხვა ტექნოლოგიები[რედაქტირება]

ასაკრეფი მოწყობილობა[რედაქტირება]

ეს მოწყობილობა დაყენებულია თითქმის ყველა ვარსკვლავთკარიბჭესთან და მის სხვა ვარსკვლავთკარიბჭესთან დასაკავშირებლად გამოიყენება. გარეგნულად ეს არის სოკოს ფორმის მოწყობილობა, რომელსაც „ქუდზე“, ორ რგოლად, ღილაკების პრინციპით, დამონტაჟებული აქვს სიმბოლოები, რომლებიც შეესაბამებიან ვარსკვლავთკარიბჭეზე არსებულ სიმბოლოებს, რგოლების ცენტრში არის დიდი წითელი (ირმის ნახტომის ვარსკვლავთკარიბჭეებთან) ან ლურჯი (პეგასის ვარსკვლავთკარიბჭეებთან) ნახევარსფერო, რომელიც აკრეფილ სიმბოლოებს ადასტურებს, შედეგად იხსნება ვარსკვლავთკარიბჭეც. გარდა ამოქმედებისა, მოწყობილობას ვარსკვლავთკარიბჭის ენერგიით მომარაგებაც ევალება.

განსაკუთრებული ასაკრეფი მოწყობილობებია SGC-ში და ატლანტიდაზე, ისინი, მოქმედების პრინციპით, ერთმანეთს ჰგვანან: ღილაკებზე დაჭერით შევრონები ერთიმეორის მიყოლებით აქტიურდებიან და ბოლოს, ვარსკვლავთკარიბჭეც იხსნება. ატლანტიდისმაგავარი ასაკრეფი მოწყობილობა დამონტაჟებულია ჯამპერში და, სავარაუდოდ, რეიფთა ისარშიც.

„კინო“[რედაქტირება]

მცირე ზომის, სფერული ფორმის (თითქმის 10 სმ. დიამეტრის) კამერა–დრონები, აღმოჩენილია მხოლოდ სამეცნიერო–საკვლევ ხომალდ „ბედისწერაზე“. ჰაერში ლივლივებენ 1,8 მეტრ სიმაღლეზე, აღჭურვილნი არიან მრავალი სენსორით და გადამცემით, შეუძლიათ გაზომონ წნევა, ჰაერის ტემპერატურა, შედგენილობა, რადიაციის დონე, აღჭურვილია ვიდეოკამერით და ვიდეო- და აუდიოგადამცემებით, ამიტომ, მათი გამოყენება შეიძლება ტაუ'რის მალპის მსგავსად. კინო ძალზე მანევრირებადია იმით, რომ ჰაერში ლივლივებს.

კინო აღმოაჩინა ილაი უოლესმა, რომელმაც ასე დაარქვა. კინო ძალზე მდგრადია მაღალი ან დაბალი ტემპერატურის მიმართ, უძლებს ვაკუუმს, მაგრამ თუ დასველდა, ფუნქციების დარღვევა აღენიშნება. უცნობია, სულ რამდენი ასეთი კამერაა „ბედისწერაზე“, მათთვის განკუთვნილი ნაკვეთურიდან ამოღებული ყოველი კინოს აღებისას, მის ადგილს სხვა იკავებს. ეს გვაძლევს საფუძველს ვივარაუდოთ, რომ „ბედისწერაზე“ არსებობს მცირე ზომის „ქარხანა“, სადაც კინო იწარმოება.

ქვებიანი საკავშირო დანადგარი[რედაქტირება]

ეს არის ხუფის ფორმის მოწყობილობა ცენტრში ბროლის კრისტალით. გამოიყენება დიდ მანძილებზე დაკავშირებისთვის. გვერდებზე აქვს თორმეტი ჩაღრმავება ხელისგულისტოლა ოვალური ქვებისთვის. როდესაც ადამიანი ჩაღრმავებაში ქვას დებს, მისი ცნობიერება გადაინაცვლებს იმ ადამიანის სხეულში, რომელიც უკანასკნლად შეეხო ასეთივე ქვას. თუ ორ ქვას შეეხო ორი სხვადასხვა პიროვნება, რომელთაც აქვთ ძტა გენი, მაგრამ არ ჩადეს დანადგარში, მათ შეეძლებათ ერთმანეთის ცხოვრების ნახვა, ასე დაემართათ ჯეკ ო'ნილს და ჩვეულებრივ მოქალაქე ჯო სპენსერს, ისინი ერთმანეთის ცხოვრებას შვიდი წლის განმავლობაში ხედავდნენ (ჯეკმა ქვა დანიელ ჯექსონის ლაბორატორიაში იპოვა და შემთხვევით გააქტიურა, ხოლო სპენსერმა იგი ბაზრობაზე იყიდა).

დანადგარი ქვესივრციდან, ნუწემის მსგავსად, იკვებება ენერგიით. ერთი ასეთი დანადგარი იპოვეს დედამიწაზე (9.01 – 9.02), რომლითაც დანიელის და ვალას ცნობიერებები გადავიდნენ ორაების გალაქტიკაში მაცხოვრებელი მეუღლეების, ჰარიდის და სალისის სხეულებში, ცნობიერების დაბრუნება შეუძლებელი იყო და დანადგარი ტილ'კმა და კამერონ მიტჩელმა გაანადგურეს ვარსკვლავთკარიბჭის არამდგრად ნაკადში; ხოლო მეორე პეგასის გალაქტიკაში იპოვეს, რომლითაც დოქტორი ჯენიფერ კელერის ცნობიერება გაიცვალა ყაჩაღ ნივასთან, დანადგარის გამორთვა მოახერხა რონონ დეკსმა, როდესაც პირდაპირ დანადგარს ესროლა.

ტაუ'რიმ შექმნეს ამ დანადგარის შემცვლელი მოწყობილობა, ეს არის კოლოფის ფორმის მოწყობილობა, სადაც ქვები X-ის ფორმაზე ეწყობა, კავშირის შეწყვეტა შესაძლებელია ენერგიის წყაროს გამორთვით. მას იყენებდა ექსპედიცია ძველების ხომალდ „ბედისწერაზე“, როგორც აღმოჩნდა, ზესინათლურ სიჩქარეზე გადასვლისას კავშირი ერთი წამით წყდება.

სკაფანდრები[რედაქტირება]

ძველების სამეცნიერო–საკვლევი ხომალდ „ბედისწერაზე“ არსებობს სამი ასეთი სკაფანდრი. პირველად ისინი გამოიყენეს ყინულოვან პლანეტაზე წყლის მოსაპოვებლად. ცნობილია, რომ სკაფანდრებს არ შეუძლიათ ადამიანის დაცვა ძლიერი რადიაციისგან ან კაშკაშა სინათლისგან (ეს უკანასკნელი იმიტომ, რომ სკაფანდრს არ აქვს სინათლის ფილტრი), მაგრამ შეუძლიათ სიცოცხლის შენარჩუნება ექსტრემალურ პირობებში.

დროის ბრუნვის მანქანა[რედაქტირება]

ეს მანქანა დროს ყოველ ათ საათში შეუჩერებლივ აბრუნებდა, იგი მდებარეობს პლანეტა P4X–639-ზე.

ცნობილია, რომ თითქმის 10 მილიონი წლის წინ ძველებს შორის გავრცელდა ჭირი, რომელმაც მრავალი მათგანი იმსხვერპლა, რამდენიმე მათგანმა გადაწყვიტა წარსულში მოხვედრილიყო და მოვლენები შეეცვალა, მაგრამ მანქანა დროს აბრუნებდა მხოლოდ საათებით და არა წლებით, ძველები დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ, გაეზარდათ ბრუნვის ხანგრძლივობა, მაგრამ არაფერი გამოუვიდათ, ბოლოსდაბოლოს, მათ მანქანა გამორთეს და ჭირს გალაქტიკა პეგასში გაექცნენ.

მოქმედების პრინციპი ამგვარია: ვინაიდან პლანეტაზე ხშირად ხდება ატმოსფეროს იონიზაცია (იონიზაციის მიზეზი ადგილობრივი ვარსკვლავია), მანქანა ენერგიის ნაწილს ატმოსფეროდან ღებულობს, მისი ამოქმედება ხდება დიდი ღილაკების მქონე კონსოლის საშუალებით, ჩართვისას, კონსოლთან არსებული ორი სვეტიდან წარმოიქმნება ორი სხივი, რომლებიც ვარსკვლავთკარიბჭემდე განლაგებული სვეტების მწკრივში გადიოდა, როგორც კი სხივები ვარსკვლავთკარიბჭეს მოხვდებოდა, ვარსკვლავთკარიბჭე იხსნებოდა და ჰიპერგვირაბს ხსნიდა ერთდროულად მასთან ახლოს მდებარე თოთხმეტ ვარსკვლავთკარიბჭესთან, გახსნილი ვარსკვლავთკარიბჭე იმწამსვე იხურებოდა, მაგრამ სხვა ვარსკვლავთკარიბჭეებისთვის ასწრებდა მუხტის გადაცემას, მუხტი კი იმ პლანეტებს, რომლებშიც ვარსკვლავთკარიბჭეებია, დროის ბრუნვის ველში აქცევდა.

2000 წელს მანქანის ამოქმედება გადაწყვიტა არქეოლოგმა მალაკაიმ, რომელსაც გარდაცვლილი ცოლის ნახვა სურდა, შედეგად დროის ბრუნვაში მოჰყვა დედამიწაც, დროის ბრუნვა არ შეეხოთ მალაკაის, ჯეკ ო'ნილს და ტილ'კს, რომლებიც ამოქმედების დროს კონსოლთან იმყოფებოდნენ, სამთვიანი დროის ბრუნვის შემდეგ, ჯეკმა შეძლო მალაკაის დარწმუნება, რომ წარსულში დაბრუნებას აზრი არ ჰქონდა, და ამ უკანასკნელმა მანქანა გამორთო.

პეგასში გადახვეწის შემდეგ, ლანტიელმა მეცნიერმა იანუსმა შექმნა სრულყოფილი დროის მანქანა.

დროის მანქანა[რედაქტირება]

ეს დროის მანქანა დროში ზუსტ გადაადგილებას უზრუნველყოფდა, იგი შექმნა ლანტიელმა მეცნიერმა იანუსმა. იანუსმა, მანქანის კომპაქტურობისთვის, იგი ჯამპერში ჩააშენა.

ალტერნატიულ რეალობაში ჯამპერი ინახებოდა ატლანტიდის დოკში, სანამ იქ არ მოხვდა ტაუ'რის „პირველი“ (ალტერნატიული დროის ხაზის მიხედვით) ექსპედიცია, ამ დროს ატლანტიდის ფარმა რღვევა დაიწყო და მთელი ექსპედიცია დაიღუპა, გადარჩნენ მხოლოდ ელისაბედ ვეირი, ჯონ შეპარდი და რადეკ ზელენკა, ჯონმა შემთხვევით ჩართო დროის მანქანა და გადარჩენილები ქრ.შ.-მდე 10 000 წელს მოხვდნენ, როდესაც მიმდინარეობდა ლანტიელთა ომი რეიფებთან, რეიფთა ისარმა ჯამპერი ჩამოაგდო, ლანტიელებმა ჯამპერის ნამსხვრევებში გადარჩენილი მხოლოდ ელისაბედ ვეირი იპოვეს, მისი ჩვენების მოსმენის შემდეგ, ლანტიელთა უზენაესმა საბჭომ იანუსს მანქანის დაშლა და მონაცემების განადგურება მოსთხოვა. იანუსი მათ ბრძანებას დამორჩილდა, მაგრამ, ირმის ნახტომში დაბრუნების შემდეგ, მეორე მანქანა ააწყო, ისიც ჯამპერში ჩააშენა და ერთ–ერთი პლანეტის მომავალი გამოიკვლია.

2005 წელს, ჯამპერი აღმოაჩინა SG–1-მა და იგი ნუწემის მოსაპოვლებლად გამოიყენა.

ტალუსის საკურთხეველი[რედაქტირება]

გალაქტიკა პეგასში, პლანეტა ტალუსის გამოქვაბულში, არსებობს მოწყობილობა, რომელიც გამოჰყოფს რადიაციას. ამ გალაქტიკაში არსებობს პარაზიტი, რომელიც იწვევს ე.წ. „მეორე ბავშვობას“ (ძალიან ჰგავს ალცჰაიმერის დაავადებას), თუ ადამიანი, რომელიც ამ მოწყობილობასთან ახლოს აღმოჩნდება, პარაზიტი მასზე კონტროლს დაკარგავს, მაგრამ დაავადებული იმუნური სისტემის ფუნქციების დაკარგვის გამო, მალე დაიღუპება. მაგრამ მოწყობილობიდან დაშორების შემთხვევაში, პარაზიტი დაავადების სიმპტომებს უფრო გააძლიერებს, განკურნების ერთადერთი საშუალებაა ადგილზევე ქირურგიული ოპერაციის ჩატარება.

ორაები[რედაქტირება]

ტრანსპორტული ტექნოლოგიები[რედაქტირება]

ტრანსპორტული რგოლები[რედაქტირება]

ორაების ტრანსპორტული რგოლები ისეთივეა, როგორიც ძველების, ოღონდ თეთრი ფერისაა და რელიგიური ორნამენტებითაა დაფარული.

ზეკარიბჭე[რედაქტირება]

ზეკარიბჭე (გოა'ულდურად — ჩაპა'კო), ეს არის უზარმაზარი ვარსკვლავთკარიბჭე, რომელსაც ორაები იყენებდნენ თავიანთი ძალების ირმის ნახტომში გადმოსასროლად.

ეს არის შევრონების ფორმის მქონე მოდულების მიერ აწყობილი ვარსკვლავთკარიბჭე, მოდულები დაწყობილნი არიან რგოლის ფორმაზე და დამაგრებულნი არიან ენერგეტიკული ველით, ზეკარიბჭის გასახსნელად საჭიროა ყველა მათგანის დატენვა. ორაებმა ირმის ნახტომში ორი ზეკარიბჭე ააგეს.

პირველი ზეკარიბჭის აგების მცდელობა იყო 2005 წელს. ორაების მქადაგებელმა, მიიღო რა თავისუფალ ჯაფათა პლანეტა კალანას მაცხოვრებლებისგან უარი ორაების რელიგიის მიღებაზე უარი, ვარსკვლავთკარიბჭის გარშემო შექმნა ნელა ზრდადი ენერგეტიკული ფარი. ტაუ'რის და თავისუფალ ჯაფათა ჩარევამ, რომლებიც ფარის გამორთვას ცდილობდნენ, ეს უკანასკნელი იმდენად გაზარდა, რომ მთელი პლანეტა მთლიანად დაფარა. ფარმა პლანეტისგან შავი ხვრელის წარმოსაქმნელად (ენერგიის მისაღებად) შეკუმშვა დაიწყო, ხოლო ვარსკვლავთკარიბჭიდან, რომელიც მთელი დროის მანძილზე გახსნილი იყო, 80 მოდული გამოფრინდნენ და პლანეტის ბნელ მხარეს შეიკრიბნენ (ფრენის დროს ჯაფათა ორი ჰა'ტაკი გაანადგურეს), იქ ნელ-ნელა აწყობდნენ 400 მეტრი დიამეტრის მქონე ზეკარიბჭეს. სანამ „პრომეთეზე“ ამ საკითხზე ბჭობდნენ, ვალა მალ დორანმა უკანასკნელი მოდულის ადგილზე ჩააყენა ტელ'ტაკი, შედეგად კი ზეკარიბჭე არამდგრადი გახდა. როდესაც პლანეტა შავ ხვრელად იქცა, ენერგიის ტალღამ ზეკარიბჭე დაანგრია.

მეორე ზეკარიბჭე მთელი გალაქტიკისგან საიდუმლოდ შეიქმნა პლანეტა P3Y–299-ის ორბიტაზე 2006 წელს, ოღონდ იგი 900 მეტრი დიამეტრის იყო და 90 მოდულისგან შედგებოდა. ვინაიდან იგი მთლიანად დასრულებული იყო, მისი გახსნა ნებისმიერ დროს იყო მოსალოდნელი. ზეკარიბჭესთან მცირე დროში შეიკრიბნენ ტაუ'რის, ტოკ'რას, ჯაფას და ასგარდთა ხომალდები. ზეკარიბჭის გახსნისას ჩვენს გალაქტიკაში შემოვიდა ორაების ოთხი კრეისერი, გაიმართა ბრძოლა. უპირატესობა ორაების მხარეზე თავიდანვე იყო, სიტუაცია ვერ შეცვალა ლუციანთა კავშირის ხომალდების გამოჩენამაც, ბრძოლაში ორაებმა გაიმარჯვეს, გადარჩნენ მხოლოდ ტაუ'რის „ოდისევსი“, ასგარდთა „ო'ნილი“ და ლუციანთა კავშირის ფლაგმანი, ორაების კრესიერებმა კი მცირე დაზიანებაც ვერ მიიღეს.

იმავე წელს ტაუ'რიმ გალაქტიკა პეგასიდან შეძლეს ზეკარიბჭის გახსნა, ერთდროულად მოწინააღმდეგის დამატებითი ძალების გადმოსროლაც შეაჩერეს და არამდგრადი ნაკადით ორაების კრეისერიც გაანადგურეს. რამდენიმე თვის შემდეგ, 2007 წელს, SG–1-მა ზეკარიბჭით ორაების გალაქტიკაში სანგრაალი გაგზავნეს, შედეგად ყველა ორაი განადგურდა, მაგრამ სანგრაალს ძველები რომ არ დაეზარალებინა, ზეკარიბჭე დახურეს და ორაების მხრიდან კიდევ ექვსი კრეისერი შემოვიდა ჩვენს გალაქტიკაში. 2008 წელს ზეკარიბჭით ორაების გალაქტიკაში გადავიდა SG–1 „ოდისევსით“ და იქ იპოვეს ჭეშმარიტების კიდობანი, რის შედეგად საბოლოოდ გაიმარჯვეს ორაების მიმდევრებზე. „ჯვაროსნული ლაშქრობის“ დასრულების შემდეგ, ორაების მეომრები მშობლიურ გალაქტიკაში ზეკარიბჭით დაბრუნდნენ.

იარაღი[რედაქტირება]

ხომალდები[რედაქტირება]

ორაული ხომალდები აგებულია ამაღლებული არსებების მითითებით. ისინი ერთ-ერთი უძლიერესი ხომალდები იყო ოთხ გალაქტიკაში (ალტერანთა, ირმის ნახტომი, აიდა და პეგასი). უცნობია რა მასალისგან ააგეს ეს ხომალდები, მაგრამ, გარეგნულად ქვას უფრო ჰგავს.

კრეისერის მთავარი ქვემეხი[რედაქტირება]

ეს, იმ დროისთვის უძლიერესი იარაღი, ორაების მიმდევრებმა შექმნეს მქადაგებელთა მითითებით, მათ კი ორაებმა უკარნახეს მისი კონსტრუქციის შესახებ. ორაები ამაღლებული არსებები იყვნენ, მათ სამყაროს ინფორმაციის უდიდეს ნაწილზე მიუწვდებოდათ ხელი და ეს იარაღიც შეიქმნა, როგორც სამყაროში უძლიერესი იარაღი, რომლითაც კოსმოსური ხომალდები შეიარაღდებოდნენ.

ეს არის თეფშის ფორმის მოწყობილობა, რომელიც ისვრის ყვითელ პლაზმურ სხივს. სხივის სიმძლავრე საკმარისია, რომ გაანადგუროს სტანდარტული ჰა'ტაკი, მაგრამ ძალზე რთულად გამოსდის ასგარდთა ფარების გარღვევა („კოროლევი“, ტაუ'რის ერთ-ერთი ხომალდი, იმიტომ განადგურდა, რომ მას ერთდროულად ორმა კრეისერმა ესროლა).

ენერგოშუბი[რედაქტირება]

ამ იარაღით იყვნენ შეირაღებულნი ორაების მეომრები. ეს იარაღი, ფუნქციის მიხედვით, შეიძლება ჩაითვალოს ჯაფას შუბის ორაულ ვარიანტად. შუბი მცირედ მოკლეა, ვერცხლისფერი თავი აქვს „საწყისის“ (ორაების წმინდა წიგნი) მსგავსი დაბოლოებით და ისვრის ცისფერი პლაზმის ნაკადს, რომელიც ჯაფას შუბის ჭურვებზე სწრაფი და მძლავრია.

თავდაცვა[რედაქტირება]

კრეისერის ფარები[რედაქტირება]

ეს, იმ დროისთვის უძლიერესი ენერგეტიკული ფარი, ორაების მიმდევრებმა შექმნეს მქადაგებელთა მითითებით, მათ კი ორაებმა უკარნახეს მისი კონსტრუქციის შესახებ. ორაები ამაღლებული არსებები იყვნენ, მათ სამყაროს ინფორმაციის უდიდეს ნაწილზე მიუწვდებოდათ ხელი და ეს ტექნოლოგიაც შეიქმნა, როგორც სამყაროში უმძლავრესი ენერგეტიკული ფარები, რომლითაც კოსმოსური ხომალდები აღიჭურვებოდნენ.

ეს ენერგეტიკული ფარები, აქამდე ცნობილთაგან განსხვავებით, თეთრი ფერისაა, მისი გარღვევა შეუძლებელია ვერც ტაუ'რის რაკეტებით, ვერც გოა'ულდური პლაზმური ჭურვებით და ვერც ასგარდული იონური ქვემეხებითაც, მაგრამ იგი უპრობლემოდ გაარღვია ზეკარიბჭის არამდგრადმა ნაკადმა. როდესაც მოხდა ბრძოლა P3Y–299-თან, გაირკვა, რომ როდესაც ფარებს ესროდნენ, მათი ლიცლიცის დროს, შესაძლებელი იყო ტრანსპორტული რგოლებით მათ გემბანზე ბომბის გადატანა.

კრეისერის ენერგეტიკული ფარები ერთი წლის განმავლობაში გაურღვევლად ითვლებოდა, მაგრამ 2008 წელს ასგარდებმა შექმნეს სხივურ-პლაზმური ქვემეხები, რომლებიც რამდენიმე გასროლით ფარსაც თიშავდა და კრეისერსაც ანადგურებდა.

ტაუ'რი[რედაქტირება]

იარაღი[რედაქტირება]

ხომალდები[რედაქტირება]

ტაუ'რის ხომალდები შეადგენენ ნაზავს ასგარდულ, გოა'ულდურ, დედამიწურ და, გარკვეუწილად, ძველების ტექნოლოგიებს შორის. აგებულია ტრინიუმის შენადნობებისგან.

„ჰორიზონტი“[რედაქტირება]

„ჰორიზონტი“ — ეს არის ტაუ'რის ერთ-ერთი უმძლავრესი იარაღი, რომელსაც შეუძლია პლანეტის დიდი ნაწილი მიწასთან გაასწოროს ექვსი ნაკვადათი გამდიდრებული ბირთვული რაკეტით. აღწურვილია ოთხი რაკეტული ძრავით და ენერგეტიკული ფარით, რომელიც მას ატმოსფეროში შესვლისას გადახურებისგან იცავს. ამ იარაღით აღჭურვილნი არიან „დედალოსის“ კლასის ხომალდები. „ჰორიზონტი“ არის რაკეტა-მატარებელი, რომელსაც პლანეტის ატმოსფეროში შეაქვს ექვსი ბირთვული რაკეტა, როგორც კი ფარი გამოირთვება, მატარებელი იხსნება და უშვებს რაკეტებს, რომელთა სიმძლავრე რამდენიმე გიგატონას შეადგენს, რაკეტები კი პლანეტის ნებისმიერ წერტილს ანადგურებენ. რაკეტა-მატარებელი გამორჩეული იმითაა, რომ იგი დაცულია ელექტრომაგნიტური ზემოქმედებისგან.

რეტროვირუსი რეიფთათვის[რედაქტირება]

რეტროვირუსი გამოიგონა დოქტორმა კარსონ ბეკეტმა, რომელსაც სურდა რეიფების დნმ-ში ჩაექრო ხოჭო ირატუსის გენები და ამგვარად რეიფები ადამიანებად ექცია. პირველი ცდა ჩაატარეს რეიფზე, რომელსაც მაიკლი დაარქვეს. თორმეტდღიანი ინექციის შემდეგ ექსპერიმენტმა შედეგი გამოიღო, მაიკლი სრულიად ადამიანს დაემსგავსა, მაგრამ, მეხსიერება დაკარგა. მაგრამ რეტროვირუსის დროებითი იყო და რაღაც დროის შემდეგ ადამიანი ისევ რეიფად იქცეოდა და მეხსიერებაც უბრუნდებოდა, ნაკლს ისიც დაემატა, რომ უცნობი მიზეზის გამო რეტროვირუსი ვერ მოქმედებდა დედოფლებზე. მისი გაუმჯობესება ვერაფრის ვერ მოხერხდა.

მოგვიანებით, დოქტორმა ჯენიფერ კელერმა შექმნა პრეპარატი, რომელსაც რეიფების დნმ იმგვარად უნდა შეეცვალა, რომ ამ უკანასკნელთ შეძლებოდათ ეკვებათ ჩვეულებრივი საჭმლით, არა მარტო ადამიანით. ექსპერიმენტმა შედეგი გამოიღო, მაგრამ მან გამოიწვია კიბოსმაგვარი დაავადება, ამასთანავე, მან ჩაახშო რეიფების ტელეპათიურш უნარი, რაც რეიფ მეომრებს მეთაურებისგან უკონტროლოებს ხდიდა და ისინი უფრო მეტ საფრთხეს წარმოადგენდნენ. თოდიც, ცდას რეალიზატორი რეიფთა მხრიდან, დაავადდა, მაგრამ გადარჩა ხოჭო ირატუსის წყალობით, რომელმაც მასში ის ფერმენტი შეიყვანა, რომელმაც იგი განკურნა. თოდი გადარჩა, მაგრამ სამუდამოდ დაკარგა ადამიანებით კვების უნარი.

რეპლიკატორთა დამშლელი[რედაქტირება]

რეპლიკატორთა დამშლელი შეიქმნა ჯეკ ო'ნილის წყალობით, როდესაც მის ტვინში ჩატვირთული იყო ძველების ცოდნა. ამ იარაღის გამოყენება შეიძლება როგორც რეპლიკატორების, ასევე ასურანების წინააღმდეგ. დამშლელი ისვრის ენერგეტიკულ ტალღებს, რომლებიც წყვეტს კავშირს სამოდულე ბლოკებს და ნანიტებს შორის. რეპლიკატორების წინააღმდეგ შექმნილ იარაღს უკანა მხარეს სიღრუე ჰქონდა ხელის შესაყოფად, მას ერთი გასროლით რამდენიმე რეპლიკატორის განადგურება შეეძლო, მაგრამ მისი მოქმედების რადიუსი მცირე იყო, მოგვიანებით შეიქმნა ცეცხლსასროლი იარაღის დიზაინის მქონე დამშლელიც, რომელიც მართალია, ერთი გასროლით რამდენიმე რეპლიკატორს ვერ ანადგურებდა, მაგრამ წინამორბედზე ბევრად შორს ისროდა და ბევრად კომპაქტური იყო.

X–699[რედაქტირება]

ეს არის ტაუ'რის პირველი ენერგეტიკული იარაღი, რომელიც ისვრის პლაზმურ ჭურვებს, საკმაოდ მძლავრს და შორსმტყორცნს. იკვებება ნაკვადას მინირეაქტორით. სამწუხაროდ, იგი ძალზე დიდია იმისთვის, რომ პერსონალური იარაღი იყოს.

ენერგოტექნოლოგიები[რედაქტირება]

ნაკვადა–რეაქტორი[რედაქტირება]

ნაკვადა–რეაქტორი გამოიმუშავებს კოლოსალური რაოდენობის სუფთა ენერგიას. მიუხედავად მცირე ზომებისა (0.75 მეტრი სიგრძისაა და გადატანა ხელითაც შეიძლება), იგი გამოიმუშავებს რამდენიმე თერმობირთვული რეაქტორის ტოლ ენერგიას, მაგრამ ბევრად მცირეს, ვიდრე ნუწემი, რაც აუცილებელია ატლანტიდის მსგავსი ქალაქი–ხომალდების და ძველების ავანპოსტთა ასამოქმედებლად. მაგრამ, ნაკვადა–რეაქტორის ენერგია საკმარისია ამგვარი სტრუქტურების აუცილებელი სისტემების ასამოქმედებლად. ამასთანავე, მისი გადატვირთვით შეიძლება ძალზე მძლავრი იარაღის შექმნა, რომელიც სიმძლავრით რამდენიმეჯერ აღემატება ბირთვული ბომბების აფეთქების ძალას.

თავდაპირველად ნაკვადა–რეაქტორი შექმნა პლანეტა ორბანის მოსახლეობამ, მათი დახმარებით კი სამანატა კარტერმა განსხვავებული დიზაინის რეაქტორი ააწყო.

ნაკვადრიუმ–რეაქტორი[რედაქტირება]

ეს რეაქტორი ნაკვადა–რეაქტორის მსგავსად მუშაობს, მაგრამ ენერგიას გამოიმუშავებს რადიოაქტიური ნაკვადრიუმის დაშლის შედეგად. რაც ბევრად აღემატება ნაკვადა–რეაქტორის სიმძლავრეს, მაგრამ, ნაკვადრიუმის დაშლის შედეგად წარმოქმნილი გამოსხივება ძალზე სახიფათოა, რის გამოც, ეს რეაქტორები მხოლოდ კოსმოსური ხომალდების ჰიპერძრავებში გამოიყენება.

ნაკვადრიუმი აღმოჩნდა პლანეტა ლანგარაზე, რომლის ერთ-ერთ სახელმწიფოს მისი წყალობით უმძლავრესი იარღის შექმნა სურდა. ტაუ'რის საკმარისი რაოდენობით ნაკვადრიუმი გადასცა ჯონას კვინმა, ნაკვადა–რეაქტორის მოქმედების პრინციპზე კი სამანტა კარტერმა შექმნა ნაკვადრიუმ–რეაქტორი, რომელიც კოსმოსური ხომალდების ჰიპერძრავას და ენერგეტიკულ ფარებს ენერგიით უზრუნველყოფდა.

უსაფრთხოების სისტემები[რედაქტირება]

ამოსაცნობი კოდი[რედაქტირება]

როდესაც შეიქმნა დამცავი დიაფრაგმა, ვარსკვლავთკარიბჭის გახსნისას SGC-ში უნდა სცოდნოდათ, თუ ვინ აპირებდა ვარსკვლავთკარიბჭიდან შემოსვლას, მტრის ძალების შემოჭრა უშედეგო იქნებოდა, ვინაიდან ამ დროს ნებისმიერი, ვინც ვარსკვლავთკარიბჭიდან გამოსვლას შეეცდებოდა, დიაფრაგმაზე დაიმსხვრეოდა. მაგრამ იგივე ბედი ელოდა მეგობარსაც, ამიტომაც დიაფრაგმის შექმნისთანავე შეიქმნა პორტატული კომპიუტერები, რომლებითაც SG რაზმები ვარსკვალვთაკრიბჭის გახსნისას სიგნალს გზავნიდნენ, რომ მეორე მხარეს დიაფრაგმა გახსნილი ყოფილიყო. სხვადასხვა რაზმს სხვადასხვა ამოსაცნობი კოდი ჰქონდა. ამოსაცნობი კოდები ჰქონდათ ატლანტიდის ექსპედიციის სამხედრო რაზმებსაც.

დამცავი დიაფრაგმა[რედაქტირება]

როდესაც გოა'ულდი აპოფისი ვარსკვლავთკარიბჭით დედამიწაზე შეიჭრა, საკითხში დადგა დედამიწის ვარსკვლავთკარიბჭიდან მომდინარი საფრთხისგან დაცვა, ამისთვის ტიტანისგან დამზადდა 32 მოძრავი ფირფიტა, ე.წ. დიაფრაგმა, რომელიც ვარსკვლავთკარიბჭის შიგნითა მხარეზე დამაგრდა. ვარსკვლავთკარიბჭის გახსნისას, SGC-დან გაცემული ბრძანების შესაბამისად, დიაფრაგმა იხურებოდა, თუ მანამდე იყო დახურული, ვარსკვლავთკარიბჭის გახსნისას წარმოქმნილი არამდგრადი ნაკადი მას ვერ ანადგურებდა, ვინაიდან იგი ძალზე ახლოს იყო მოვლენათა ჰორიზონტთან (თითქმის 3 მიკრომეტრი), რომ ნაკადი საკმარის დამანგრეველ ძალას ვერ იკრებდა. დიაფრაგმა მოგვიანებით დაანგრია შავი ხვრელის მიზიდულობის ძალამ (2.16), შემდეგ დამზადდა იმდენივე ფირფიტა, ოღონდ ამჯერად მასალად გამოიყენეს ტრინიუმისა და ფოლადის შენადნობი, რომელიც ბევრად მტკიცე იყო.

დიაფრაგმის როლს ატლანტიდის ვარსკვლავთკარიბჭეზე ასრულებდა ენერგეტიკული ფარი.

სხვა[რედაქტირება]

მალპი[რედაქტირება]

მალპი (აბრევიატურა ინგლისური ენიდან ითარგმნება როგორც „მობილურ-ანალიტიკური ლაბორატორიული ზონდი“) არის რობოტი, რომელსაც ტაუ'რი იყენებს უცნობი პლანეტების გამოსაკვლევად. მალპი აღჭურვილია კამერით, ღამის ხედვის აპარატურით, სითბური სენსორებით, მიკროფონით, ტემპერატურის საზომი ხელსაწყოთი, ჰაერის და გრუნტის ანალიზატორით და მცირე ზომის პლატფორმით, რომელზეც ტვირთის მოთავსება შეიძლება. სტანდარტული მალპი აწყობილია ექვსბორბლიან შასიზე, მაგრამ ძალიან ნელია და კოსმოსურ სივრცეში მოძრაობა არ შეუძლია (ასე დაკარგა ატლანტიდის ექსპედიციამ ერთადერთი მალპი).

ფრედი[რედაქტირება]

ფრედი (აბრევიატურა ინგლისური ენიდან ითარგმნება როგორც „საექსპედიციო საველე დისტანციური მოწყობილობა“) არის მალპის შთამომავალი, რომელიც აწყობილია რვაბორბლიან შასიზე და დამატებით აქვს ნაკვადას აღმომჩენი სენსორები. ამასთანავე, იგი შედარებით სწრაფია თავის წინამორბედზე და შედარებით მტკიცე კორპუსიც აქვს. ფრედი პლანეტაზე SG რაზმის გაგზავნამდე იგზავნება და ამ უკანასკნელთ დაზვერვაზე მიაქვთ, ვინაიდან ნაკვადას აღმომჩენი სენსორების წყალობით შეუძლია ვარსკვლავთკარიბჭის აღმოჩენა, თუ რაზმი დაიკარგა, ხოლო თუ რაზმს თავს დაესხნენ, მისი საფრად გამოყენება შეიძლება.

სამყაროთაშორისი ძრავა[რედაქტირება]

სამყაროთაშორისი ძრავა შექმნა პარალელურ სამყაროში მცხოვრებმა მეცნიერმა როდნი მაკკეიმ, უცნობია ამ ძრავის მოქმედების პრინციპი, მაგრამ ფაქტია, რომ იგი იმ მოწყობილობას, რომელშიცაა ჩამონტაჟებული, გადაანაცვლებს იმავე ადგილას, მაგრამ პარალელურ სამყაროში. ცნობილია, რომ ერთი(?) ასეთი ძრავა დამონტაჟდა „დედალოსზე“, საბორტო ჟურნალიდან გაირკვა, რომ საექსპერიმენტო ფრენის შესრულების შემდეგ ეკიპაჟმა ვერ შეძლო საკუთარ სამყაროში დაბრუნება და რამდენიმე სამყაროს გავლის შემდეგ ერთ-ერთ პლანეტაზე ევაკუირდა, მორიგ სამყაროში ხომალდის ბორტზე მოხვდა ატლანტიდის ექსპედიციის რაზმი ატლანტიდა–1, მაგრამ ბორტზე მათი ასვლის შემდეგ ხომალდმა შემდეგ სამყაროში გადაინაცვლა და უსურსათოდ დარჩენილნი გარკვეული დროის შემდეგ დაიღუპნენ, მორიგ პარალელურ სამყაროში მასზე გადავიდა მორიგი ატლანტიდა–1, რომლებსაც ბედმა გაუღიმათ, სამი პარალელური სამყაროს გავლის შემდეგ მათ შეძლეს ძრავა უკან დაბრუნების რეჟიმში გადაეყვანათ, რიგით „მეორე“ პარალელურ სამყაროში ატლანტიდაზე ადგილობრივ უცხოპლანეტელთა თავდასხმაც შეაჩერეს და შინ მშვიდობით დაბრუნდნენ, მაგრამ, ძრავა გადაწვეს...

დაბრუნებულმა როდნი მაკკეიმ ჯონ შეპარდს შესთავაზა სამყაროთაშორისი ძრავის სქემები გადაეცათ SGC-სთვის, მაგრამ ჯონმა დაუშალა, უფრთხოდა რა იმას, რომ პარალელური სამყაროდან მოსული „დედალოსის“ ეკიპაჟის და დაღუპული ატლანტიდა–1-ის წევრების ბედი ვინმეს შეეძლო გაეზიარებინა.

ასგარდები[რედაქტირება]

ტრანსპორტული ტექნოლოგია[რედაქტირება]

ეს არის სხივური ტრანსპორტერის ნაირსახეობა, ტრანსპორტული სხივის დამიზნებით შესაძლებელია თითქმის ნებისმიერი ზომის სხეულის (მაგალითად, ცათამბჯენის) პლანეტის ნებისმიერ წერტილში ან მის გარშემო კოსმოსურ სივრცეში გადატანა. ასგარდებმა ეს ტექნოლოგია ტაუ'რის ხომალდებზე დაამონტაჟეს, თუმცა იგი გოა'ულდების ხელში ჩავარდა, როდესაც ანუბისმა თორის მეხსიერება დააზონდირა. ამ ტექნოლოგიას იყენებდნენ ანუბისის ქვეშევრდომი ოსირისი და ბა'ალი. ტექნოლოგიის ნაკლი იმაშია, რომ კოსმოსურ ხომალდზე/ხომალდიდან ტრანსპორტირება შეუძლებელია, სანამ ჩართულია ენერგეტიკული ფარები.

ნეიტრინულ–იონური გენერატორი[რედაქტირება]

ამ გენერატორით იკვებებიან ასგარდული ხომალდები, ცნობილია, რომ ეს გენერატორი გამოიმუშავებს უზარმაზარი რაოდენობის ენერგიას, რომელიც საკმარისია იარაღის, ენერგეტიკული ფარების, ვარსკვლავთშორისი და გალაქტიკათშორისი ჰიპერძრავების, სენსორების, გადამცემების და სხვა სასიცოცხლო სისტემების ასამუშავებლად. სავარაუდოდ, გენერატორი ენერგიას გამოიმუშავებს ნეიტრინული და იონიზირებული ლეპტონების ნარევის პლაზმიდან.

სხივურ–პლაზმური ქვემეხი[რედაქტირება]

ეს არის უკანასკნელი ტექნოლოგია, რომელიც ასგარდებმა განადგურების წინ შექმნეს. იარაღი შეიქმნა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაეწია ორაული ხომალდებისთვის. იარაღი ასგარდებმა დაამონტაჟეს ტაუ'რის „დედალოსებზე“, იგი ისვრის პლაზმურ ცისფერ სხივებს, რომლებიც საკმარისია ორაების ხომალდების გასანადგურებლად.

იონური ქვემეხები[რედაქტირება]

იონური ქვემეხები შეიქმნა ტოლანური ასეთივე იარაღის მიხედვით, იარაღის დამანგრეველი ძალა დამოკიდებულია არა ენერგეტიკული ჭურვის სიმხურვალეზე, არამედ მის კინეტიკურ ენერგიაზე. ასგარდული ქვემეხები ტოლანურთან შედარებით მცირეა, მძლავრია და მარტივია. ქვემეხები დამონტაჟდა ასგარდთა უმძლავრეს ხომალდებზე, „ო'ნილებზე“.

ხომალდები[რედაქტირება]

ასგარდული ხომალდები სიმძლავრით უტოლდება ლანტიურ და ორაულ ხომალდებს. აგებულია ძირითადად ნეიტრონიუმისგან, მაგრამ „ო'ნილის“ კორპუსის მასლად ტრინიუმის, ნაკვადას და ნახშირბადის შენადნობი.

ასურანები[რედაქტირება]

ციფრული ამაღლების დანადგარი[რედაქტირება]

ეს დანადგარი გამოიყენა ასურანთა ჯგუფმა, რომელთაც სურდათ ამაღლება, ჯგუფს მეთაურობდა ელისაბედ ვეირი, როდესაც მათ არაფერი არ გამოუვიდათ (სულის უქონლობის გამო), ერთ-ერთმა ასურანმა შექმნა ეს მოწყობილობა. დანადგარს ასურანის პროგრამა („ცნობიერება“) ქვესივრცეში გადაჰქონდა, სხეულს კი შემადგენელ ნანიტებად შლიდა. მაგრამ, ეს არ აღმოჩნდა ამაღლება, ეს იყო არსებობა გამუდმებულ ხმაურში და რხევებში. შედეგად, ამ ასურანთა იმედი ამ მეთოდით ამაღლებაზე უშედეგო აღმოჩნდა.

ხომალდი–ზონდის აღჭურვილობა[რედაქტირება]

ხომალდი–ზონდი ასურანებმა გამოიყენეს ატლანტიდელების გასანადგურებლად. ეს არის უპილოტო, ჰიპერძრავით აღჭურვილი ვარსკვლავთკარიბჭე ენერგეტიკული ფარით და სენსორებით. ვარსკვლავთკარიბჭის გახსნისას გამოიტყორცნება მძლავრი ენერგეტიკული სხივი, ჰიპერგვირაბიდან გამოსული სხივის ენერგიის ნაწილი კვებავს საკმაოდ მძლავრ ენერგეტიკულ ფარს, ხოლო გახსნილი ვარსკვლავთკარიბჭე ბლოკავს პლანეტაზე არსებულ ვარსკვლავთკარიბჭეს, რაც ამ უკანასკნლით გაქცევის საშუალებას არ იძლევა. მძლავრი ფარის გამორთვა პრაქტიკულად შეუძლებელია, ასე რომ, ზონდი უნდა განადგურდეს ვარსკვლავთკარიბჭის გახსნამდე.

ტოკ'რა[რედაქტირება]

ზატარკის დეტექტორი[რედაქტირება]

ზატარკებს ეძახიან გოა'ულდების მიერ დატყვევებულ და მეხსიერებაშეცვლილ ადამიანებს, გოა'ულდები ასეთ ადამიანებს ტვინში უნერგავდნენ დაქირავებული მკვლელის პროგრამას და დატყვევების პროცესს ცრუ მოგონებებით ცვლიდნენ, ზატარკს პროგრამა უნდა შეესრულებინა მსხვერპლთან შეხვედრისთანავე. დეტექტორი შექმნა ტოკ'რა ანისმა, დეტექტორი ახდენს ეჭვმიტანილის ცნობიერის სკანირებას და ავლენს შეუსაბამობას მის სიტყვებსა და ცნობიერებას შორის, თუ ეს მოხდება, მაშასადამე, ეჭვმიტანილი ზატარკია, მაგრამ დეტექტორი ავლენს მხოლოდ შეუსაბამობას, ასე რომ, თუ ეჭვმიტანილი იცრუებს, შედეგი იგივე იქნება. ამ უკანასკნელი თვისების გამო იგი შეიძლება გამოყენებული იყოს როგორც სიცრუის დეტექტორი.

კულ–მეომართა დიზრაპტორი[რედაქტირება]

კულ–მეომრის ჯავშანი ძალზე მტკიცეა ცეცხლსასროლი და ენერგეტიკული იარაღისთვის, მისი მოკვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. როგორც ტაუ'რისთვის და ტოკ'რასთვის ცხადი გახდა, კულ–მეომარს, გამოზრდის შემდეგ, აცოცხლებდნენ სარკოფაგის წყალობით, რომელიც გოა'ულდმა ტელ'ჩაკმა შექმნა ძველების განმკურნავი დანადგარის მიხედვით. ტაუ'რიმ და ტოკ'რამ შეძლეს განმკურნავი დანადგარის მოპოვება და მისი მიხედვით შექმნეს დიზრაპტორი, რომელიც კულ–მეომრის სასიცოცხლო ფუნქციებს ახშობდა. იგი ისვრის ენერგეტიკულ ჭურვებს, რომელიც უპრობლემოდ აღწევს კულ–მეომრის აბჯარში. ეს გახდა ერთადერთი იარაღი, რომლითაც კულ–მეომრის მოკვლა უპრობლემოდ შეიძლება.

გვირაბთა კრისტალი[რედაქტირება]

ამ კრისტალებს ტოკ'რა იყენებდა მიწისქვეშა ბაზების ასაგებად, ეს კრისტალები სხვადასხვა ფერისა და მცირე ზომისაა. გარკვეული ფერის კრისტალის მიწაში ჩარჭობით იქმნება შესასვლელი, მეორე ფერის ჩარჭობით — კორიდორები და ოთახები და ა.შ., ევაკუაციის შემთხვევაში ძალზე სწრაფად შეიძლება სხვა ფერის კრისტალებით გვირაბების დახურვა. ეს კრისტალები გამოიყენა ჯონას კვინმა თავისი ბურღის შესაქმნელად, კრისტალების დახმარებით იგი ბურღვის გაადვილებას იმედოვნებდა. როდესაც დაეცა გოა'ულდების იმპერია, ტოკ'რასთვის ისინი აღარ გახდა აუცილებელი.

ტოლანები[რედაქტირება]

იონური ქვემეხი[რედაქტირება]

ტოლანთა ორბიტის დამცავი პლატფორმა, ისვრის ცისფერ ენერგეტიკულ ჭურვებს, რომელთა ძალას წარმოადგენს არა ტემპერატურა, არამედ კინეტიკური ენერგია. ტოლანაზე ქვემეხების რამდენიმე პლატფორმაა, მაგრამ ერთი ქვემეხიც კი საკმარისია, რომ ორი გასროლით გოა'ულდთა ჰა'ტაკი გაანადგუროს. მაგრამ ჭურვების ენერგია საკმარისი არ აღმოჩნდა ანუბისის მიერ მოდერნიზებული ხომალდების გასანადგურებლად.

იარაღის გამაუვნებელი[რედაქტირება]

ტოლანებს ადმინისტრაციული შენობების კედლებში ჩაშენებული აქვთ იარაღის გამაუვნებლები, იგი გამოჰყოფს სხივების კონას, რომელიც აუვნებლებს ნებისმიერ იარაღს, მათ შორის, ცეცხლსასროლსაც. ამით ტოლანები მთავარ შენობებს არასანდო პირებისგან იცავდნენ.

სიმბიოტის ჩამხშობი[რედაქტირება]

ამ მოწყობილობას ტოლანები იყენებდნენ, როდესაც იმართებოდა სასამართლო სკაარას და მის სიმბიოტ კლორელს შორის. მოწყობილობა მაგრდება გოა'ულდზე (იგულისხმება ადამიანი და არა სიმბიოტი), იგი გამოყოფს სხვადასხვა სიხშირის ელექტრომაგნიტურ ტალღებს, რომელიც ახშობს ან ადამიანის, ან სიმბიოტის ტვინის სიგნალებს. მოწყობილობას დიდი ნათურა აქვს, რომელიც, თუ ადამიანის სიგნალებს ახშობს, წითლად ანათებს, ხოლო თუ სიმბიოტისას, ლურჯად.

ფაზური ხელსაწყო[რედაქტირება]

ამ ხელსაწყოს ყველა ტოლანი ატარებს, მას იყენებენ მყარ მატერიაში, მაგალითად, კედლებში გასავლელად. იგი დაბრკოლებას გარდაქმნის სხვა ფაზაში, რაც ადამიანს მასში გავლის საშუალებას აძლევს. როდესაც ტოლანას ტანიტი დაეპატრონა, ანუბისის დავალებით ტოლანებს შეაქმნევინა ბომბი, რომელიც ამ ხელსაწყოთი იყო აღჭურვილი (ანუ, შეეძლო მყარ მატერიაში, მაგალითად, დედამიწის ვარსკვლავთკარიბჭის დიაფრაგმაში, გაღწევა). საბედნიეროდ, ქარხანა ნარიმმა იონური ქვემეხით გაანადგურა.

ზესინათლური კავშირის ხელსაწყო[რედაქტირება]

ამ ხელსაწყოს იყენებდა ტოლანზე (ტოლანთა პირველი მშობლიური პლანეტა), დარჩენილი ტოლანთა ჯგუფი ტოლანასთან (მეორე მშობლიური პლანეტა) დასაკავშირებლად. იგი ინფორმაციას გადასცემს სხივის საშუალებით, რომელიც სინათლის სიჩქარეზე ძალზე სწრაფად მოძრაობს (ნოქსებთან დასაკავშირებლად რამდენიმე საათი იყო საჭირო). იგი, ძირითადად, გამოიყენება ისეთ პლანეტებთან დასაკავშირებლად, რომლებზეც არ არის ვარსკვლავთკარიბჭე.

ემოციების შემნახავი[რედაქტირება]

ეს ხელსაწყო ძალზე მცირე ზომისაა (ხელისგულზე ეტევა), იგი გამოჰყოფს გარკვეულ ემოციებს ცნობიერებიდან. ნარიმმა, რომელიც სამანტა კარტერისადმი სიმპათიას გრძნობდა, მას გადასცა ეს ხელსაწყო, რითაც სურდა ეგრძნობებინა სიტყვით გამოუთქმელი გრძნობები.

ჯანმრთელობის იმპლანტატი[რედაქტირება]

იმპლანტანტი ჩანერგილია ყოველი ტოლანის კანქვეშ და პიროვნების ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაციას გადასცემს უახლოეს სამედიცინო პუნქტში. თუ პიროვნების ჯანმრთელობას საფრთხე შეექმნება, სამედიცინო ჯგუფი მასთან ხუთ წუთში გაჩნდება. ამასთანავე, იგი ადამიანს აჩვენებს საკუთარი ჯანმრთელობის შესახებაც.

ვარსკვლავთკარიბჭე[რედაქტირება]

ტოლანების მეორე მშობლიურ პლანეტაზე, ტოლანაზე, არ არსებობდა ვარსკვლავთკარიბჭე, მის შექმნაში ტოლანებს დაეხმარნენ ნოქსები. ეს არის დიდი, თეთრი ფერის თხელი რგოლი, ცხრა შევრონით, მაგრამ, არ აქვს შიდა რგოლი სიმბოლოებით. ასაკრეფი მოწყობილობა კი, დედამიწის ასაკრეფი მოწყობილობის მსგავსად, ახლოს მდგარ შენობაში მდებარეობს.

გოა'ულდები[რედაქტირება]

იარაღი[რედაქტირება]

წამების კვერთხი[რედაქტირება]

გოა'ულდები ვერ იტანდნენ მათ, რომლებიც მათ წინააღმდეგ გამოდიოდნენ, ტყვეების გამოსატეხად ისინი იყენებდნენ სამი წვერით დაბოლოებულ კვერთხს, რომელიც მსხვერპლზე მოხვედრისას ამ უკანასკნელს აუტანელ ტკივილს აყენებს, იმავდროულად მსხვერპლის თვალებიდან და პირიდან ნარინჯისფერი სინათლე გამოდის.

შოკური ყუმბარა[რედაქტირება]

სფერული მრავალჯერადი გამოყენების ყუმბარა, რომელიც ჩართვისას აფრქვევს დამაბრმავებელ სინათლეს და საშინელ ხმას გამოსცემს. იგი არამომაკვდინებელი იარაღია, მაგრამ მისი ზემოქმედებისას ადამიანი გონებას კარგავს და რამდენიმე საათით ბრმავდება. იგი ყველაზე ხშირად მოწინააღმდეგის წინააღმდეგობის შესამცირებლად პირველი შეტევისას გამოიყენება.

კულ–მეომარი[რედაქტირება]

კულ–მეომარი შექმნა ანუბისმა, როგორც გაუმჯობესებული მეომარი ჯაფას ჩასანაცვლებლად, კულ–მეომარი არის გოა'ულდის და მისი პატრონის გაერთიანება. პატრონი შექმნილია ხელოვნურ პირობებში, ადამიანს ჰგავს, მაგრამ თეთრი ფერის კანი და თეთრად მანათობელი თვალები აქვს და თავი ადამიანის თავის ქალას მიუგავს. გოა'ულდი კი დედოფლის შექმნილია, რომლის ცნობიერება იმდენად იყო შესუსტებული, რომ შთამომავლობას თავის გენეტიკურ მეხსიერებას ვერ გადასცემდა. გოა'ულდის პატრონში იმპლანტირების შემდეგ კი პატრონს სარკოფაგში აცოცხლებდნენ. კულ–მეომრის მთავარი დანიშნულება პატრონის ბრძანებების შესრულებაა. ისინი არ ეპუებიან არანაირ დაბრკოლებას, ანადგურებენ ნებისმიერს, რომელიც მათ წინააღმდეგობას გაუწევს, მაგრამ არაფერს ავნებენ მას, ვინც მათი მიახლოებისას რეაგირებას არ ახდენს.

კულ–მეომრის აბჯარი შექმნილია ენერგოშთანთქმელი მასალისგან, რომლის გარღვევა არ შეუძლია არც ცეცხლსასროლ, არც ენერგეტიკულ იარაღს (თუმცა, ტრინიუმის ტყვიებმა ადვილად გაარღვიეს იგი), აბჯარი სხეულს იცავს ნაღმების (მათ შორის, ფუგასურისაც კი), აფეთქებისგან, საშუალებას აძლევს გაიაროს ენერგეტიკულ ფარებში, გაუძლოს სიცოცხლისთვის არახელსაყრელ პირობებს და ა.შ.

ტაუ'რის დახმარებით ტოკ'რამ შექმნა იარაღი, რომელიც კულ–მეომრის ორგანიზმში თითქმის ყველა სასიცოცხლო პროცესს აჩერებდა. იგი ისვრის მოცისფრო ჭურვებს, რომლებიც მოხვედრის ადგილზე ბადესავით იშლება.

თავიდან კულ–მეომრები ანუბისის არმიის მთავარ ძალას შეადგენდნენ, შემდეგ ისინი ბა'ალის ქვეშევრდომობაში გადავიდნენ.

პლაზმური შუბი[რედაქტირება]

პლაზმური შუბი გოა'ულდების არმიაში ყველაზე გავრცელებული იარაღი იყო, მას ატარებდა ყველა ჯაფა–მეომარი. როგორც სახელწოდებიდან ჩანს, გარეგნულად იგი შუბს ჰგავს, შედგება ნაკვადასგან და ისვრის ნარინჯისფერ პლაზმურ ჭურვებს. ჭურვები საკმაოდ მძლავრია, რომ ადამიანს მოხვედრისას მძიმე დაზიანება მიაყენოს. ჭურვების სიმძლავრე გარკვეულწილად აკომპენსირებს დატენვის დიდ პერიოდს. ამ იარაღის შედარებით დიდი მოდელები გამოიყენება ზარბაზნებად, ამგვარი იარაღია დაყენებული გოა'ულდების ყველა ხომალდზე, სიკვდილის პლანერებზე და ტელ'ტაკებზე თითქმის ერთნაირი სიმძლავრის იარაღია დამონტაჟებული, ალ'კეშებზე შედარეით მძლავრი, ხოლო ჰა'ტაკებზე — იმდენად დიდი, რომ სულ ადვილად შუძლია ორბიტალური დაბომბვისას პლანეტის დასახლებული პუნქტების განადგურება. გოა'ულდების იმპერიის დამხობის შემდეგ იგი თავისუფალ ჯაფათა ნაციას შეხვდა.

კარა კეში[რედაქტირება]

ეს არის ხელთათმანისმაგვარი ხელსაწყო ხელისგულზე დამაგრებული სფეროთი. მას იყენებდნენ გავლენიანი გოა'ულდები, მაგალითად, სისტემური ლორდები, როგორც პირად იარაღს. იმართება გონების ძალით, ისვრის ენერგეტიკულ ტალღებს, რომლებსაც ადამიანის ჰაერში ატყორცნა შეუძლია, ხოლო თუ მსხვერპლი ახლოს იქნება, პატრონს შეუძლია მისკენ ენერგიის ნაკადი მიმართოს, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ანადგურებს და მსხვერპლს ტანჯვით კლავს. თუმცა, როგორც მერე გაირკვა, კარა კეშით ფიქრების გადაცემაც შეიძლება, ალბათ იმიტომ, რომ იგი ფიქრებით იმართება.

ჰარა'კეში[რედაქტირება]

ამ იარაღით იყვნენ შეიარაღებულნი გოა'ულდების დაქირავებული მკვლელები, აშრაკები. იგი თითზე ბეჭედივით მაგრდება და ასხივებს ენერგიას, რაც მსხვერპლს აუტანელი ტანჯვით კლავს. აშრაკები დაქირავებულნი იყვნენ გოა'ულდების ან ტოკ'რას მოსაკლავად, ასე რომ, ჰარა'კეში აღჭურვილია სკანერით, რომელსაც ადამიანში სიმბიოტის პოვნა შეუძლია.

ზატარკის იარაღი[რედაქტირება]

აშრაკების მსგავსად, ზატარკებიც დაქირავებული მკვლელები იყვნენ, ოღონდ ისინი მოწინაღმდეგის ზურგში მყოფი პირები იყვნენ, მათ ტვინში უტვირთავდნენ პროგრამას, რომელიც მსხვერპლთან შეხვედრისთანავე აქტიურდებოდა, მკვლელობის ან გამოაშკარავების შემდეგ, ზატარკს თავი უნდა მოეკლა.

ჰარა'კეშის მსგავსად, ზატარკის იარაღიც თითზე ბეჭედივით მაგრდება. იგი უშვებს ძალზე მძლავრ ლაზერის სხივს, რომელსაც ერთდროულად რამდენიმე მსხვერპლის მოკვლა შეუძლია. ამასთანავე, იარაღს აქვს თვითგანადგურების ღილაკი, რომელიც საკმაოდ მძლავრ აფეთქებას იწვევს.

ზეტ'ნიკ'ტელი (ზეტი)[რედაქტირება]

გოა'ულდების არმიაში ფართოდ გავრცელებული იარაღი, აქვს დაკლაკნილი გველის ფორმა და ისვრის ცისფერ ენერგეტიკულ სხივს. მას გოა'ულდთა არმიაში იგივე დანიშნულება აქვს, რაც ჩვეულებრივ პისტოლეტს. აწყობილია ნაკვადასგან, საბრძოლო მდგომარეობაში ზეტს (ასე უწოდა ჯეკ ო'ნილმა) „თავი“ შედარებით მაღლა აქვს აწეული. ზეტის ერთი მოხვედრა მსხვერპლს ადამბლავებს (მაგრამ გოა'ულდებს და ტოკ'რას მხოლოდ ფეხების გრძნობას აკარგვინებს), მეორე მოხვედრა — კლავს, ხოლო მესამე — დეზინტეგრირებს (მოლეკულებამდე შლის), მაგრამ, ზეტის გამოყენება უსარგებლოა კულ–მეომრების და რეპლიკატორების წინააღმდეგ, ვინაიდან კულ–მეომრის აბჯარი და რეპლიკატორის სხეული ზეტის ხუთ გასროლასაც კი უძლებს. ზეტის სხივის დაშლა შესაძლებელია კარა კეშით, მას ასევე შთანთქავს ნაკვადა (გოა'ულდების ხომალდების შიდა კორპუსი სხივებს შთანთქავს). ზეტების დიდი რაოდენობა SGC-მა მოიპოვა გოა'ულდების საწყობებზე რეიდებით.

სხვა[რედაქტირება]

ტრანსპორტული რგოლები[რედაქტირება]

გოა'ულდებმა ტრანსპორტული რგოლების ტექნოლოგია ძველებისგან მოიპარეს და გაითავისეს.

პირადი ფარი[რედაქტირება]

ენერგეტიკულ ფარს გოა'ულდი სისტემური ლორდები ნებისმიერი საფრთხისგან დასაცავად იყენებდნენ, როგორც გოა'ულდების სხვა წამყვანი ტექნოლოგიები, ისიც ძველებისგან გაითავისეს. განსხვავებით გვიანდელი ლანტიური ფარისგან, იგი ნარინჯისფერია სხეულს ცილინდრის ფორმაზე ფარავს. ფარი არ ატარებს ენერგეტიკულ ჭურვებს და სწრაფად მოძრავ სხეულებს, თუმცა, მისი გარღვევა შეუძლია ნელ სხეულებს (ჯეკ ო'ნილმა აპოფისის მოსაკლავად მოღუნულბოლოიანი ისარი გამოთალა).

რას თვალი[რედაქტირება]

მძლავრი ენერგიის წყარო, რომელსაც რვა სისტემური ლორდი (რა, აპოფისი, იუ, ნიირტი, ანუბისი, სოკარი, ბა'ალი და ბასტი) თავისი ძალაუფლების წარმოსაჩენად იყენებდა. მათ შესახებ მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ დაბრუნების შემდეგ, ანუბისმა მათი მოპოვებისთვის სასტიკი ბრძოლა გაუმართა ზემოთხსენებულ სისტემურ ლორდებს, იგი ეძებდა ენერგიის მძლავრ წყაროს, რომ აემუშავებინა თავისი ფლაგმანის მთავარი ქვემეხი, რომლითაც პლანეტის ლითოსფეროს განადგურება შეიძლებოდა. იარაღის პირველი გამოცდა მოხდა პლანეტა აბიდოსზე, რომელიც მთელ მოსახლეობასთან ერთად გაანადგურა. ტაუ'რის საბოტაჟის შემდეგ, იარაღის შესაკეთებლად ანუბისმა კელოუნას მიაშურა, სადაც მისი ხომალდი ბა'ალის ფლოტის ალყაში მოჰყვა და განადგურდა, სავარაუდოდ, რას რვავე თვალიც ხომალდთან ერთად განადგურდა.

სარკოფაგი[რედაქტირება]

სარკოფაგს გოა'ულდები სიცოცხლის გასაგრძელებლად იყენებდნენ, იგი კურნავს თითქმის ყველა დაავადებას, ახორცებს ჭრილობებს და მცირე ხნით გარდაცვლილსაც კი აცოცხლებს. მაგრამ აქვს ერთი ნაკლი — ჩვეულებრივი ადამიანი მისი ზემოქმედების ქვეშ თანდათან კარგავს სწორად აზროვნების უნარს, ხდება აგრესიული და ნელ-ნელა გიჟდება. გოა'ულდები ამით თავიანთი პატრონების ცნობიერების დათრგუნვას ცდილობდნენ, რომ სხეული უფრო ადვილად ემართათ.

სარკოფაგი შექმნა გოა'ულდმა ტელ'ჩაკმა ალტერანული განმკურნავი დანადგარის მიხედვით. სავარაუდოდ, იმის გამო, რომ იგი ადამიანის სხეულს უნასზე უკეთ კურნავდა (უნასზე სარკოფაგი არ მოქმედებდა, ხოლო ადამიანის სხეულში გოა'ულდი თითქმის 10 000 წელი ცოცხლობდა), გოა'ულდებისთვის ადამიანის სხეული „პოპულარული“ იმიტომაც გახდა.

გამაუჩინარებელი მოწყობილობა[რედაქტირება]

გოა'ულდებმა გამაუჩინარებელი მოწყობილობა ძველებისგან მიითვისეს. გოა'ულდებმა ეს მოწყობილობები დააყენეს სატვირთო ხომალდ ტელ'ტაკებზე, მოგვიანებით დამონტაჟდა ალ'კეშებზე, ხოლო აპოფისის ფლაგმანი აღჭურვილი იყო ძალზე მძლავრი დანადგარით, რომელსაც ხომალდის გარშემო რამდენიმე ჰა'ტაკის გაუჩინარება შეეძლო. განსხვავებით ძველების დანადგარისა, გოა'ულდური გამაუჩინარებელი მოწყობილობა არ არის საკმარისად საიმედო, რომ ხომალდი სენსორებისთვისაც უხილავი გახადოს, ამასთანავე, ატმოსფეროში შესვლისას ხომალდი კვლავ ხილული ხდება.

ხომალდები[რედაქტირება]

გოა'ულდთა ხომალდები აგებულია ნაკვადასგან, მათი ფორმა ძირითადად პირამიდას მიაგავს და მთლიანად რელიგიური სიმბოლოებითაა დაფარული.

ნიშ'ტა[რედაქტირება]

კვამლისებრი მწვანე ორგანიზმი, რომელსაც გოა'ულდები გონების კონტროლისთვის იყენებდნენ, მაგალითად, აპოფისმა სწორედ ნიშ'ტათი განაწყო რაე'კი მამის, ტილ'კის წინააღმდეგ. ამავე ორგანიზმს იყენებდა სეტი მიმდევრების გასაჩენად. ნიშ'ტას მოკვლა სუსტი ელექტროშოკითაც და ზეტის ერთი გასროლითაც შეიძლება, ამასთანავე, ნიშ'ტათი ერთხელ დაინფიცირებულს მის წინააღმდეგ იმუნიტეტი უჩნდება და იგი მეორედ აღარ დაინფიცირდება.

რეიფები[რედაქტირება]

შემპყრობი სხივი[რედაქტირება]

შემპყრობი სხივი დამონტაჟებულია რეიფების ისრებზე, მას იყენებენ ადამიანების შესაპყრობად და მათ ხომალდ-მატარებლებზე (სკებზე ან კრეისერებზე) გადასაყვანად. სხივი სხეულს შლის და მას ენერგიის სახით ბუფერში ინახავს, შემდეგ კი კვლავ აღადგენს. სხივი ადამბლავებს ადამიანს, მაგრამ თუ ამ უკანასკნელში რეიფთა ფერმენტია, იგი გონზე დარჩება.

სტანერი[რედაქტირება]

რეიფები ადამიანებით იკვებებიან, მათ არ აწყობთ მსხვერპლის სიკვდილი, შესაბამისად, მათი იარაღიც არასასიკვდილოა.

რეიფთა სტანერები ისვრის საკმაოდ მძლავრ ნეირონულ ჭურვებს, რომლებიც ადამიანის დადამბლავებას იწვევს, მაგრამ რამდენიც არ უნდა მოხვდეს, ადამიანი მაინც არ მოკვდება (თუმცა შეიძლება სხეულის რომელიმე ნაწილის პარალიზება მოხდეს). მეომრები შეიარაღებულნი არიან შედარებით დიდი ზომის სტანერებით, მაშინ, როდესაც მეთაურებს პისტოლეტისმაგვარი სტანერები აქვთ. ატლანტიელებმა რეიფებზე თავდასხმებით საკმაო რაოდენობის სტანერები მოიპოვეს

ხომალდები[რედაქტირება]

რეიფთა ხომალდები აგებულია მცენარისმაგვარი ორგანული მასალისგან, რომელსაც, დაზიანების შემთხვევაში, თვითაღდგენის უნარი გააჩნია. ამის გამო რეიფთა ხომალდები არ არის აღჭურვილი ენერგეტიკული ფარებით.

სხვანი[რედაქტირება]

კვანტური სარკე[რედაქტირება]

კვანტური სარკე აგებულია ნაკვადასგან, იგი ტაუ'რიმ აღმოაჩინეს პლანეტა P3R–233, იგი არის პორტალი პარალელურ სამყაროებში. მისი წყალობით დანიელ ჯექსონი მოხვდა სამყაროში, სადაც დედამიწა აპოფისმა დაიპყრო, მოვლენებზე დაკვირვებით მან დაასკვნა, რომ იგივე მოელოდა მის სამყაროსაც და სწორედ მისმა მოქმედებებმა იხსნა დედამიწა. აპოფისის მოგერიების შემდეგ სარკე გადაიტანეს 51-ე ზონაში გადაიტანეს, სადაც თითქმის ერთი წლის შემდეგ, მორიგი სამყაროდან (სადაც იგივე მოვლენები მიმდინარეობდა), სამანტა კარტერის და ჩარლზ კავალსკის ორეულები დახმარების სათხოვნელად მოვიდნენ. ამ საკითხს SGC-ში სხვაგვარად მიუდგნენ — ვინაიდან ისინი უკვე იცნობდნენ გოა'ულდების დაუძინებელ მტრებს, ასგარდებს, იმ სამყაროში ასგარდებს დაუკავშირდნენ და შედეგმაც არ დააყოვნა, ასგარდებმა აპოფისი თავის არმიასთან ერთად გაანადგურეს. ამის შემდეგ კვანტური სარკე გაანადგურეს, მაგრამ ძლიერ ინანეს, როდესაც მრავალი პარალელური სამყაროდან ათეულობით SG–1 მოვიდა.

გარეგნულად სარკე არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისგან, სხვადასხვა პარალელურ სამყაროსთან პორტალის გასახსნელად გამოიყენება პულტი, რომელიც ტელევიზორის პულტის პრინციპით მუშაობს.

მოხეტიალეთა პისტოლეტი[რედაქტირება]

ეს არის ბლასტერის ნაირსახეობა, რომელსაც დაზიანების სამი რეჟიმი აქვს: დამადამბლავებელი, მოსაკლავი და დამწვავი. რეჟიმს აღნიშნავს მცირე ზომის ნათურა სასხლეტთან, რომელიც სხვადასხვანაირად ანათებს (დამადამბლავებელზე — ნარინჯისფერი, მოსაკლავზე — თეთრი, ხოლო დამწვავზე — წითელი). პისტოლეტი საკმაოდ დიდია და ისვრის წითელ ჭურვებს. მოსაკლავ რეჟიმში პისტოლეტის ერთი გასროლით შესაძლებელია რეიფის მოკვლა, მაგრამ თუ იგი მაძღარია, სამი გასროლაც კი ძნელად კლავს. უცნობია, როდის მიიღო იგი რონონ დეკსმა, მაგრამ იგი მას არასდროს ცვლიდა სხვა იარაღზე.

უცხოპლანეტელთა იარაღი პარალელური სამყაროდან[რედაქტირება]

ამ უცხოპლანეტელთა იარაღი ზომით მოხეტიალეთა პისტოლეტს ჰგავს, მაგრამ ისვრის მწვანე ჭურვებს, რომლებიც ცეცხლის ალს ჰგვანან. განსხვავებით მოხეტიალეების პისტოლეტისგან, ეს პისტოლეტი სუსტია, მაგრამ ჭურვების ცეცხლოვანი სტრუქტურის გამო, მსხვერპლის სხეულის დიდ ნაწილს აზიანებს.

შემნიღბავი ხელსაწყო[რედაქტირება]

ამ ტექნოლოგიას მიმიკრირებული უცხიპლანეტელები SGC-ში დასამკვიდრებლად იყენებდნენ, იგი ადამიანს იმის გარეგნობას და ხმას აძლევდა, რომლის მიბაძვაც სურდა. უცხოპლანეტელების განდევნის შემდეგ ყველა მოწყობილობა 51-ე ზონაში გადაიგზავნა, სადაც მოგვიანებით დედამიწური მოდულებიც შეიქმნა. რამდენიმე დედამიწური მოდელი მოიპარეს NID-ის აგენტებმა, რომლებსაც სენატორი კინსის მკვლელობის ჯეკ ო'ნილისთვის გადაბრალება სურდათ (მოგვიანებით ისინი სამანტა კარტერმა ამავე ხელსაწყოთი გამოააშკარავა). ორიგინალებისგან განსხვავებით, დედამიწური მოდელები ობიექტს მცირე დროით ნიღბავდნენ.