ატომური ელექტროსადგური
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ატომური ელექტროსადგური ვენასთან ახლოს. სურათზე კარგად ჩანს გამაგრილებელი კოშკი და ორი რეაქტორის შენობა
ატომური ელექტროსადგური , ელექტროსადგური, სადაც ატომური ენერგია ელექტრულ ენერგიად გარდაიქმნება. მსოფლიოში პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ყოფილ სსრკ-ში, ქ. ობნისკში (მოსკოვის მახლობლად), 1954 წლის 27 ივნისს. უცხოეთში სამრეწველო დანიშნულების პირველი ატომური ელექტროსადგური ამუშავდა ინგლისში 1956 წელს (კოლდერ-ჰოლში), ერთი წლის შემდეგ -- აშშ-ში (შიპინგპორტში).
ატომური ელექტროსადგურის მთავარი დანადგარია ენერგეტიკის ბირთვული რეაქტორი. არსებობს თბურრეაქტორიანი და სწრაფრეაქტორიანი ენერგეტიკის ატომური ელექტროსადგურები. პირველში ბირთვულ სათბობად ბუნებრივ ან გამდიდრებულ ურანს იყენებენ, მეორეში - პლუტონიუმს.
კლასიფიკაცია [რედაქტირება]
რეაქტორის ტიპის მიხედვით [რედაქტირება]
ატომური ელექტროსადგურებში გამოყენებულია შემდეგი ტიპის რეაქტორები:
- რეაქტორი თბური ნეიტრონებით
- რეაქტორი მსუბუქი წყლით
- გრაფიტის რეაქტორები
- რეაქტორი მძიმე წყლით
- რეაქტორი სწრაფი ნეიტრონებით
- სუბკრიტიკული რეაქტორები
- თერმობირთვული რეაქტორები
გამომუშავებული ენერგიის მიხედვით არსებობს [რედაქტირება]
- ატომური ელექტროსადგური - გამოიმუშავებს მხოლოდ ელექტროენერგიას.
- ატომური თბოელექტროცენტრალი - გამოიმუშავებს როგორც ელქტრიენერგიას, ასევე თბურ ენერგიას.
- თბომომარაგების ატომური ელექტროსადგური - გამოიმუშავებს მხოლოდ თბურ ენერგიას.
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:
სტატიის