ვარსკვლავთკარიბჭის ხალხები და რასები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

სტატია ეხება ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილი სამყაროს ხალხებსა და რასებს.

გალაქტიკა ირმის ნახტომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აბიდოსელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში აბიდოსელები პლანეტა აბიდოსის მკვიდრი ადამიანები არიან. აბიდოსზე ისინი გოა'ულდმა რამ გადაასახლა ნაკვადას მაღაროებში სამუშაოდ. აბიდოსელები მშვიდობისმოყვარე ხალხია, რომელიც რას მონობაში ჰყავდა. ტაუ'რის დახმარებით მათ შესძლეს რას დამარცხება და მისი უღლისაგან გათავისუფლდნენ. ანუბისმა მათი პლანეტა გაანადგურა რას თვალების გამოყენებით, ხოლო აბიდოსელები კი ომა დესალას შემწეობით ამაღლდნენ.

ალტაირელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტაირელები ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროში პლანეტა ალტაირის (კოდური სახელწოდება P3X-989) მკვიდრები არიან; ამ პლანეტის ატმოსფერო არაა სიცოცლისათვის ვარგისი და მისმა მკვიდრებმა მიატოვეს მშობლიური პლანეტა. ალტაირელთაგან პლანეტაზე დარჩენილია მხოლოდ ჰარლანი, რომელიც უვლის უზარმაზარ სამანქანო განყოფილებას. ალტაირელებმა შეჰქმნეს პროცედურა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ცოცხალი არსებების სინთეზური ორეულების შექმნა. ალტაირელთა სინთეზურ სხეულს თავიანთი პლანეტის გარეთ ფუნქციონირებისათვის ესაჭიროებათ ბატარეა, ბატარეის დაცლისთანავე სხეული უსულოდ ეცემა. ჰარლანმა შეჰქმნა SG-1-ის წევრთა ასლები მათი ნების დაუკითხავად, რათა დამხმარე გასჩენოდა სამანქანო განყოფილების მოსავლელად.

ასგარდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასგარდები ძალიან განვითარებული და მშვიდობისმოყვარე ხალხია (ფიზიკურად ისინი როსველის არსებას ჰგვანან). ისინი ტაუ'რთა (დედამიწელთა) მოკავშირეები და მეგობრები გახდებიან. ასგარდები ათასწლეულების მანძილზე ფარულად აკვირდებოდნენ ადამიანებს და სწავლობდნენ მათ განვითარებას. სხვადასხვა პლანეტების მცხოვრებლებს ისინი ნორდიკული ღვთაებების სახით ეცხადებიან და მათ გოა'ულდათაგან იცავენ. ასგარდები ოთხთა დიდთა რასათა ალიანსის წევრები არიან.

გოა'ულდი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოა'ულდები – უხერხემლო გველისმაგვარი არსებები, შეუძლიათ უცხო განვითარებულ ორგანიზმს კისრის მხრიდან შეუძვრნენ და აკონტროლონ, მათი პირველი მატარებლები იყვნენ უნასები, ადამიანთა აღმოჩენის შემდეგ გოა'ულდებმა უნასები დაივიწყეს და მატარებლებად ადამიანები აირჩიეს ამ უკანასკნელთა გარეგნული სილამაზის გამო, გოა'ულდებს ირმის ნახტომში დიდი სამფლობელოები აქვთ, რომლებსაც სისტემათა ლორდები მართავენ, მათი ძირითადი მოწინააღმდეგენი ასგარდები არიან.

ნოქსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნოქსები – მშვიდობიანი და ფეერიული ადამიანთა რასა, ნოქსები, მიზეზის მიუხედავად, ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგნი არიან. ნოქსების ტექნოლოგიური დონე თითქმის ძველების დონეზეა. ისინი ბუნებასთან დაახლოებულ ცხოვრებას არიან მიჩვეულნი, ერთი შეხედვით, მშვიდობიან ტყიურებს მოგაგონებენ, მაგრამ შეუძლიათ მცირე ხნით გარდაცვლილები გააცოცხლონ და ნებისმიერი ზომის საგნები უხილავი გახადონ. ნოქსები ომიანობის დროს არცერთ მხარეს არ ემხრობიან და ცდილობენ, ორივე მხარეს თანაბრად დაეხმარონ.

ტაუ'რი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასე ეძახიან დედამიწელ ადამიანებს ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილ სამყაროში, გოა'ულდთა ენაზე „ტაუ'რი“ ნიშნავს „პირველს“, რაც იმას ნიშნავს, რომ გალაქტიკა ირმის ნახტომში მაცხოვრებელი ადამიანების წინაპრები დედამიწიდან იყვნენ.

ტოკ'რა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეამბოხე გოა'ულდები, რომლებიც სისტემათა ლორდების წინააღმდეგ იბრძვიან, ტოკ'რა, გოა'ულდისგან განსხვავებით, მატარებელს ამ უკანასკნლის თანხმობით უსახლდება, ტოკ'რაებს არ სურთ, რომ მათ იხსენიებდნენ, როგორც გოა'ულდებს, ამიტომაც ნებისმიერს, რომელიც მათ ასე ეძახის, არაერთხელ უმეორებენ „ჩვენ არ ვართ გოა'ულდები!“. ტოკ'რაებს ტაუ'რისთან მეგობრული ურთიერთობა აქვთ.

ტოლანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

უნასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფურლინგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ძველები ადამიანთა პირველი ევოლუციის წარმომადგენლები იყვნენ, რომელთაც გამოიგონეს ვარსკვლავთკარიბჭე და ირმის ნახტომსა და მის ახლომდებარე გალაქტიკებში ვარსკვლავთკარიბჭეთა ქსელი დააფუძნეს. ისინი დედამიწაზე მილიონობით წლის წინ ცხოვრობდნენ, თუმცაღა დედამიწა არ იყო მათი პირვანდელი საცხოვრებელი; დედამიწაზე ისინი მას შემდეგ დასახლდენ, რაც გამოექცნენ თავიანთ თანამოძმეებს, რელიგიურ ფანატიკოსებს ორაებს.

ირმის ნახტომში მათ ძველებს უწოდებენ, ხოლო პეგასის გალაქტიკაში აგრეთვე წინაპრებსა და ლანტიელებს. გარეგნულად ძველები ადამიანებს ჰგვანან, მაგრამ მათ გააჩნიათ მრავალი ზებუნებრივი უნარი. ძველები ძალიან ძველი ხალხის ალტერანების შთამომავლები არიან და წარმოშობით ძალიან შორეული გალაქტიკიდან არიან, ამ გალაქტიკის მდებარეობა ჯერჯერობით უცნობია.

მილიონობით წლის წინ, ალტერანების რასა ორად გაიხლიჩა — რელიგიურ ფანატიკოს ორაებად და მეცნიერებისა და შემწყანრებლობის სიკეთეში დარწმუნებულ ძველებად. ძველებმა თავი აარიდეს თავიანთ თანამოძმეებთან დაპირისპირებას და მშობლიური გალაქტიკიდან გადმოიხვეწნენ.

ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ირმის ნახტომს მოადგნენ და დედამიწაზე დასახლდნენ. ძველები დღევანდელი ადამიანების წინაპრები და შემქმნელები არიან. ანტარქტიკაში მათი უზარმაზარი ქალაქი ატლანტიდა ააგეს, რომელიც მათი დედაქალაქი იყო (ეს ამბავი ეხმიანება ლეგენდას ატლანტიდის შესახებ). შემდგომ ისინი განსახლდნენ ირმის ნახტომის სხვა პლანეტებზე და სიცოცხლისათვის ვარგის ყველა პლანეტაზე ვარსკვლავთკარიბჭე დააყენეს.

ძველებმა ასგარდებთან, ნოქსებთან და ფურლინგებთან ერთად დააარსეს ოთხ დიდ რასათა ალიანსი.

რამდენიმე მილიონი წლის წინ მათ უცნობი სენი, ჟამი მოედოთ და მრავალი მათგანი დაიხოცა, ნაწილი კი ცოდნისა და სიბრძნის წყალობით ამაღლდა. ცოცხლად დარჩენილი ძველები თავიანთი მფრინავი დედაქალაქით ატლანტიდით პეგასის გალაქტიკაში გადაიხვეწნენ და იქ აღმშენებლობითი საქმიანობა ხელახლა დაიწყეს. სიცოცხლე განთესეს პეგასის გალაქტიკაში.

დაახლოებით ათი ათასი წლის წინ ძველები შეეყარნენ რეიფებს — ჰუმანოიდებს, რომლებიც ადამიანის სასიცოცხლო ძალით იკვებებიან. ძველები დამარცხდნენ მათთან ბრძოლაში ამ უკანასკნელთა მნიშვნელოვანი რიცხობრივი სიმრავლის გამო. ძველებს უკანასკნელ სიმაგრედ ატლანტიდა შემორჩათ, და რეიფებისაგან მის დასაცავდ იგი ოკეანეში ჩაძირეს ენერგეტიკული ფარით დაცული, თავად დედამიწაზე დაბრუნდენ და მოგვიანებით ამაღლდნენ. თუმცა ხსოვნა მათ შესახებ შემორჩა. ლათინური ენა ძველების ენის გადმონაშთია.

ძველების ტექნოლოგიური დონე ძალიან მაღალია, მათთან გამკლავება მხოლოდ ასგარდების და ნოქსების ტექნოლოგიებს შეუძლიათ.

ჯაფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოა'ულდების მიერ ხელოვნურად შექმნილი ადამიანთა რასა. ისინი შექმნეს, როგორც ჯარისკაცები და გოა'ულდების ნაშიერების მატარებლები, სანამ ეს უკანასკნელნი არ გაიზრდებიან. ჯაფას ფიზიოლოგია იმგვარადაა მოწყობილი, რომ გარდატეხის ასაკში მისი იმუნური სისტემა მთლიანად დაიშალოს, გოა'ულდის მატლის გარეშე კი დაიღუპოს, რაც ჯაფას მის ტარებას აიძულებს. მატლს ჯაფა ინახავს მუცელზე არსებულ ჩანთაში. სხვადასხვა სისტემური ლორდის მსახურ ჯაფაებს შუბლზე სხვადასხვანაირი სიმბოლოები აქვთ, ხოლო მის პირველ მეომარს იგივე სიმბოლო ოქროთი აქვს შესრულებული.

გოა'ულდის მატლის ჩასმას ჯაფაში „პრიმ'ტა“ ეწოდება, ამის შედეგად, სიმბიოტი აღადგენს ჯაფას იმუნურ სისტემას, ჯაფას ხდება შედარებით ძლიერი, მოქნილ და თითქმის 100-150 წლით დიდხანს ცოცხლობს. „პრიმ'ტას“ შემდეგ ჯაფას უქრება ძილის მოთხოვნილება, მაგრამ სჭირდება მედიტაცია, სიმბიოტთან სინქრონიზაცია, „კელ'ნო'რიმი“, როდესაც სიმბიოტი ჯაფას ორგანიზმს გაძლიერებულად კურნავს. „კელ'ნო'რიმის“ გარეშე ჯაფა შეიძლება სასიკვდილოდ დაავადდეს.

გალაქტიკა პეგასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოზიელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ატოზიელები პეგასის გალაქტიკაში მდებარე პლანეტა ატოზის მკვიდრი ადამიანები არიან, პეგასის გალაქტიკის სხვა ადამიანების მსგავსად ისინი განიცდიან რეიფების დევნას და მათ საკვებს წარმოდგენენ.

დასაღუპად განწირული ატლანტიდიდან უსაფრთხო პლანეტის საპოვნად გაგზავნილი ერთ-ერთი რაზმი მათ პლანეტაზე მოხვდა და იძულებელი შეიქნა, რომ ატოზიელები ატლანტიდაზე გაეხიზნათ. მოკლე ხანში, ატოზიელთა წინამძღოლი ტეილა ემაგანი ატლანტიდის ვარსკვლავთკარიბჭეთა მოწინავე რაზმის წევრი გახდა.

ასურანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ასურანები – ძველთა მიერ რეიფთა წინააღმდეგ შექმნილი ნანორობოტული რასა, მეორე ანტაგონისტური რასა ვარსკვლავთკარიბჭის გამოგონილ სამყაროში. მათ იგივე თვისებები აქვთ, როგორიც რეპლიკატორებს, მათ შორის, ცოცხალი ორგანიზმის ტვინის ზონდირება თავის ქალაში ხელის შეტანით და ნანორობოტებისგან შექმნილი სხეული. უცნაურია, მაგრამ სერიალში ვარსკვლავთკარიბჭე ატლანტიდა მათ „რეპლიკატორებს“ ეძახიან, „ასურანები“ არსად არ არის ნახსენები.

რეიფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეიფები – პირველი ანტაგონისტური რასა სერიალში ვარსკვლავთკარიბჭე ატლანტიდა, რეიფები წარმოადგენენ ხოჭო ირატუსის ძველების მიერ შექმნილი ადამიანისმიერი ევოლუციის შედეგს, ევოლუციის შედეგად მათ ადამიანის მსგავსი გარეგნობა მიიღეს, ხოლო ხოჭოსგან კი – მოთეთრო-მომწვანო ფერის კანი, ფოსოები ლოყებზე და კვების უნარი – უცხო (ამ შემთხვევაში – ადამიანის) ორგანიზმიდან სასიცოცხლო სითხით კვება. მიუხედავად მტრობისა, ატლანტიდაზე მცხოვრები ტაუ'რისთან ერთხელ შექმნეს კავშირი ასურანებთან წინააღმდეგ ომში, ერთ-ერთი მათგანი კი – თოდი, ჯონ შეპარდს დაუმეგობრდა.

მოხეტიალეები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პეგასის გალაქტიკაში მცხოვრები ადამიანები, რომლებმაც რეიფებისგან დასაცავად უარი თქვეს ერთ კონკრეტულ პლანეტაზე ცხოვრებაზე და მთელ ცხოვრებას კოსმოსურ ხომალდებზე ატარებენ, რომლებიც გალაქტიკაში უმისამართოდ დაფრინავენ.

ჯენაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ტაუ'რისთან შედარებით ტექნოლოგიურად ჩამორჩენილი ადამიანთა რასა, რომლებიც 40-იან წლების დონეზე არიან. მიუხედავად არაერთი თანამშრომლობისა, ჯენაებს მაინც მტრული დამოკიდებულება აქვთ ატლანტიდის ექსპედიციასთან, რაც გამოიხატა ატლანტიდაზე ორი შტურმით და ამდენივე თავდასხმით ჯონ შეპარდის რაზმზე.

შორეული გალაქტიკები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტერანი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალტერანები ძველებისა და ორაების წინაპარ ხალხს ეწოდება. ასე მათ ეწოდებოდათ ძველებად და ორაებად გახლეჩამდე.

ორაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ნაკაი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ურსინი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]