ვარსკვლავთკარიბჭე (მოწყობილობა)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარსკვლავთკარიბჭე (მრავალმნიშვნელოვანი).

ვარსკვლავთკარიბჭე — გამოგონილი მოწყობილობა, რომელიც შეჰქმნეს ძველებმა და რომელიც გამოიყენება ვარსკვლავთკარიბჭის ფიქციურ სამყაროში. კარიბჭის დანიშნულებაა თითქმის მეყსეული პლანეტათშორისი მოგზაურობების განხორციელება.

SGC-ს ვარსკვლავთკარიბჭე

განსაზღვრება[რედაქტირება]

ვარსკვლავთკარიბჭე (ინგლ. stargate, ძველების ენაზეასტრია პორტას“, გოა’ულდურადჩაპა'აი“; სხვადასხვა პლანეტაზე მას ასევე უწოდებენ „ღმერთთა რგოლს“ ან უბრალოდ „კარიბჭეს“) არის მოწყობილობა, რომლის მიზანია სივრცე-დროზე ზემოქმედება მასში ჰიპერგვირაბის შესაქმნელად, რაც პლანეტიდან პლანეტაზე (უფრო სწორედ კი კარიბჭიდან კარიბჭეში) თითქმის მეყსეული გადაადგილების საშუალებას იძლევა.

მაშასადამე ვარსკვლავთკარიბჭის ძირითადი გამოყენება ქვესივრცეში შექმნილი გვირაბის მეშვეობით სამყაროს ერთი წერტილიდან მეორე წერტილში ძალიან სწრაფი გადაადგილებაა.

ეს მეყსეული გადაადგილება ანუ ტელეპორტაცია მგზავრის შემადგენელი ნივთიერების ელემენტარული ნაწილაკების დონემდე დაშლითა და ამ გზით მიღებული ნივთიერების ნაკადის წარმოქნილ ჭიახვრელში გაგზავნით მიიღწევა.

დღესდღეობით ვარსკვლავთკარიბჭის ექვსი მოდელია ცნობილი:

  • ე.წ. „პირველი თაობის ვარსკვლავთკარიბჭე“, რომელიც დაყენებულია ძველების სამეცნიერო–საკვლევ ხომალდ „ბედზე“;
  • ე.წ. „მეორე თაობის ვარსკვლავთკარიბჭე“, რომლებიც ირმის ნახტომში თითქმის ყველა სასიცოცხლოდ გამოსადეგ პლანეტაზეა;
  • ე.წ. „მესამე თაობის ვარსკვლავთკარიბჭე“, რომელიც ლანტიელებმა პეგასის გალაქტიკის თითქმის ყველა დასახლებულ პლანეტაზეა (ზოგი პლანეტის ორბიტაზეა);
  • ზეკარიბჭე — უზარმაზარი ვარსკვლავთკარიბჭე, რომელსაც ორაები ირმის ნახტომში „ჯვაროსნული ლაშქრობის“ დროს ჩვენს გალაქტიკაში არმიის გადმოსასროლად იყენებდნენ;
  • ტოლანური მოდელი, რომელიც ააგეს ტოლანებმა;
  • „მცირე“ მოდელი, რომელიც დედამიწაზე დროებით მყოფმა ძველმა ორლინმა ააგო;

ისტორიული ცნობა[რედაქტირება]

ვასრკვლავთკარიბჭის გამომგონებელი უნდა იყოს ამელიუსი, ერთ-ერთი ძველი, რომლის რვეულშიც ჩანს ვარსკვლავთკარიბჭის მონახაზები. ეს ეპიზოდი ნაჩვენებია 2008 წელს გამოსულ ფილმში „ვარსკვლავთკარიბჭე: ჭეშმარიტების კიდობანი“.

აღმოჩენა დედამიწაზე[რედაქტირება]

დედამიწაზე ორი ვარსკვლავთკარიბჭე იყო; ერთი რომელიც გოა’ულდმა რამ გიზაში (ეგვიპტე) მოიტანა 10 000 წლის წინ და მეორე, ანტარქტიკაში ძველების მიერ მილიონობით წლის წინ აგებული, ზოგიერთი ცნობით ეს უკანასკნელი ყველაზე ძველია ცნობილ კარიბჭეთა შორის.

გიზას კარიბჭე 1928 წელს აღმოაჩინა ეგვიპტოლოგმა, პროფესორმა ლენგფორდმა. მისი აზრით იგი მითიური საიქიოს კარიბჭე იყო. ეს გაუგებრობა ძველეგვიპტურიდან მიახლოებითი თარგმანის ბრალი იყო, რომელიც მას აღნიშნავდა როგორც „ცის კარს“ ან „სამოთხის კარს“. ამერიკელები შიშობდნენ, რომ ნაცისტებს კარიბჭე შეიძლებოდა გამოეყენებინათ იარაღად, ამიტომ 1939 წელს კარიბჭე გემით გადაიტანეს ამერიკის შეერთებულ შტატებში (ერთ-ერთ ალტერნატიულ სივრცე-დროში ბა’ალი ამას ხელს უშლის და კარიბჭე არქტიკაში გაირიყება - ვარსკვლავთკარიბჭე: კონტინუუმი). რაც შეეხება ასაკრეფი მოწყობილობას, მეორე მსოფლიო ომის დროს ეგვიპტეში გერმანელთა ჯარებმა აღმოაჩინეს იგი და გადაგზავნეს გერმანიაში.

  • ომის დასასრულ, ასაკრეფი დანადგარი საბჭოელებმა იგდეს ხელთ და წაიღეს საბჭოთა კავშირში.
  • 1945 წელს პროფესორმა ლენგფორდმა, მისმა ასულმა კეტრინმა და სასიძომ, პროფესორმა ერნესტ ლიტლფილდმა სცადეს ვარსკვლავთკარიბჭის ამუშავება. ვინაიდან მათ არ ჰქონდათ არც ასაკრეფი მოწყობილობა და არც მისი შემცვლელი, მათ კარიბჭის ხელით მანიპულირება და, რადგან არ იცოდნენ არც ერთი მისამართი, შემთხვევითი მისამართების აკრეფა მოუხდათ. მრავალი ცდის შემდეგ, მათ შესძლეს კარიბჭის უცნობი მიმართულებით გაღება, ერნესტმა მოხალისეობა ითავა და სკაფანდრით შემოსილმა გადაჰკვეთა კარიბჭე. კარიბჭის ელექტროკვებაში წარმოქნილმა დაბრკოლებამ გამოიწვია ჰიპერხვრელის გაქრობა და ერნესტი უკან ვეღარ დაბრუნდა. ამ მარცხის გამო შეიარაღებულმა ძალებმა თავი ანებეს პროექტს და დალუქულ კონტეინერში მოთავსებული კარიბჭე არსენალს მიაბარეს.
  • პენსიაზე გასული კეტრინის ძალისხმევით პროექტზე მუშაობა განახლდა 1990-იან წლებში. დოქტორ დანიელ ჯექსონის წყალობით გამორკვეულ იქნა სიმბოლოთა ერთ-ერთი კომბინაცია და შეიარაღებულმა ძალებმა შესძლეს ხელოვნური ასაკრეფი დანადგარის შექმნა. 1994 წელს კარიბჭე ხელახლა იქნა გაღებული და „პირველი“ კვლევითი რაზმი გაგზავნილ იქნა აბიდოსად სახელდებულ პლანეტაზე, რომელზეც რაზმმა აღმოაჩინა რას მიერ დამონებული ხალხი და ისინი გაანთავისფლეს ცრუ-ღმერთის უღლისაგან...
  • აბიდოსზე მარტოდ დარჩენილმა ჯექსონმა იპოვა სხვა კარიბჭეთა კოორდინატების სია. დედამიწაზე ვარსკვლავთკარიბჭით აპოფისის შემოჭრამ ცხადჰყო, რომ საფრთხე გოა’ულდების მხრიდან თავიდან აცილებული არ იყო და გადაწყდა საჰაერო ძალების საგანგებო განყოფილების შექმნა, რომლის ძირითადი ამოცანა იქნებოდა გალაქტიკის გამოკვლევა, გოა'ულდთა შესახებ ცნობების მოძიება, ალიანსების ჩამოყალიბება და დედამიწის თავდაცვისათვის ტექნოლოგიებისა და ცოდნის მოპოვება. ასე შეიქმნა ვარსკვლავთკარიბჭის მართვის ცენტრი, რომელიც განაგებს ვარსკვლავთკარიბჭეს და სხვა პლანეტების შესასწავლად მიავლენს „SG“ რაზმებს.
  • 1997 წელს ჯეკ ო'ნილი და სამანტა კარტერი აღმოაჩენენ ანტარქტიკის კარიბჭეს (Stargate SG–1 — 1-ელი სეზონის მე-18 სერია: დაკარგულად ჩათვლილნი). ეს კარიბჭე ინახებოდა 51-ე ზონაში, საიდანაც იგი მოიპარეს და ერთხანს უკანონოდ გამოიყენებოდა NID-ის მიერ. შემდგომში იგი დალუქეს და შესანახად კვლავ 51-ე ზონას გადაეცა.
  • 2000 წელს (Stargate SG-1 — მე-3 სეზონის 22-ე სერია: ნემეზიდა), SG-1 გიზას კარიბჭეს ტელეპორტირებს თორის რეპლიკატორებით გავსებულ ხომალდზე, რომელიც დედამიწაზე ვარდება. მას შემდეგ SGC ანტარქტიკის კარიბჭეს იყენებს.
  • რამდენიმე თვის მერე (Stargate SG-1 — მე-4 სეზონის მე-7 სერია: წყალკარიბჭე (მღვრიე წყლები)) ცნობილი ხდება, რომ გიზის კარიბჭე გადაურჩა კატასტროფას და იგი რუსებმა იპოვეს და იყენებენ ვარსკვლავთკარიბჭის რუსულ პროგრამაში (რუსების კარიბჭეს აქვს უპირატესობა SGC-ს კარიბჭესთან შედარებით, ვინაიდან იგი იმართება ნამდვილი ასაკრეფი დანადგარით). შემდგომში დაიდება ხელშეკრულება, რომლის ძალითაც ნებადარძულია მხოლოდ SGC-ს კარიბჭის გამოყენება.
  • 2002-ში (Stargate SG-1 — მე-6 სეზონის მე-2 სერია: გამოსყიდვა (2/2)) SGC-ს კარიბჭეს ანადგურებენ, რათა თავიდან იქნას აცილებული ანუბისის იარაღის დამანგრეველი ზემოქმედება და მის ნაცვლად SGC იყენებს რუსების კარიბჭეს, რომლის სანაცვლოდ რუსები მიიღებენ ხომალდს კოროლევი. გიზის კარიბჭე უბრუნდება SGC-ს.

აღწერილობა[რედაქტირება]

ვარსკვლავთკარიბჭე[რედაქტირება]

გიზის ვარსკვლავთკარიბჭის სქემატური გამოსახულება. ირმის ნახტომის სხვა კარიბჭეები ამ კარიბჭისაგან მხოლოდ საწყისი (გამგზავრების) წერტილის სიმბოლოთი განსხვავდებიან (ზედა სიმბოლო რგოლის ამ მდგომარეობაში). შევრონების რიგი (ზევიდან საათის ისრის მიმართულებით): 7, 1, 2, 3, 9, 8, 4, 5, 6.

ვარსკვლავთკარიბჭე წრიული ფორმისაა, მისი დიამეტრია დაახ. 6,7 მეტრი და იგი დაახ. 32 ტონას იწონის. ვარსკვლავთკარიბჭის ეს მოდელი აღჭურვილია მბრუნავი რგოლით, რომელზეც 39 სიმბოლოა ამოტვიფრული. კარიბჭის მოძრავი ნაწილი გადამრთველის როლს თამაშობს; ცხრა შევრონი რგოლზე თანაბრადაა გადანაწილებული და როდესაც მათ გასწვრივ ჩერდება სიმბოლო, შესაბამისი შევრონი „აიკრიფება“. ვიზუალურად ეს ქმედება ძალიან ჰგავს ძველებური ციფერბლატიანი ტელეფონის მუშაობას, რომელზეც ციფრები წრიულად იყო განლაგებული. ვარსკვლავთკარიბჭე მზადდება ნაკვადასაგან - დედამიწაზე უცნობი ზეგამტარი და უკიდურესად გამძლე ლითონისაგან, რაც განაპირობებს ვარსკვლავთკარიბჭის თითქმის გაუნადგურებადობას.

კარიბჭის მბრუნავი რგოლისა და შევრონების მანიპულაცია არაა აუცილებელი ვარსკვლავთკარიბჭის გასახსნელად. შესაბამისი სამართავი აპარატის გამოყენებით შეიძლება ვარსკვლავთკარიბჭის ძალიან სწრაფად გახსნა. როგორც წესი, ასეთი სამართავი მოწყობილობა დგას ყოველი კარიბჭის გვერდით და მას ასაკრეფი დანადგარი ეწოდება. დედამიწის ვარსკვლავთკარიბჭე მოთავსებულია SGC-ში (ვარსკვლავთკარიბჭის მართვის ცენტრი) და იგი დაცულია ტიტანის დამცავი დიაფრაგმისგან, მოგვიანებით, როდესაც შავი ხვრელის მიზიდულობამ იგი დაანგრია, გამოიყენეს ტრინიუმისა და ტიტანის ნარევისგან დამზადებული დამცავი დიაფრაგმა.

ირმის ნახტომის ვარსკვლავთკარიბჭის სიმბოლოები[რედაქტირება]

ნომერი თანავარსკვლავედი Image
1 გამგზავრების წერტილი
(აქ ტაუ'რი)
Stargate SG·1 symbol 01.svg
2 ფიალა (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 02.svg
3 ქალწული (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 03.svg
4 მენახირე (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 04.svg
5 კენტავრი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 05.svg
6 სასწორი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 06.svg
7 გველის თავი Stargate SG·1 symbol 07.svg
8 გონიო (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 08.svg
9 ღრიანკალი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 09.svg
10 სამხრეთის გვირგვინი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 10.svg
11 ფარი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 11.svg
12 მშვილდოსანი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 12.svg
13 არწივი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 13.svg
ნომერი თანავარსკვლავედი Image
14 მიკროსკოპი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 14.svg
15 თხის რქა (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 15.svg
16 სამხრეთის თევზი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 16.svg
17 კვიცი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 17.svg
18 მერწყული (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 18.svg
19 პეგასი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 19.svg
20 მოქანდაკე (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 20.svg
21 თევზები (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 21.svg
22 ანდრომედე (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 22.svg
23 სამკუთხედი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 23.svg
24 ვერძი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 24.svg
25 პერსევსი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 25.svg
26 ვეშაპი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 26.svg
ნომერი თანავარსკვლავედი Image
27 კურო (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 27.svg
28 მეეტლე (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 28.svg
29 ერიდანუსი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 29.svg
30 ორიონი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 30.svg
31 პატარა ქოფაკი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 31.svg
32 მარტორქა (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 32.svg
33 მარჩბივი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 33.svg
34 ჰიდრა (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 34.svg
35 ფოცხვერი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 35.svg
36 კირჩხიბი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 36.svg
37 სექსტანტი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 37.svg
38 პატარა ლომი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 38.svg
39 ლომი (თანავარსკვლავედი) Stargate SG·1 symbol 39.svg

თანამედროვე ანუ პეგასის გალაქტიკის ვარსკვლავთკარიბჭე[რედაქტირება]

პეგასის გალაქტიკის ვარსკვლავთკარიბჭე თავისი ნიშნულებით
პეგასის გალაქტიკის არაქტიური ვარსკვლავთკარიბჭე

ძველების მიერ მოგვიანებით აგებული ამ ტიპის ვარსკვლავთკარიბჭეებით აღჭურვილია პეგასის გალაქტიკის მრავალი პლანეტა. მისი ძირითადი თავისებურებაა მბრუნავი რგოლის არქონა, რაც შეუძლებელს ხდის კარიბჭის ხელით მანიპულირებას. რგოლის ბრუნვა სიმბოლურად გამოისახება მოციმციმე შუქებით, გარდა ამისა კარიბჭეთა ამ ქსელს მხოლოდ 36 სიმბოლო აქვს, ეს გამოწვეული უნდა იყოს პეგასის გალაქტიკის ზომით, რომელიც ბევრად ჩამორჩება ირმის ნახტომს. პეგასის გალაქტიკის ზოგიერთი კარიბჭე მოთავსებულია პლანეტების ირგვლივ ორბიტაზე.

ამ კარიბჭეთა შორის ერთი — ქალაქ ატლანტისის კარიბჭე სხვებისაგან განსხვავებულია იმით, რომ იგი აღჭურვილია საგანგებო სამართავი კრისტალით, რაც მას სხვა გალაქტიკებთან კავშირის დამყარების და შესაბამისად დედამიწასთან დაკავშირების საშუალებას აძლევს. გარდა ამისა, ეს კარიბჭე აღჭურვილია ფარით, ძალური ველით, რომელსაც იგივე დანიშნულება აქვს რაც დედამიწის ვარსკვლავთკარიბჭის დიაფრაგმას.

პეგასის გალაქტიკის ვარსკვლავთკარიბჭის სიმბოლოები[რედაქტირება]

ნომერი თანავარსკვლავედი სურათი
1 არამი AtlantisGlyph01.svg
2 AtlantisGlyph02.svg
3 AtlantisGlyph03.svg
4 AtlantisGlyph04.svg
5 ეკრუმიგი AtlantisGlyph05.svg
6 AtlantisGlyph06.svg
7 AtlantisGlyph07.svg
8 AtlantisGlyph08.svg
9 AtlantisGlyph09.svg
10 AtlantisGlyph10.svg
11 AtlantisGlyph11.svg
12 AtlantisGlyph12.svg
ნომერი თანავარსკვლავედი სურათი
13 AtlantisGlyph13.svg
14 AtlantisGlyph14.svg
15 სალმა AtlantisGlyph15.svg
16 AtlantisGlyph16.svg
17 AtlantisGlyph17.svg
18 ალურა AtlantisGlyph18.svg
19 სუბიდო (ატლანტისის გამგზავრების წერტილი) AtlantisGlyph19.svg
20 რდეჰი AtlantisGlyph20.svg
21 AtlantisGlyph21.svg
22 AtlantisGlyph22.svg
23 AtlantisGlyph23.svg
24 AtlantisGlyph24.svg
ნომერი თანავარსკვლავედი სურათი
25 AtlantisGlyph25.svg
26 AtlantisGlyph26.svg
27 AtlantisGlyph27.svg
28 AtlantisGlyph28.svg
29 AtlantisGlyph29.svg
30 AtlantisGlyph30.svg
31 AtlantisGlyph31.svg
32 AtlantisGlyph32.svg
33 AtlantisGlyph33.svg
34 გილტინი AtlantisGlyph34.svg
35 AtlantisGlyph35.svg
36 AtlantisGlyph36.svg

ორაების ვარსკვლავთკარიბჭე — ზეკარიბჭე[რედაქტირება]

ზეკარიბჭე
ზეკარიბჭე გახსნისას

ორაებმა რომელთა მიზანია ირმის ნახტომის დაპყრობა და თავიანთი სარწმუნოების გავრცელება, ორჯერ ააგეს ძალიან დიდი ზომის ვარსკვლავთკარიბჭე (900 მეტრი დიამეტრში), რათა მისი საშუალებით ირმის ნახტომში გადმოესროლათ კოსმოსურ ხომალდთა ფლოტი. ორაული ზეკარიბჭე სივრცეში მოლივლივე ურთიერთდაკავშირებული დეტალების ჯაჭვს წარმოადგენს. ასეთი კარიბჭის ზომა და ორ გალაქტიკას შორის მანძილის სიდიდე იწვევს იმას, რომ კარიბჭის სამუშაოდ აუცილებელია ენერგიის იმდენად დიდი რაოდენობა, რომ მისი მიწოდება მხოლოდ შავ ხვრელს ძალუძს.

ტოლანური ვარსკვლავთკარიბჭე[რედაქტირება]

ტოლანური ვარსკვლავთკარიბჭე

ტოლანებმა ნოქსების დახმარებით შესძლეს საკუთარი მოდელის ვარსკვლავთკარიბჭის აგება. ტოლანური ვარსკვლავთკარიბჭის ლითონის უბრალო რგოლია მოძრავი და მნათი ნაწილების გარეშე. მის დანახვაზე ჯეკმა აღნიშნა „სამაგიეროდ ჩვენი უფრო დიდია“.

ორლინისეული ვარსკვლავთკარიბჭე[რედაქტირება]

ამაღლებულმა ძველმა ორლინმა, რომელიც უკაცრიელ პლანეტაზე იყო გადასახლებული არამაღლებულთა ცხოვრებაში ჩაურევლობის კანონის დარღვევის გამო, დედამიწაზე ჰპოვა დროებითი თავშესაფარი. მაიორ სამანტა კარტერის სარდაფში მან ააგო ერთჯერადი მოხმარების ვარსკვლავთკარიბჭე. მის ასაგებად ორლისნ დასჭირდა დაახ. 45 კგ სუფთა ტიტანი, 61 მ ოპტიკური ბოჭკო, შვიდი 100 000 ვტ-იანი კონდენსატორი და პურის სახუხი.

მოხმარების წესები[რედაქტირება]

ვარსკვლავთკარიბჭის მისამართთა სისტემის ახსნა

პლანეტიდან პლანეტაზე (უფრო ზოგადად კი სივრცის ერთი წერტილიდან მეორეში) სამოგზაუროდ საჭიროა, რომ ორივე პლანეტას გააჩნდეს ვარსკვლავთკარიბჭე. მისამართის (კოორდინატების) აკრეფის შემდეგ თუ ყველაფერი სწორად წარიმართა ორ ვარსკვლავთკარიბჭეს შორის იხსნება სივრცე-დროითი გვირაბი (ე.Ⴜ. ჭიახვრელი). ჭიახვრელი ღიაა მანამ სანამ ხდება ნივთიერებისა თუ ელექტრომაგნიტურ გამოსხივებათა მიმოცვლა მის უკიდურეს წერტილებს შორის, მაგრამ თეორიულად ჭიახვრელის არსებობა შემოზღუდულია 38 წუთით. დროის ამ მონაკვეთის გასვლის შემდეგ, გარედან ენერგიის დიდი რაოდენობით მიწოდების გარეშე ჭიახვრელი იხურება და ორ კარიბჭეს შორის კავშირი წყდება.

ფიზიკურ სხეულებს ჭიახვრელში გადაადგილება მხოლოდ ერთი მიმართულებით — გამხსნელი კარიბჭიდან გახსნილი კარიბჭისაკენ, შეუძლიათ. ამგვარად, გამხსნელი ვარსკვლავთაკრიბჭე არის გვირაბში შესასვლელი, ხოლო გამოძახებული კი — გვირაბიდან გამოსასვლელი. უკუმიმართულებით სამოგზაუროდ საჭიროა გვირაბის დახურვა და ახალი კავშირის დამყარება მეორე კარიბჭიდან. ფიზიკური სხეულებისაგან განსხვავებით ზოგიერთი სახეობის ელექტრომაგნიტურ ტალღას ძალუძს ჭიახვრელში ორმხრივი გადაადგილება, რაც ჭიახვრელით დაკავშირებულ ორ წერტილს შორის კავშირგაბმულობის დამყარების საშუალებას იძლევა. ხილული სინათლის სპექტრში მყოფ ტალღებს არ ძალუძთ ჭიახვრელის განჭოლვა. სწორედ, ეს განაპირობებს ხვრელის გაუმჭვირობას ორივე მხრიდან.

ვარსკვლავთკარიბჭით აღჭურვილ თითოეულ მდებარეობას აქვს საკუთარი განუმეორებელი „მისამართი“, რომელიც შედგება 7 ან მეტი არაგანმეორებადი სიმბოლოსაგან. სიმბოლოთა სწორი თანამიმდევრობით აკრეფა სწორი დანიშნულების ადგილის მიმართულებით ხვრელის გახსნის საწინდარია. მისამართის შესაყვანად გამოიყენება „შინდასარეკი მოწყობილობა“ (DHD). პირველი ექვსი სიმბოლო იმ კუბის ექვს წახნაგს წარმოადგენს, რომლის ცენტრშიც მოთავსებულია დასაკავშირებელი ვარსკვლავთკარიბჭე, ხოლო მეშვიდე სიმბოლო კი მოგზაურობის საწყისი ანუ გამგზავრების წერტილია. შვიდივე სიმბოლოს შეყვანის შემდეგ საჭიროა მისამართის დადასტურება DHD-ს შუაგულში მდებარე დიდ წითელ ბურთულა-ღილაკზე დაჭერით. კლასიკური მოდელის ვარსკვლავთკარიბჭის გააქტიურება მბრუნავი რგოლის ტრიალითაც შეიძლება. თუ ამა თუ იმ მიზეზის გამო შეუძლებელია მეორე კარიბჭესთან დაკავშირება (კარიბჭე დამტვრეულია, ამოქოლოლია, მასთან სხვა კარიბჭემ უკვე დაამყარა კავშირი და ა.შ.), უსაფრთხოების მიზნით, მეშვიდე სიმბოლო ვერ მოახდენს შეჭიდებას და სხვა სიმბოლოებიც მაშინათვე დეზაქტივირდებიან.

კარიბჭის გააქტიურება შესაძლებელია ნებისმიერი თავსებადი სამართავი მოწყობილობის გამოყენებით, მაგრამ ამას მაღალი ტექნოლოგიური დონე ესაჭიროება, რომელსაც მხოლოდ თითო-ოროლა ცივილიზაცია თუ ფლობს. ვინაიდან ვარსკვლავთკარიბჭის შემადგენელ ნაკვადას შეუძლია მხოლოდ ერთი გახსნისათვის საჭირო ენერგიის დაგროვება, „შინდასარეკ მოწყობილობას“ კარიბჭის ენერგოკვებაც ევალება. თუ „შინდასარეკი მოწყობილობა“ ხელმიუწვდომელია, მაშინ საჭიროა კარიბჭის კვება სხვა საშუალებით (მეხი, ელექტროობა, ცივი შერწყმა...).

ვარსკვლავთკარიბჭეთა შემქმნელებს, ძველებს, თავიანთი არაჩვეულებრივი ფსიქიკური უნარების წყალობით, კარიბჭის გონებით მართვა ძალუძთ.

მეორე გალაქტიკასთან დასაკავშირებლად გამოიყენება 8-სიმბოლოიანი მისამართი, დამატებითი სიმბოლო ზონის ინდიკატორის (სატელეფონო კოდის მსგავსად) როლს ასრულებს. ასეთ შემთხვევაში საჭიროა დამატებითი ენერგიის წყაროს (მაგ.: ნულოვანი წერტილის მოდულის) გამოყენება, რადგან ორ გალაქტიკას შორის მანძილი ბევრად აღემატება ერთსა და იმავე გალაქტიკაში პლანეტებს შორის მანძილს.

დღეისათვის უცნობია მე-9 შევრონის დანიშნულება. ზოგიერთის აზრის მის დანიშნულებას ნათელი მოეფინება მესამე სერიალში „ვარსკვლავთკარიბჭე: სამყარო“ (ინგლ. Stargate: Universe), რომელიც 2009 წელს გამოვა.