ასგარდი (ვარსკვლავთკარიბჭე)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ასგარდთა ფლოტის უზენაესი მხედართმთავარი თორი (Stargate SG-1 — მე-2 სეზონის მე-6 სერია: თორის ეტლი)
ასგარდთა წინაპარი (სურათზე შუაში) (Stargate SG-1 — მე-5 სეზონის 22-ე სერია: გამოცხადება)

ასგარდები ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროს ერთ-ერთი ფიქციური უცხოპლანეტელი რასაა. სახელი მომდინარეობს სკანდინავიური მითოლოგიის ღვთიური სამეფოსაგან ასგარდი (ესის/ასის სკნელი). სკანდინავიურ მითოლოგიასვე უკავშირდება ასგარდთა სახელები : თორი, ჰერმიოდი, ფრეიერი და სხვ.

ზოგადი ცნობები[რედაქტირება]

ასგარდები კაფანდარა, დაბალი (დაახლოებით 1 მეტრი) რუხი არსებები არიან, თუმცაღა შორეულ წარსულში ისინი ადამიანებს ჰგავდნენ (და უფრო მაღლებიც იყვნენ - დაახლოებით 2 მეტრი). აღწარმოებისათვის ასგარდები გაძლიერებულ უჯრედოვან მიტოზს (კლონირებას) იყენებენ და ამგვარად მიღებულ სხეულში გადააქვთ თავიანთი ცნობიერება. ეს ხერხი მათ სიცოცხლეს ძალიან ახანგრძლივებს. ათასობით ურთიერთმომდევნო კლონირების (კლონირება ხდება უკანასკნელი კლონის გენეტიკური მასალის ნიადაგზე) შედეგად მათი გენეტიკური კოდი გადაგვარდა და ასგარდების რასა გადაშენების პირას მიიყვანა.

ასგარდები ძველებთან, ნოქსებთან და ფურლინგებთან ერთად შედიოდნენ ოთხთა დიდთა რასათა ალიანსში.

მიუხედავად იმისა რომ ზოგიერთ დაბალგანვითარებულ ხალხს ღმერთებად წარუდგებიან, გოა'ულდებისაგან განსხვავებით, ეს იძულებითი ღონისძიებაა და გამოწვეული იმით, რომ დაბალგანვითარებულ ხალხებს არ ძალუძთ გაიგონ მათი მეცნიერება და მათ სიძლიერეს ზებუნებრივი ძალებით ხსნიან.

ასგარდები ცდილობენ პლანეტების დაცვას გოა'ულდებისაგან, მაგრამ, ცხადია, მათ არ შეუძლიათ ყველა პლანეტის დაცვა. ზოგიერთი პლანეტის ხელშეუხლებლობის დასაცავად ასგარდებმა დიდ მეუფეებთან დადეს ხელშეკრულება დაცული პლანეტების შესახებ, რომლის თანახმადაც ხელშეკრულებაში ჩამოთვლილი პლანეტები ნეიტრალურები ხდებიან და არც გოა'ულდებს და არც ასგარდებს არ აქვთ მათ განვითარებაში ჩარევის უფლება. აქედან გამომდინარეობს რომ გოა'ულდებს ეკრძალებათ ამ პლანეტების დაპყრობა, მაგრამ ამავე ხელშეკრულების ძალით ასგარდებსაც არ აქვთ უფლება მათ დაეხმარონ თუნდაც ბუნებრივი კატასტროფების დროს. თორის თაოსნობით მოწვეულ სამშვიდობო კონფერენციაზე, რომელსაც ესწრებიან დიდი მეუფეები იუ, ნირტი და ქრონოსი, დედამიწა დაემატება დაცულ პლანეტათა რიცხვს (Stargate SG-1 — მე-3 სეზონის მე-3 სერია: პატიოსანი თამაში).

ისტორია[რედაქტირება]

თავდაპირველად ასგარდები იდას გალაქტიკის პლანეტა ოთალაზე ანუ ჰალაზე სახლობდნენ, სავაურადოდ იქვე უნდა აღმოცენებულიყო მათი რასა.

30.000 წლის წინ[რედაქტირება]

შეწყვეტილ ცხოველქმედებაში ჩაძირული ასგარდებით დატვირთულმა ხომალდმა დატოვა ასგარდების მშობლიური სამყარო, მაგრამ მოგზაურობისას მწყობრიდან გამოვიდა სანავიგაციო კომპიუტერები და ხომალდი დიდი ხნის განმავლობაში დრეიფობდა გალაქტიკებში და ირმის ნახტომში დაასრულა თავისი მოგზაურობა (უცნობია, იყო თუ არა ირმის ნახტომი მათი მოგზაურობის მიზანი). ჩვენს ხანაში ეს ხომალდი იპოვეს ასგარდებმა და მასში ნახეს ასგარდთა წინაპრების შესანიშნავად შემონახული ცალი. ჰეიმდალმა დაიწყო მისი გამოკვლევა, რამეთუ ეს კლონი იმ დროის განეკუთვნებოდა, როდესაც კლონირების პროგრამა „ჯერ არ იყო შეუქცევადი“ და სურდა მასზე ჩაეტარებინა გამოკვლევები და გადაეჭრა ასგარდთა აღწარმოებაში წარმოქმნილი პრობლემები.

10 000 წლის წინ[რედაქტირება]

ასგარდები შედიან ოთხთა კავშირში (ძველებთან, ნოქსებთან და ფურლინგებთან ერთად).

10 000 ჩვ.წ.ა - 21-ე საუკუნე[რედაქტირება]

მიუხედავად იმისა, რომ ასგარდებს არ სურდათ გოა'ულდების გაძლიერება, ამ უკანასკნელთ მაინც შესძლეს ირმის ნახტომში გაბატონება და იწყეს ადამიანთა მასპინძლებად აყვანა; ამან ასგარდების უკმაყოფილება გამოიწვია, ვინაიდან ასგარდები ხვდებოდნენ რომ კაცობრიობას თავისი წინაპრების გვარად (ძველებივით) დიდი პოტენციალი აქვს. ამის გამო ასგარდებმა გოა'ულდებთან ომი დაიწყეს, მაგრამ ასგარდთა მშობლიურ გალაქტიკა იდაში არსებული საფრთხეების გამო იძულებულნი შეიქნენ შეეწყვიტათ ეს ომი.

ვინაიდან მათ არ სურდათ ჩვენი გალაქტიკის მთლიანად გოა'ულდების ხელში დატოვება, ასგარდებმა გაათავისუფლეს ზოგიერთი ხალხი, სხვები კი გადაასახლეს სხვა პლანეტებზე და მათ მფარველებად იქცნენ. რადგან ნაკლებად განვითარებულ ხალხებს ასგარდების ტექნოლოგია სასწაულად ეჩვენებოდა და არ ძალუძდა მათი შემეცნება, ასგარდები მათ ნორდიკულ ღვთაებებად წარუდგნენ. ამ პლანეტების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ასგარდებმა დადეს ე.წ. დაცულ პლანეტათა ხელშეკრულება გოა'ულდებთან, ამ პლანეტათა რიცხვს მოგვიანებით დაემატება დედამიწაც.

ასგარდების ყველაზე დაუძინებელი მტრები არიან რეპლიკატორები — მექანიკური რობოტი-კიბორჩხალები, რომლებიც ადვილად ითვისებენ ტექნოლოგიებს და იძენენ იმუნიტეტს სხვადასხვა ტიპის იარაღის მიმართ. რეპლიკატორებთან ომი უდიდეს რესურსებს მოითხოვდა ასგარდებისაგან, რამაც გამოიწვია ასგარდების შედარებით ნაკლები ნაკლები დახმარება გოა'ულდებსა და ორაებთან ბრძოლაში.

ასგარდების აღსასრული ირმის ნახტომში[რედაქტირება]

სერიალ Stargate SG-1 საბოლოო სერიაში „დაუსრულებლობა“ ასგარდები შეატყობინებენ ტაუ'რებს, რომ კლონირებით გამოწვეული გენეტიკური ხარვეზები მათ არ აძლევთ ამაღლების საშუალებას (უცნობია, სურდათ თუ არა ძველებს დახმარებოდნენ ასგარდებს ამაღლებაში და ვერ შეძლეს თუ არც კი უცდიათ) და რომ ბოლო კლონირებისას მთელი მათი მოდგმა დასნეულდა უკურნებელი დაავადებით, რომელიც მათ გადაგვარებას და დასუსტებას იწვევს. ასგარდების მემკვიდრეობისა და ტექნოლოგიების ცუდ ხელში ჩავარდნისაგან თავის ასაცილებლად ასგარდები გადაწყვეტენ კოლექტიურ თვითმკვლელობას პლანეტა ორილაზე.

ასგარდებს არ სურთ თავიანთი ისტორიისა და ცოდნის გაქრობა-მივიწყება, მაგრამ ამასთანავე ეშინიათ მისი ცუდ ხელში ჩაგდებისა, ამიტომ ისინი გადაწყვეტენ მთელი თავიანთი მემკვიდრეობისა და ცოდნის დედამიწელთათვის გადაცემას. ეს აქტი მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ასგარდი წინააღმდეგია დედამიწელთათვის ამხელა მემკვიდრეობის მიბარებისა რამეთუ მათი განვითარების დონეს არასაკმარისად თვლის, ადასტურებს დედამიწელთა მეხუთე რასად გადაქცევას ასგარდთა უმეტესობის თვალში.

თვითგანადგურებამდე სულ ცოტა ხნით ადრე, ასგარდები დედამიწურ კოსმოხომალდზე „ოდისევსი“ დაამონტაჟებენ თავიანთ ტექნოლოგიებს, მონაცემთა ბაზას და კომპიუტერულ ბირთვს; ხომალდზე მყოფი ყველა ასგარდი ტელეპორტდება ორილაზე, რომელიც ძალიან მალე უდიდესი აფეთქების შედეგად დაიმსხვრევა.

ითვლება რომ ასგარდების რასა სადღეისოდ მთლიანად გამქრალია ირმის ნახტომიდან.

ასგარდები პეგასის გალაქტიკაში[რედაქტირება]

როგორც ვარსკვლავთკარიბჭე: ატლანტისის მე-5 სეზონის მე-10 (პირველი კონტაქტი (ინგლ. First Contact)) და მე-11 (დაკარგული ტომი (ინგლ. The Lost Tribe)) სერიებიდან გაირკვა ასგარდთა თვითგანადგურება არ გავრცელებულა ყველა ასგარდზე. 10 000 წლის წინ ასგარდებს გამოეყოთ ერთი ნაწილი, რომელმაც გაწყვიტა ყველანაირი ურთიერთობა ასგარდები დანარჩენ მოდგმასთან, ვინაიდან მათი აზრით დასაშვები იყო ადამიანებზე ცდების ჩატარება ასგარდთა აღწარმოებაში წამოჭრილი დაბრკოლებების გადასალახად. ამგვარად, მათ ისარგებლეს ძველებსა და ვრეისთა შორის მიმდინარე ომით და შესძლეს თავიანთი მდგომარეობის მეტ-ნაკლებად დასტაბილება და კლონირების ტექნოლოგიის გაუმჯობესება.

ეს ვითარება დიდხანს არ გაგრძელებულა, ომის დამთავრების შემდეგ ვრეისებმა ასგარდებისათვისაც მოიცალეს, ვინაიდან ასგარდები იყო ის ერთადერთი რასა, რომელსაც შეეძლო ვრესითთავის მეტოქეობის გაწევა პეგასის გალაქტიკაში. ვრეისებმა პირველივე ბრძოლის დროს შესძლეს ასგარდების ყველა კოსმოსური ხომალდის განადგურება, რამაც პეგასელი ასგარდები აიძულა გადახვეწილიყვნენ მომწამვლელი ატმოსფეროს მქონე ყინულოვან პლანეტაზე, სადაც ვრესები მათ ვერ მისწვდებოდნენ. 10 000 წლის მანძილზე პლანეტის ტოქსიკურობა იმ დონემდე გაიზარდა, რომ ასგარდების სრულყოფილ სკაფანდრებსაც აღარ ძალუძთ მათი ხანგრძლივად დაცვა საფრთხისაგან. ასგარდებს ერთადერთი გამოსავალიღა დარჩათ — პლანეტის მიტოვება და ვრეისებთან ხელახალი დაპირისპირების საფრთხე.

ასგარდებმა შეიტყვეს რა იანუსის, ძველი მეცნიერის მიერ შექმნილი მოწყობილობა ატეროს შესაძლებლობების შესახებ, გადაწყვიტეს მისი ამუშავება, მიუხედავად იმისა, რომ შესანიშნავად უწყოდნენ მისი საშინელი თანამდევი მოვლენების შესახებ. დედამიწელები და მოხეტიალეები შესძლებენ ამ მოწყობილობის და მასთან ერთად ასგარდების ორი ხომალდის განადგურებას, მაგრამ მესამე ხომალდი შესძლეს მიმალვას. ამ მოვლენამ კიდევ უფრო გაამწვავ ურთიერთობა დედამიწელებსა და პეგასელ ასგარდებს შორის.

ასგარდების ენა[რედაქტირება]

ასგარდების ენა თითქმის უცნობია, მისთვის დამახასიათებელია მელოდიურობა და გამოთქმის შედარებითი სისწრაფე.

ასგარდთა უმაღლესი საბჭო[რედაქტირება]

ასგარდთა უმაღლესი საბჭო ასგარდთა რასის მთავრობაა. საბჭოს წევრთა რაოდენობა და შემადგენლობა უცნობია; მასში სულ მცირე შვიდი წევრი უნდა იყოს, მათ შორის: თორი, ფრეიერი და პენიგალი. ასგარდთა უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს რომელიც ეხება მთელ რასას.