თავის ტვინი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ადამიანის თავის ტვინი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Skull and brain normal human.svg
Cerebral lobes.png

თავის ტვინი — ადამიანის ნერვული სისტემის ცენტრი. მდებარეობს თავის ქალაში. ადამიანის თავის ტვინი ად სხვა ძუძუმწოვრის ტვინი რაიმე ძირეულით არ განსხვავდება, მაგრამ არის სამჯერ დიდი, ვიდრე სხეულით იმავე ზომის სხვა ძუძუმწოვრზე.

თავის ტვინის აგებულება[რედაქტირება]

ადამიანის თავის ტვინის სამგანზომილებიანი მოდელი

თავის ტვინი ქალას ღრუშია. მისი განყოფილებებია: მოგრძო ტვინი, ხიდი, ნათხემი, შუა ტვინი, შუამდებარე ტვინი, და დიდი ნახევარსფეროები. თავის ტვინში, ისევე როგორც ზურგის ტვინში მოთავსებულია თეთრი და რუხი ნივთიერებები. თეთრი ნივთიერება გამტარ გზებს წარმოქმნის. ისინი თავის ტვინს ზურგის ტვინთან, აგრეთვე თავის ტვინის ნაწილებს ერთმანეთთან აკავშირებენ. რუხი ნივთიერება ცალკეული გროვების — ბირთვების — სახით თეთრი ნივთიერების შიგნით განლაგდება. გარდა ამისა რუხი ნივთიერება ტვინის ნახევარსფეროებს და ნათხემს გარს ეკვრის და ქმნის ქერქს.

მოგრძო ტვინი და ხიდი ზურგის ტვინის გაგრძელებაა, რეფლექსურ და გამტარ თვისებებს ასრულებს. მოგრძო ტვინის და ხიდის ბირთვები საჭმლის მონელებას, გული მოქმედებას და სხვა პროცესებს არეგულირებენ. ტვინის ამ განყოფილებებთანაა დაკავშირებული ღეჭვის, ყლაპვის, წოვის რეგულირება, აგრეთვე დამცველობითი რეფლექსები: გულისრევა, ცხვირის ცემინება, ხველა.

ნათხემი[რედაქტირება]

უშუალოდ მოგრძო ტვინის ზემოთ მდებარეობს ნათხემი. მისი ზედაპირი წარმოქმნილია რუხი ნივთიერებით — ქერქით, რომლის შიგნითაც თეთრ ნივთიერებაში მოთავსებულია ბირთვები. ნათხემი ცენტრალური ნერვული სისტემის მრავალ განყოფილებას უკავშირდება. ნათხემი ნატიფ მოძრაობით აქტებს არეგულირებს. როდესაც ნათხემის ნორმალურად მუშაობა ირღვევა, ადამიანები კარგავენ ზუსტი, შეთანხმებული მოძრაობების და სხეულის წონასწორობის შენარჩუნების უნარს.

შუა ტვინი (მეზენცეფალონი)[რედაქტირება]

კუნთებს უგზავნის ტონუსს, მონაწილეობს სხეულის პოზის შენარჩუნებაში, მასში გადის მხედველობით და სმენით რეფლექსების რკალები. ახორციელებს უპირობო "რა არის" რესფლექსს, დამცველობით რეფლექსებს: ოტოლიტების გზით გაღიზიანებული რეცეპტორები ნერვულ იმპულსებს გადასცემენ ნერვული გზებით, რომელიც გაივლის შუა ტვინში, ნათხემსა და დიდი ნახევარსფეროების ქერქში. შუა ტვინის იმ ნეირონების განადგურება, რომლებიც დოფამინს გამოყოფენ, პირკინსონს იწვევს. დოფამინი ნეირომედიატორია, ის აკონტროლებს ჩონჩხის კუნთების მოქმედებას.

მოგრძო ტვინი[რედაქტირება]

მოგრძო ტვინი, ხიდი და შუა ტვინი ქმნის ტვინის ღეროს. აქედან გამოდის თავის ტვინის 12 წყვილი ნერვი. ნერვები ტვინს თავში განლაგებულ გრძნობათა ორგანოებთან, კუნთებთან და ჯირკვლებთან აკავშირებს. ზურგის ტვინის უშუალო გაგრძელებაა. აქ რუხი ნივთიერება განლაგებულია გროვებად - ბირთვებად. აქ მოთავსებულია სუნთქვის, გულის მუშაობის, საჭმლის მომნელებელი სისტემის, ყლაპვის, წოვის, ღეჭვის, ხველების, ცემინების, სლოკინის, ღებინების, ცრემლდენის, ნერწყვის გამოყოფის ცენტრები.

ფუნქციები
  • რეფლექსური;
  • გამტარი.

შუამდებარე ტვინი[რედაქტირება]

შუამდებარე ტვინის მეშვეობით ყველა რეცეპტორიდან იმპულსები დიდი ნახევარსფეროების ქერქს გადაეცემა, რთული მამოძრავებელი რეფლექსების უმეტესი ნაწილი, როგორიცაა სიარული, სირბილი, ცურვა დაკავშირებულია შუამდებარე ტვინთან.

თავის ტვინის დიდი ნახევარსფეროები[რედაქტირება]

ადამიანის ტვინის კარგად განვითარებული დიდი ნახევარსფეროები შუა და შუამდებარე ტვინს ფარავს. დიდი ნახევარსფეროების ზედაპირი — ქერქი — რუხი ნივთიერებებისგან არის წარმოქმნილი. ქერქის ქვეშ მოთავსებულია თეთრი ნივთიერება, რომლის სისქეში განლაგებულია ქერქქვეშა ბირთვები. ნახევარსფეროების ზედაპირი დანაოჭებულია. ღარები და ხვეულები საშუალოდ 2000—2500 სმ² — მდე ქერქის ზედაპირის ფართობს. ამ ფართობის 2/3-ზე მეტი ჩამალულია ღარებში. ქერქში 14 მილიარდამდე ნერონია.

ყოველი ნახევარსფერო ღარებით დაყოფილია შუბლის, თხემის, საფეთქლისა და კეფის წილებად. ყველაზე ღრმაა ცენტრალური ღარი, რომელიც შუბლის წილს თხემის წილისგან გამოყოფს და გვერდითი ღარი, რომელიც საფეთქლის წილს შემოსაზღვრავს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ლ. ნათაძე, ქსე, ტ. 4, გვ. 565, თბ., 1979