გოა’ულდი (ვარსკვლავთკარიბჭე)

ვიკიპედიიდან

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გოა'ულდები ვარსკვლავთკარიბჭის სამყაროს გამოგონილი არამიწიერ პარაზიტთა რასაა.

სექციების სია

[რედაქტირება] გოა'ულდთა მატლების წარმოშობა

გოა’ულდ დედოფალ ჰათორს ხელთ უპყრია გოა’ულდის მატლი

გოა'ულდებს წარმოშობენ „გოა'ულდი დედოფლები“, რომლებიც შეიძლება განვიხილოთ როგორც ჭიანჭველების დედოფლის შესატყვისი გოა'ულდთათვის. „გოა'ულდი დედოფლების“ ერთადერთი მიზანია გოა'ულდი მატლების წარმოქმნა და მათთვის თავიანთი ცოდნის გადაცემა გენეტიკური მეხსიერების წყალობით. გოა'ულდებს არ აქვთ სქესობრივი გამრავლების უნარი, დედოფლები თავად წარმოშობენ მატლებს და ამასთანავე, მათ შეუძლიათ გადაწყვიტონ გადასცენ თუ არა შთამომავლობას გენეტიკური მეხსიერება (მე-6 სეზონის მე-10 სერია: „დედოფალი“). გოა'ულდ დედოფლებს ნებისმიერი სხვა გოა'ულდივით შეუძლიათ სხვა არსების სხეულში შეძვრომა და პარაზიტირება (1-ელი სეზონის მე-13 სერია: „ჰათორი“). თავად გოა'ულდი დედოფლების წარმოშობა უცნობია.

გოა'ულდების მშობლიური პლანეტაა P3X-888 (მე-4 სეზონის მე-8 სერია: „პირველნი“)

[რედაქტირება] გოა'ულდების საზოგადოება

[რედაქტირება] გოა'ულდები და მასპინძლები

გოა'ულდებს ნორმალური არსებობისათვის სჭირდებათ ფიზიოლოგიურად უფრო განვითარებული ცხოველის სხეული, რომელშიც ისინი სახლდებიან, თავისი კონტროლის ქვეშ აქცევენ მასპინძლის უმაღლეს ნერვულ სისტემას, იქვემდებარებენ მის სხეულს, ანადგურებენ იმუნიტეტს და მას ანიჭებენ უფრო მეტ გამძლეობას საკუთარი იმუნური სისტემის ხარჯზე. პირველი მასპინძლები იყვნენ უნასები შემდეგ კი ჯერი ადამიანებზე მიდგა.

[რედაქტირება] ვარსკვლვათკარიბჭის მნიშვნელოვანი გოა'ულდები

[რედაქტირება] ანუბისი

[რედაქტირება] აპოფისი

[რედაქტირება] ბა'ალი

[რედაქტირება] ეგერია

[რედაქტირება] იუ

[რედაქტირება] ნირტი

[რედაქტირება] ოზირისი

[რედაქტირება] ქრონოსი

[რედაქტირება] რა

გოა'ულდ რას სიმბოლო
რა ფილმში „ვარსკვლავთკარიბჭე“

რა უზენაესი გოა'ულდი დიდი მეუფე იყო, მას ემორჩილებოდა ყველა სხვა მეუფე.

რა პირველი იყო გადაშენების პირას მყოფ გოა'ულდთაგან, რომელმაც მოახდინა ადამიანის პარაზიტირება უნასის ნაცვლად. ეს ათასობით წლის წინ მოხდა, დედამიწაზე ეგვიპტეში, მაშინ ადამიანები განვითარების ძალიან დაბალ დონეზე იყვნენ. მიუხედავად განვითარების დაბალი დონისა, ადამიანის გონებრივი შესაძლებლობა ბევრად უფრო დიდი აღმოჩნდა ვიდრე უნასისა, ამიტომაც რამ ადვილად შესძლო სხვა გოა'ულდების დამორჩილება. რას სხვა გოა'ულდებმაც მიჰბაძეს და მათაც მასპინძლებად ადამიანების აყვანა დაიწყეს.

რა მოკლე ხანში მთელი გალაქტიკის მბრძანებელი გახდა და დაიმონავა კაცობრიობა: დაიწყო დედამიწელთა გადასახლება გოა'ულდთა მიერ კონტროლირებულ საცხოვრებლად ვარგის სხვა პლანეტებზე, სადაც ისინი გამოიყენებოდნენ როგორც მონური სამუშაო ძალა ნაკვადის მაღაროებში. იმავდროულად დაიწყეს ადამიანების გამოყენება საომარ ძალადაც; გოა'ულდებმა შეჰქმნეს ჯაფების რასა. ჯაფები არიან ადამიანები, რომელთაც თხუთმეტი წლის ასაკში მუცლის ღრუში უნერგავენ სასიმბიოტე ჯიბეს, რათა მან შესძლოს მოზარდი გოა'ულდის სიმბიოტის შეფარება და ზრდასრულ ასაკამდე გამოზრდა.

მაგრამ ტაუ'რები (დედამიწელი ადამიანები), უფრო სწორედ კი, ძველი ეგვიპტელები, რომლებიც გათანგულები იყვნენ მონური შრომითა და სხვა პლანეტებზე გადასახლებით ჩვ. წ. ა-მდე მეოთხე–მესამე ათასწლეულების მიჯნაზე აუჯანყდნენ რას და აიძულეს დედამიწის დატოვება. ტაუ'რებმა ამოქოლეს ეგვიპტის ვარსკვლავთკარიბჭე, რითაც შეუძლებელი გახადეს მისი გამოყენება; რამ დედამიწა თავის უზარმაზარი პირამიდისებრი ხომალდით დატოვა.

მიუხედავად ამისა, რამ განაგრძო ბატონობა თითქმის მთელ ირმის ნახტომში. მის სამბრძანებლოში შედიოდა აგრეთვე პლანეტა აბიდოსი, სადაც იგი მოკლულ იქნა თავის დედა-ხომალდში დედამიწელთა თერმობირთვული ბომბის აფეთქების შედეგად, როდესაც იგი ცდილობდა თავი დაეღწია აჯანყებულ აბიდოსელთა რისხვისათვის. ამ აჯანყების მოთავენი დედამიწელები იყვნენ, რომელთაც შეაგულიანეს და შეაიარაღეს აბიდოსელები.


რა დაიღუპა 1996 წელს.

[რედაქტირება] სოკარი

თარგი:ესკიზი-ფანტასტიკა

პირადი ხელსაწყოები