იონი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Nitrate-ion-elpot.png

იონები (ბერძნ. ion [i̯oːn] — მოსიარულე), ელექტრულად დამუხტული ატომები ან ატომთა ჯგუფები (მოლეკულები, რადიკალები და სხვა), რომლებიც წარმოიქმნება მათ მიერ ელექტრონების (ან სხვადასხვა დამუხტული ნაწილაკის) დაკარგვის ან შეძენის შედეგად. მაიკლ ფარადეიმ 1834 წელს, როდესაც იკვლევდა მჟავების, ტუტეებისა და მარილების წყალხსნარებზე ელექტრული დენის მოქმედებას, დაუშვა, რომ ასეთი წყალხსნარების ელექტროგამტარობა განპირობებულია იონების მოძრაობით. დადებითად დამუხტულ იონებს, რომლებიც ხსნარებში უარყოფითი პოლუსისაკენ (კათოდისაკენ) მოძრაობენ, ფარადეიმ კატიონები უწოდა, ხოლო უარყოფითად დამუხტულებს, რომლებიც დადებითი პოლუსისაკენ (ანოდისაკენ) მოძრაობენ, — ანიონები. ამის შესაბამისად იონების მუხტის ნიშანი ან დადებითია, ან უარყოფითი, მუხტის სიდიდე დამოკიდებულია ატომის მიერ დაკარგული ან შეძენილი ელექტრონების რაოდენობაზე. მაგ., Na+, Ca+, Al3+, Cl, SO42−. იონები გვხვდება ნივთიერების ყველა აგრეგატულ მდგომარეობაში — აირებში, სითხეებში, კრისტალებში.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • სტატია „იონები“, ქსე, ტ. 5, გვ.196, თბ., 1980
მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=იონი&oldid=2378651“-დან