ეზრა პაუნდი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეზრა პაუნდი
დაბ. თარიღი 30 ოქტომბერი, 1885
გარდ. თარიღი 1 ნოემბერი, 1972
საქმიანობა პოეტი, ლიტერატურული კრიტიკოსი
ეროვნება ამერიკელი
მიმდინარეობა მოდერნიზმი

ეზრა ვესტონ ლუმის პაუნდი (30 ოქტ. 1885 - 1 ნოე. 1972) - გამოჩენილი ამერიკელი პოეტი, კრიტიკოსი და ინტელექტუალი. XX საუკუნის პირველი ნახ. მოდერნისტული მოძრაობის მნიშვნელოვანი წარმომადგენელი. პაუნდს დიდი წვლილი მიუძღვის მოდერნისტული ესთეტიკის წარმოჩენაში თანამედროვე პოეზიაში. XX ს-ის ოციან წლებში ნაყოფიერად მუშაობდა ამერიკელ და ბრიტანელ მწერლების ურთიერთ თანამშრომლობაში და დიდი წვლილი მიუძღვის იმ დროის გამოჩენილი პოეტების რობერტ ფროსტის, უილიამ უილიამსის, მარიან მურის, ერნესტ ჰემინგუეის, ტ.ს. ელიოტის და სხვათა ნაწარმოებთა წარმოჩენაში. პაუნდის მოღვაწეობამ და შემოქმედებამ დიდი გავლენა იქონია მის თანამედროვეებზე, განსაკუთრებით კი უილიამ ბატლერ იეიტსა და ჯეიმზ ჯოისზე.

ადრეული მოღვაწეობა[რედაქტირება]

პაუნდი დაიბადა აიდაჰოში. ბაბუამისი იყო ვისკონსინის გამგებელი, ხოლო დედის მხრივ ენათესაებოდა გამოჩენილ პოეტს ჰენრი ლონგფელოს. 1901 წ. 15 წლის ასაკში პაუნდი ჩაირიცხა პენსილვანიის უნივესიტეტში. 1905 წ. მიიღო ჰამილტონის კოლეჯის ბაკალავრის წოდება ფილოსოფიაში. 1906 წ. დაბრუნდა პენსილვანიის უნივესიტეტში და მიიღო მაგისტრის წოდება ფილოლოგიაში, რომანული ენების განხრით. ამ პერიოდის განმავლობაში დაუმეგობრდა გამოჩენილ ამერიკელ პოეტებს უილიამ უილიამსს და ჰილდა დულითლს. 1898 წლიდან გადავიდა ევროპაში. ერთი პერიოდი ცხოვრობდა ვენეციაში, ხოლო 1908 წ. გადავიდა ლონდონში, სადაც პრე-რაფაელიტების შემოქმედებამ მოხიბლა. პაუნდი ასევე, გატაცებული იყო შუა საუკუნეების რომანსული ლიტერატურით, და ნეო-რომანტიკული და ოკულტურ-მისტიკური ფილოსოფიით. პაუნდი აღიარებდა, რომ იმ დროის ყველაზე დიდი პოეტი იყო იეიტსი და 1913 წ. მას პირადად შეხვდა და დაუმეგობრდა. 1914 -15 წწ. პაუნდი და იეიტსი საცხოვრებლად გადავიდნენ სტოუნ კოტეჯში, სასექსში, სადაც იაპონურ ლიტერატურას სწავლობდნენ. ამ პერიოდში პაუნდი დაინტერესდა იაპონიაში მოღვაწე ამერიკელი პროფესორის ერნესტ ფინელოსას ნაშრომებით. შემდგომში, პაუნდმა გამოიყენა ფინელოსას ნაშრომები თავის ე.წ. იდეოგრამულ მეთოდში. 1914 წ. პაუნდმა იქორწინა დოროთი შექსპირზე, რომელიც იყო იეიტსის საყვარლის, ნოველისტ ოლივია შექსპირის ქალიშვილი. პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ფაუნდმა წამოიწყო იმაჟისტური მოძრაობა და ჩამოაყალიბა ვორტისიზმი. სწორედ ამ ორმა მიმდინარეობამ განაპირობა ინგლისურენოვანი მოდერნიზმის დაბადება. პაუნდმა და მისმა თანამოაზრეებმა აღმოაჩინეს შემდგომში ისეთი სახელმოხვეჭილი პოეტები, როგორიც იყვნენ, ჯოისი, ფროსტი, ლევისი, ვესტი, უილიამსი, ალდინგტონი, მური და სხვ. ფაუნდი დაინტერესებული იყო ჩინური პოეზიითაც და 1915 წ. გამოაქვეყნა თარგმნილ ლექსთა მცირე კრებული ”ჩინეთი” (Cathay), რომელიც პირველ მსოფლიო ომს ეძღვნება. ჩინური პოეზიის სხვა ამერიკელი მთარგმნელებისგან განსხვავებით, ფაუნდმა ბოლორითმოვანი წყობის ნაცვლად ვერლიბრი არჩია. კრიტიკოსთა თვალსაზრისით ამ ლექსებში ყველაზე თვალსაჩინოდ გამოიხატა პაუნდის იმაჟისტური პოეტიკა. კრიტიკოსი ჰიუ კენერი თავის წიგნში ”ფაუნდის ეპოქა” აღნიშნავს, რომ პაუნდის უმთავრესი მიღწევაა თუ როგორ უთავსებს იგი ძალადობისა და მეგობრობის მედიტაციებს ინგლისურენოვანი პოეზიის გაანალიზების მცდელობას.

პარიზი[რედაქტირება]

პირველმა მსოფლიო ომმა პაუნდს იმედები გაუცრუა ევროპულ ცივილიზაციაზე; მან მალე დატოვა ლონდონი და 1920 წ. გადავიდა პარიზში. პარიზში პაუნდი დაუახლოვდა დადაიზმის და სურეალიზმის გამოჩენილ წარმომადგენლებს. პაუნდს მეგობრული დამოკიდებულება ჰქონდა ჰემინგუეისთანაც, რომელსაც სთხოვა ბოქსი ესწავლებინა მისთვის. ჰემინგუეი მოგვიანებით აღნიშნავდა, რომ ფაუნდს ვერაფრით ვერ ასწავლა მარცხენა ჰუკი. ამ პერიოდში პაუნდი კვლავ აგრძელებდა ”კანტოს”-ზე (The Cantos) მუშაობას. ამ პოემაში გამოვლინდა ფაუნდის დაინტერესება პოლიტიკითა და ეკონომიკით. ცნობილი ამერიკელი ავანგარდისტი კომპოზიტორის ჯორჯ ანთეილის დახმარებით პაუნდმა დაწერა ორი ოპერა და რამდენიმე ნაწარმოები სოლო ვიოლინოსთვის. 1922 წ. პაუნდმა გაიცნო მევიოლინე ოლგა რუჯი, რომელთანაც მას 1925 წ. შეეძინა ქალიშვილი მერი (პაუნდის ერთადერთი ბიოლოგიური შვილი).

პოლიტიკური შეხედულებები[რედაქტირება]

ეზრა პაუნდის ფოტო დაკავებისას, 1945 წ.

1924 წ. პაუნდი მეუღლესთან ერთად ისევ იტალიაში დაბრუნდა. აქ იგი პატრონობდა შემდგომში გამოჩენილ მოქანდაკეს ჰეინც ჰენგს. ქ. რაპალოში პაუნდი ორგანიზებას უწევდა კლასიკური მუსიკის კონცერტებს. პაუნდმა პუბლიკას ინტერესი გაუღვიძა ანტონიო ვივალდისადმი, რომლის შემოქმედებაც მივიწყებული იყო ევროპაში. 1933 წ. პაუნდი პირადად შეხვდა ბენიტო მუსოლინის. მალე პაუნდს შესთავაზეს გამოსულიყო რადიოგადაცემებში. 1939 წ. პაუნდი დაბრუნდა ამერიკაში, სადაც აპირებდა სამუდამოდ დარჩენას, მაგრამ მალე ისევ იტალიაში დაბრუნდა. 1942 წ. ერთ-ერთ რადიოგადაცემაში პაუნდმა განაცხადა: ”ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანმა, მათ შორის ახირებულმა ბრიტანელმა პარლამენტარებმაც იციან, რომ ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი ამჯობინებს ფაშიზმს, და არა კომუნიზმს, თუ ეცოდინება რამდენიმე კონკრეტული ფაქტი ორივეზე”. გაზეთებში, ისევე როგორც რადიო გადაცემებში ფაუნდი პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ თემებზე საუბრობდა და გამოდიოდა მევახშეობის წინააღმდეგ. პაუნდის აზრით ეკონიმიკური საკითხი - მთავარი განმაპირობებელი ფაქტორი იყო მეორე მსოფლიო ომში. მისი აზრით მთავრობაში ბანკირთა ინფილტრაციამ და ცენტრალურმა ბანკებმა განაპირობეს წარმომადგენლობითი დემოკრატიის უზურპირება. ეკონომიკური თავისუფალება ქვაკუთხედი უნდა ყოფილიყო ყველა თავისუფალი ქვეყნისთვის. პაუნდი არ ამართლებდა ამერიკის შეერთებული შტატების ჩართვას ომში და ამისთვის პირად კონტაქტებსაც კი იყენებდა ვაშინგტონში. პაუნდის ზოგიერთ გამოსვლაში შეიმჩნეოდა ანტისემიტიზმიც. ჰ. კარპენტერის აზრით ამერიკაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც პაუნდის ყოველ სიტყვას ემხრობოდნენ. პაუნდის გამოსვლებს თვალყურს ადევნებდა აშშ. მონიტორინგის სამსახური; (მასალები დაცულია აშშ კონგრესის ბიბლიოთეკაში). მუსოლინის რეჟიმის დაცემის შემდეგ პაუნდი დააპატიმრეს და გადაიყვანეს პიზაში, აშშ-ის დაკავებულთა ბანაკში. 25 დღის განმავლობაში პაუნდი ღია საპატიმროში იმყოფებოდა და ნერვული შოკი განიცადა. ამ პერიოდში მან დაწერა ლექსები, სახელწოდებით ”პიზას სიმღერები”, სადაც წარმოდგენილია პოეტის ფიქრები პირად მდგომარეობასა და განადგურებულ ევროპაზე. ლექსებმა 1949 წ. მოიპოვეს აშშ-ის კონგრესის ბიბლიოთეკის ბოლინგენის პრიზი.

ომის შემდეგი პერიოდი[რედაქტირება]

ომის შემდეგ ეზრა პაუნდი შტატებში გადაიყვანეს, სადაც მას ბრალი დასდეს სახელმწიფო ღალატში. სპეციალურმა ფედერალურმა ჟიურიმ პაუნდი სასამართლო პროცესისთვის უუნაროდ სცნო. პოეტი გადაიყვანეს წმ. ელისაბედის საავადმყოფოში, სადაც მან ლიტერტურული მუშაობა განაგრძო. პაუნდს ხშირად სტუმრობდნენ სხვადასხვა გამოჩენილი მოღვაწეები. საბოლოოდ, მრავალრიცხოვანი თხოვნის და შუამდგომლობის საფუძველზე ფაუნდი გაათავისუფლეს. ის იტალიაში დაბრუნდა, სადაც ”სიმღერებზე” განაგრძო მუშაობა. პაუნდი გარდაიცვალა 87 წლის ასაკში. ქ. ვენეციაში. დაკრძალულია სან-მიქელეს სასაფლაოზე.

ლიტერატურა[რედაქტირება]