ვერლიბრი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერლიბრი - (ფრანგ. vers libre - თვისუფალი ლექსი) ურითმო ლექსი, რომლის ტაეპები არათანაზომიერია და მარცვალთა რაოდენობა ნებისმიერი. თავისუფალია აგრეთვე ტაეპების შეწყობა და სტროფული კომპოზიცია, მაგრამ აუცილებელია ტაეპთა სალექსო სტრიქონებად განლაგება და რიტმულ-ინტონაციური შეწყობა.

ვერლიბრმა განსაკუთრებული პოლულარობა მოიპოვა დასავლეთ ევროპაში, XIX საუკუნის ბოლოსა და XX საუკუნის დასაწყისში, სიმბოლისტი პოეტების შემოქმედებაში.