გოგიტა გოგუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გოგუა.
გოგიტა გოგუა
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გოგიტა გოგუა
დაბადების
თარიღი
4 ოქტომბერი, 1983 (1983-10-04) (40 წლის)
დაბადების
ადგილი
ჩხოროწყუ, საქართველოს სსრ
სიმაღლე 172 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
ახალგაზრდული კარიერა
1992 21 საუკუნე (თბილისი)
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1999–2000 გურია ლანჩხუთი 1 (0)
2001–2002 დინამო-2 თბილისი 12 (0)
2002–2003 მერანი–91 თბილისი 1 (0)
2003–2005 სკ თბილისი 41 (0)
2005   დინამო თბილისი 0 (0)
2005 ხიმკი 5 (0)
2006 სპარტაკი ნალჩიკი 23 (2)
2007 სატურნი 15 (0)
2008-2010 სპარტაკი ნალჩიკი 60 (5)
2009   ტერეკი გროზნო 5 (0)
2011 ვოლგა ნიჟნი ნოვგოროდი 13 (1)
2012 დინამო თბილისი 14 (3)
2012-2013 დილა გორი 22 (2)
2013 სკა-ენერგია ხაბაროვსკი 24 (4)
ეროვნული ნაკრები
2004-2005 საქართველო 21 წლ. 4 (0)
2005-2012 საქართველო 27 (1)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“ 2011

გოგიტა გოგუა (დ. 4 ოქტომბერი, 1983, ჩხოროწყუ) — ქართველი ფეხბურთელი, ნახევარმცველი.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საკლუბო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოგიტა გოგუა ცხრა წლის ასაკში ბიძამ თბილისის ერთ-ერთ საფეხბურთო სექციაში შეიყვანა. მისი პირველი გუნდი იყო „21-ე საუკუნე“, შემდეგ თბილისის „დინამოშიც“ მოხვდა. იქ, გოგიტას თამაში არ აეწყო და ფეხბურთიდან 16 ასაკში წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. სამი წლის შემდეგ ფეხბურთის მწვრთნელმა ჯემალ ჩიმაკაძემ გოგიტა ფეხბურთში დააბრუნა. გოგუამ ჩიმაკაძის ხელმძღვანელობით ვარჯიში განაახლა და საფეხბურთო კლუბ „თბილისში“ გადავიდა. იმ დროს, თბილიურ კლუბს წვრთნიდა გიორგი დევდარიანი, რომელიც ენდო ახალგაზრდა ფეხბურთელს და ათამაშა. გოგუას თამაში რუსული „ხიმკიში“ მომუშავე ანდრეი ჩერვიჩენკომ შეამჩნია და ქართველი ფეხბურთელი მიიწვია. თუმცა „ხიმკიში“ გადასვლის შემდეგ, გოგუას სათამაშო დრო არ მიეცა. სეზონის დასრულების შემდეგ ქართველი ფეხბურთელი ნალჩიკის „სპარტაკში“ გადავიდა და ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამავე დროს რუსებმა სეზონის ერთ-ერთ საუკეთესო ლეგიონერად და პრემიერლიგის საუკეთესო დებიუტანტად დაასახელეს. 2006 წლის სეზონში გოგუამ რუსეთის საფეხბურთო ჩემპიონატში 23 მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა. 2006 წლის ბოლოს გუნდთან კონტრაქტი ამოეწურა. პრესაში განიხილებოდა გოგუას შოტლანდიურ „ჰართსში“ გადასვლა, თუმცა კომერციული ინტერესების გამო ეს ტრანსფერი ჩაიშალა. უთამაშებელმა ქართველმა ფეხბურთელმა კარიერის გაგრძელება ისევ რუსეთის პრემიერლიგაში, საფეხბურთო კლუბ „სატურნში“ გააგრძელა და სამწლიანი კონტრაქტიც გააფორმა. ამ გუნდის მაისურით სულ 15 მატჩი ჩაატარა. 2008 წლის დასაწყისში გოგიტა გოგუა ნალჩიკში დაბრუნდა და ისევ 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. 2009 წლის სეზონში კლუბმა საფეხბურთო კლუბ გროზნოს „ტერეკში“ გაანათხოვრა, ჩეჩნური კლუბის მაისური გოგიტამ 5-ჯერ მოირგო. 2010 წელს კვლავ ნალჩიკურ კლუბში დაბრუნდა და კარგი სეხონი ჩაატარა. 2011 წლიდან გოგიტა გოგუა რუსეთის რემიერლიგაში ახალგადმოსულ ნიჟნი ნოვგოროდის „ვოლგაში“ ასპარეზობდა, 2012 წელს კლუბთან შექმნილი პრობლემების შემდეგ დაბრუნდა სამშობლოში და 2012 წლის იანვრიდან თამაში თბილისის „დინამოში“ განაგრძო, სადაც ერთ-ერთი წამყვანი ფეხბურთელი გახდა. იმავე წლის ივლისში გოგუა გორის „დილას“ შუერთდა და ერთი სეზონი გორის კლუბში გაატარა. 2013 წლის ივლისში გოგიტა სათამაშოდ ხაბაროვსკის „სკა-ენერგიაში“ გადავიდა.

სანაკრებო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოგიტა გოგუას პირველი სანაკრებო თამაში იყო ლიტვასთან, სადაც ურიგო შთაბეჭდილება არ დაუტოვებია. ამას მოჰყვა მატჩები 2006 წლის მსოფლიოს შესარჩევ მატჩებში, საბერძნეთთან და თურქეთთან, ამ უკანასკნელში გოლიც გაიტანა. „ხიმკიში“ უთამაშებლობის მიუხედავად ეროვნული ნაკრების მწვრთნელები მაინც ენდობოდნენ, რადგანაც გოგუა ყოველთვის ბოლომდე იბრძოდა და მეტოქეს ტოლს არ უდებდა. ევროპის 2008 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში გოგუამ, მხოლოდ ორი თამაში ჩაატარა. სწორედ ამ დროს მოუვიდა კონფლიქტი ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ კლაუს ტოპმიოლერთან, რის შემდეგადაც გერმანელმა საერთოდ მოკვეთა ნაკრებიდან. გოგიტას არც არგენტინელი ექტორ კუპერი იძახებდა ნაკრებში. ნაკრების ახალმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ 2010 წლის 3 მარტს გოგიტა გოგუა ესტონეთთან ამხანაგურ მატჩში გამოიძახა და პლეიმეიკერის პოზიციაზე ათამაშა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]