ბაჯითი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| სოფელი
ბაჯითი
|
ბაჯითი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (სარეკის თემი). მდებარეობს რაჭის ქედის სამხრეთი შტოქედის დაბოლოებაზე, საჩხერის ქვაბულის დასავლეთ კიდეზე. მდინარე ჯრუჭულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 640 მეტრი, საჩხერიდან 5 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 857 კაცი.
სექციების სია |
[რედაქტირება] ეკონომიკა
სოფლის მოსახლეობა ძირითადად აწარმოებს სიმინდს და ლობიოს. სოფელში ასევე მისდევენ მევენახეობას (გავრცელებული ჯიშებია ციცქა, ცოლიკოური, ქვიშხური, ძელშავი). სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.[2]
[რედაქტირება] ღირსშესანიშნაობები
სოფელში არის შუა საუკუნეების სამების ერთნავიანი ეკლესია. ეკლესიაზე არის ცხრასტრიქონიანი ლაპიდარული წარწერა, რომელიც ნუსხურითაა შესრულებული. [3]
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 257, თბ., 1977 წელი.
[რედაქტირება] სქოლიო
- ↑ 2002 წლის აღწერის შედეგები
- ↑ ა/ო მწვანე ალერნატივა
- ↑ ბოჭორიძე გ. იმერეთის ისტორიული ძეგლები. თბილისი ,1995, გვ.216-218.
|
||||||||