გამოღმა არგვეთი
| სოფელი
გამოღმა არგვეთი
|
არგვეთი - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, გორისის თემში. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 815 კაცი. სოფელში დაიბადა ქართველი პოეტი პაოლო იაშვილი. სოფელში არის საბაზო სკოლა [2].
[რედაქტირება] ეტიმოლოგია
არგვეთი ანუ მარგვეთი ისტორიული სახელწოდებაა, ოღონდ წინათ ეს სახელი რქმევია არა მხოლოდ ერთ ან ორ სოფელს, არამედ მთელ მხარეს, ქვეყანას, რომელიც, ძველი ქართველი ისტორიკოსის, ლეონტი მროველის, ცნობით, ლიხის მთიდან რიონამდე იყო გაშლილი, ე. ი. დაახლოებით დღევანდელი ზემო იმერეთის ტერიტორიას მოიცავდა. ამ სახელის მიხედვით ნაწარმოებია გვარები: მარგველი, მარგველაძე, მარგველაშვილი.
მარგვეთ-ში მ თავსართია, ხოლო ეთ - ქართულ გეოგრაფიულ სახელებში გავრცელებული სუფიქსი. ამრიგად, ფუძედ გვრჩება არგვ. იგივე ფუძე გამოიყოფა სიტყვაში მ-არგ-ალი (”მ-ეგრ-ელ-ი”) საწინააღმდეგო მოსაზრების თანახმად სიტყვა „მ-არგ-ალი" მიღებულია მ-აგრ-ალის მეტათეზისით და ნიშნავს ეგრისელს და არა არგვეთელს. ამდენად "მარგალში" "არგ" ფუძე არაა იგივე, რაც "არგვეთში", არამედ განსხვავებული, "აგრ" ფუძეა.[3]
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ჭუმბურიძე ზურაბ, რა გქვია შენ?, თბილისი 1966, გვ. 46-47
[რედაქტირება] სქოლიო
|
||||||||