დარყა - სოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში (ჭალის თემი), მდებარეობს იმერეთის პლატოზე, მდინარე ყვირილის მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 590 მეტრი, საჩხერიდან 13 კილომეტრი. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 540 კაცი.
[რედაქტირება] დარყის ჭაბუკმთის ძეგლები
სოფლის ტერიტორიაზეც არის ჭაბუკმთის ნამოსახლარი, რომელიც შუა საუკუნეებში ჭაბუკმთა დიდი დაბა იყო, რასაც ადასტურებს მის ტერიტორიაზე შემონახული 3 დარბაზული ეკლესია. მათგან ძლიერ დაზიანებულია "ბერეკლესია", შედარებით უკეთ შემონახულია წმინდა გიორგის დარბაზული ეკლესია (ვარაუდით VIII-IX სს.). მესამე ეკლესია, "საღმრთო საყდარი", ერთიანად დანგრეულია, მაგრამ მის ტერიტორიაზე გადარჩენილია მოჩუქურთმებული სვეტები.
[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში