არგვეთი (საჩხერის მუნიციპალიტეტი)

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არგვეთი.
სოფელი
არგვეთი


ქვეყანა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი არგვეთი
ზღვის დონიდან 600
მოსახლეობა 985 [1] კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები

არგვეთისოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ბახიოთი, ირტავაზა, იცქისი, მახათაური, სავანე, შალაური, ცხამი).

მდებარეობს იმერეთის მაღლობზე, მდინარე ლაშურის (ყვირილის შენაკადი) მარცხენა ნაპირზე. ზღვის დონიდან 600 მ, საჩხერიდან 7 კმ. 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 945 კაცი. სოფელში არის საჯარო სკოლა [2]სოფელში არის კვარციანი ქვიშის კარიერი.[3]

სექციების სია

[რედაქტირება] ისტორია

არგვეთში, მდინარე ლაშურის მარცხენა ნაპირზე, 1936-1964 წლებში გათხარეს (რ. აბრამიშვილი) ადრინდელი ბრინჯაოს ხანის (ძვ. წ. აღ. III ათასწლეული) სამოსახლო ბორცვი. აღმოჩენილია ნაგებობათა ბათქაშით შელესილი ძელური კედლები, თიხატკეპნილი იატაკები, წრიული მოყვანილობის კერები, ე. წ. მტკვარ-არაქსის კულტურისათვის დამახასიათებელი თიხის ჭურჭელი, ლითონის ჩამოსასხმელი ყალიბის ნატეხი, ირმის რქისაგან დამზადებული მიწის დასამუშავებელი პრიმიტიული იარაღი, კაჟის ნამგლის პირები, ორფრთიანი, ყუნწიანი კაჟის ისრის პირები, კერის თიხის მოდელი და სხვა ნივთები. ბორცვი დასახლებული ყოფილა გვიანდელი ბრინჯაოს ხანაშიც (ნაპოვნია ფოთლისებრი სატევრები). აღმოჩენილია აგრეთვე I-III საუკუნეების ორმოსამარხები. ხელფეხმოკეცილ მიცვალებულებს ჩატანებული აქვთ გამომწვარი თიხის ხელადები, პასტის მძივები, ბრინჯაოს მშვილდსაკინძები, საყურეები, ფრინველისგამოსახულებიანი საკიდები, აბზინდები, რომლებზედაც ფანტასტიკური ცხოველებია გამოსახული, და სხვა ნივთები. გათხრის დროს აღმოჩენილია აგრეთვე ფეოდალური ხანის ციხე-დარბაზი, ეკლესია, საცხოვრებელი და სამეურნეო შენობები (მარცვლეულის შესანახი ხაროები, მარნები). ძეგლის ზედა ქრონოლოგიური საზღვარია XIII საუკუნე.

[რედაქტირება] ცნობილი ადამიანები

სოფელში დაიბადა ქართველი პოეტი მუხრან მაჭავარიანი

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები