კორბოული

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
სოფელი
კორბოული


ქვეყანა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი საჩხერის მუნიციპალიტეტი
თემი კორბოული
ზღვის დონიდან 790
მოსახლეობა 3467 [1] კაცი (2002)
ეროვნული
შემადგენლობა
ქართველები
სარწმუნოებრივი
შემადგენლობა
მართლმადიდებლები

კორბოულისოფელი საჩხერის მუნიციპალიტეტში, თემის ცენტრი (სოფლები: ნიგვზარა, შომახეთი). 2002 წლის აღწერის მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 3647 კაცი. სოფელში მოიპოვება პენზა. სოფელში არის ორი საჯარო სკოლა [2][3] და საექიმო ამბულატორია. სოფელში გადის გომი-საჩხერის სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზა.

სექციების სია

[რედაქტირება] გეოგრაფია

მდებარეობს ზღვის დონიდან 790 მეტრი, საჩხერიდან 18 კილომეტრი, თბილისიდან - 145 კმ, ხაშურიდან - 55 კმ, ჭიათურიდან - 25 კმ.

კორბოულს ესაზღვრება: ჩრდილოეთიდან გორისა, მოძვი და ჯალაურთა, სამხრეთიდან მდინარე ძირულა, სოფლები ხვანი, ჭალვანი და ლიჩი. აღმოსავლეთიდან შიდა ქართლის მხარისსოფლები, ხოლო დასავლეთიდან ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლები - ბერეთისა და უსახელო. სოფლის ტერიტორიას ჩრდილოეთიდან აკრავს შინმოუსვლელთა გორა და მდინარე ფრონე. სამხრეთიდან მდინარე ძირულას ხეობა. აღმოსავლეთიდან ეწრების და ესიების სერები.

არის როგორც ფართო ფოთლოვანი, ასევე წიწვოვანები ტყე. ნიადაგის სახეებიდან წარმოდგენილია: მთის,ეწერი, ტუტე და ალუვიური ნიადაგები. სოფლის ფართობი შეადგენს 7,5 კმ2-ს. სახნავ ფართობებს უკავია 2150 ჰა, საძოვარს - 1315 ჰა, მრავალწლიანი ნარგავებს - 7 ჰა, სათიბს - 40 ჰა, ტყესა და ბუჩქნარს - 3098 ჰა. სოფელში მიედინება მცირე მდინარეები გაბანდულა, საკანაფურა, საჩქეფელა და სხვა. მთავარი მდინარეა დუმალა.ის პერიოდულად შრება. კორბოულისა და ბერეთისის საზღვარზე მოწყობილია დიდი წყალსაცავი, საიდანაც წყალი იტუმბება ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსარწყავად.

[რედაქტირება] რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება] ლიტერატურა

[რედაქტირება] სქოლიო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები