ბარდა (ქალაქი)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარდა.
ქალაქი
ბარდა
Bərdə
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რეგიონი ბარდა
კოორდინატები 40°22′59″ ჩ. გ. 47°07′07″ ა. გ. / 40.38306° ჩ. გ. 47.11861° ა. გ. / 40.38306; 47.11861
ქალაქი 1967  წლიდან
მოსახლეობა 37 900 კაცი (2006)
დროის სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +994 100
საფოსტო ინდექსი AZ 0900

ბარდა (ქალაქი) მდებარეობა აზერბაიჯანი

Red pog.svg

ბარდა, ბარდავი (აზერბ. Bərdə), (არაბ. - ბერდაა, სომხ. - პარტავი), ქალაქი აზერბაიჯანში, ყარაბაღის ვაკეზე, მდინარე ტერტერის ორივე ნაპირას, ბარდის რაიონის ცენტრი.

დღევანდელი ბარდიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ისტორიული ბარდავის ნანგრევებია. როგორც ჩანს, ქალაქი აქ უკვე IV საუკუნეში არსებობდა. V საუკუნეში ბარდავი ალბანეთის მეფეების და ალბანეთის ქრისტიანული ეკლესიის სატახტო ქალაქი იყო, ისევე როგორც მნიშვნელოვანი სავაჭრო და კულტურული ცენტრი. VIII საუკუნის დასაწყისში არაბებმა დაიპყრეს. ქალაქი საქარავნო გზების შესაყარზე მდებარეობდა და მსხვილი სავაჭრო-სახელოსნო ცენტრი იყო. X საუკუნეში სალარიდებს ემორჩილებოდა, იმავე საუკუნეში ჩრდილოეთიდან მოსულმა რუსებმა დაიკავეს. 1192-1193 წლებში ქართველთა ჯარმა დალაშქრა. შემდგომ საუკუნეებში განუწყვეტელი ომების შედეგად ქალაქი დაკნინდა. XVIII საუკუნის I ნახევარში თათარ-მონღოლთა ლაშქრობების შემდეგ ბარდავი სოფლად გადაიქცა.

ღირსშესანიშნაობა[რედაქტირება]

ბარდავში შემონახულია შუა საუკუნეების ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლი - მავზოლეუმი (1322, ხუროთმოძღვარი აჰმედ ეიუბ ალ-ჰაფიზ-ოღლუ). მდიდრულად შემკული ორპორტალიანი, აგურით ნაგები ცილინდრული ფორმის კოშკი მოპირკეთებულია უბრალო და მოჭიქული აგურით. იქვე ახლოს მეორე, ე. წ. ახსადანბაბას (XIV ს.) მავზოლეუმის ნანგრევებია (როგორც ჩანს, აგებულია იმავე ხუროთმოძღვრის მიერ), შემორჩენილია აგრეთვე იმამ-ზადეს მავზოლეუმ-მეჩეთი (XVII-XIX საუკუნეები).