კახი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
კახი
Qax
İçəri bazar8.jpg
დროშა
დროშა
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 41°25′21″ ჩ. გ. 46°55′27″ ა. გ. / 41.42250° ჩ. გ. 46.92417° ა. გ. / 41.42250; 46.92417
ქალაქი 1967  წლიდან
მოსახლეობა 12,750 კაცი (2008)
დროის სარტყელი UTC+4 +5
სატელეფონო კოდი +994 144

კახი მდებარეობა აზერბაიჯანი

Red pog.svg

კახი (აზერ. Qax) — ქალაქი (1967 წლამდე დაბა) აზერბაიჯანში. კახის რაიონის ცენტრი. გაშენებულია კავკასიონის სამხრეთ კალთის ძირში, მდინარე ქურმუხჩაის (ალაზნის მარცხენა შენაკადი) ნაპირას. ხის დასამუშავებელი და სამრეეწველო კომბინატები, საყოფაცხოვრებო მომსახურების საწარმოები, ხილსაკონსერვო და ყველ-კარაქის ქარხნები. ქალაქის მიდამოებში განვითარებულია მეთამბაქოეობა, მებაღჩეობა და მებაღეობა. ისტორიულად კახი საქართველოს აღმოსავლეთ განაპირა პროვინციის ჰერეთის მნიშვნელოვანი პუნქტი იყო. 1918-1921 წლებში კახი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ზაქათალის ავტონომიურ ოლქში შედიოდა. 1920 წლის 7 მაისის ხელშეკრულებით რუსეთის ფედერაციამ ზაქათალის, კახის და ბელაქნის რაიონები საქართველოს განუყოფელ ნაწილად აღიარა. 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მითითებით კახის რაიონი ზაქათალის და ბელაქნის რაიონებთან ერთად უკანონოდ ჩამოაშორეს საქართველოს და აზერბაიჯანს გადასცეს.

გალერეა[რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=კახი&oldid=2741626“-დან