სტეფანაკერტი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ხანქენდი)
|
ქალაქი
|
სტეფანაკერტი (აზერ. Xankəndi - ხანქენდი; სომხ. Ստեփանակերտ - სტეფანაკერტი; 1923 წლამდე სოფელი ხანქენდი; ძველი სახელი ეწოდა სტეფანე შაუმიანის პატივსაცემად) — ქალაქი აზერბაიჯანში, ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის ცენტრი, ყარყარჩაის ხეობაში; თვითაღიარებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დედაქალაქი. რკინიგზის სადგური – აღდამიდან 26 კმ, ევლახ-ნახიჩევანის საავტომობილო გზაზე. განვითარებულია მსუბუქი (აბრეშუმის კომბინატი, ფეხსაცმლის, ხალიჩების, სამკერვალო ფაბრიკები) და კვების (ღვინის ქარხანა, რძის კომბინატი) მრეწველობა. არის ელექტროტექნიკური, ასფალტბეტონის ქარხნები, საშენ მასალათა კომბინატი, ავეჯის ფაბრიკა.
ლიტერატურა[რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 9, გვ. 566-567, თბ., 1985 წელი.
|
||||||||||