მინგეჩაური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
მინგეჩაური
Mingəçevir
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 40°46′12″ ჩ. გ. 47°02′56″ ა. გ. / 40.77000° ჩ. გ. 47.04889° ა. გ. / 40.77000; 47.04889
მმართველი Q61122549?
დაარსდა 4 თებერვალი, 1954
ამჟამინდელი სტატუსი 1948
ფართობი 47 კმ²
ცენტრის სიმაღლე 545±1 მეტრი
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 98 800 კაცი (2012)
სასაათო სარტყელი UTC+4
საფოსტო ინდექსი AZ 4500
საავტომობილო კოდი 45[1]
ოფიციალური საიტი http://mingechevir-ih.gov.az/
მინგეჩაური — აზერბაიჯანი
მინგეჩაური

მინგეჩაური (აზერ. Mingəçevir) — აზერბაიჯანის სიდიდით მეოთხე ქალაქი. მდებარეობს მდინარე მტკვრის ორივე ნაპირზე.

აზერბაიჯანში 2012 წელს მოსახლეობის აღწერის მიხედვით ქალაქში დაახლოებით 115 ათასი ადამიანი ცხოვრობდა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი მინგეჩაური დაარსდა 1945 წელს მინგეჩაურის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით. ქალაქის სტატუსი მიიღო 1948 წელს.

მინგეჩაურის რაიონში აღმოჩენილია მრავალფნოვანი არქეოლოგიური კომპლექსი (ძვ. წ. III ათასწლეული - ახ. წ. XVII სს.) შესწავლა დაიწყო XIX საუკუნის მიწურულიდან. სისტემატიური გათხრები მიმდინარეობდა 1946-1953 წლებში (ხელმძღვანელი ს. გაზიევი). ყველაზე ადრეულია ძვ. წ. III ათასწლეულის №1 ნამოსახლარის ქვედა ფენა და სამარხები, რომლებიც მტკვარ-არაქსის კულტურას განეკუთვნება.

ქვა ალბანური წარწერებით

ამავე ნამოსახლარის შუა ფენა, ორმოსამარხები და გორასამარხები გენეკუთვნება ხოჯალი-გოდაბეიურ კულტურას (ძვ. წ. II ათასწლეული - I ათასწლეულის დასაწყისი). შესწავლილია ამ ხანის ნასახლარები, სამეურნეო ორმოები, კერამიკული ქურები და 200-ზე მეტი სამარხი. აღმოჩენილია ძვლის საკრავები (სტვირი-ფლეიტები). ადრინდელი რკინის ხანისაა (ძვ. წ. VIII-II საუკუნე) ამავე ნამოსახლარის ზედა ფენა და რამდენიმე სამარხეული კომპლექსი. განსაკუთრებულ ჯგუფს ქმნის ძვ. წ. II-ახ. წ. I საუკუნის 300-ზე მეტი ქვის სამარხი. გათხრილია აგრეთვე 30-ზე მეტი სამეთუნეო ქურა.

შუა საუკუნეების ძეგლია №2-3 (III-XIII საუკუნეები) და №4 (XIV-XVII საუკუნეები) ნამოსახლარები, V-VIII საუკუნეების ალბანურ-ქრისტიანული ტაძარი, ქრისტიანული და მუსლიმანური სამარხები და სხვ.

საყურადღებოა ჯვრის ქვის ბაზისი და კერამიკული სასანთლეების ფრაგმენტები, რომლებზეც ალბანური წარწერებია შემორჩენილი.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში არსებობს საწარმოები: აზერკბელი, აზერიოლნეფტმედენმაში, საიზოლაციო მასალების ქარხნები, რეზინის ტენიკური გადამუშავების ქარხნები, ტექსტილის კომბინატი, შპს "ინტერენერჟი". ქალაქში არის საწარმო კომპიუტერებისა და სხვა საოფისე ტექნიკის წარმოებისთვის.

მინგეჩაურის წყალსაცავი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წყალსაცავი აშენებულია მტკვარზე. მდებარეობს ზღვის დონიდან 71 მეტრ სიმაღლეზე. სიგრძე — 70 კილომეტრი, სიგანე — 18 კილომეტრი, ზედაპირის ფართობი — 605 კმ², მოცულობა — 16,1 კმ³, უდიდესი სიღრმე — 75 მეტრი, საშუალო სიღრმე — 27 მეტრი. იგი ივსებოდა 1953 წლიდან 1959 წლამდე. წყალსაცავის შექმნის მიზანი იყო ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, წყლის ტრანსპორტის განვითარება, ისევე, როგორც ნაკადის რეგულირება და წყალდიდობის აღმოფხვრა მდინარე მტკვრის ქვედა ნაწილში. მისგან სათავეს იღებს ზემო ყარაბაღისა (172 კმ.) და ზემო შირვანის (123 კმ.) სარწყავი არხები.

ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1989 წლის 15 აპრილიდან 2006 წლის აპრილამდე ქალაქში ტროლეიბუსი ფუნქციონირებდა. არის რკინიგზის სადგური, ავტოსადგური. ქალაქი უკავშირდება ქვეყნის ქალაქებსა და რეგიონებს ავტობუსისა და მარშრუტების მეშვეობით. არსებობს რკინიგზის სამგზავრო მომსახურება, სამგზავრო მატარებელი მინგეჩაური-ბაქო.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინგეჩაური

ქალაქში მუშაობს სახელმწიფო დრამატული თეატრი, თოჯინების თეატრი და რეგიონული ისტორიული მუზეუმი.

ქალაქს აქვს ფერწერული ხელოვნების მუზეუმ-გამოფენა, რომლის კოლექციაში აზერბაიჯანული მხატვრების ნამუშევრებია. ქალაქში მოქმედებს თექვსმეტი საჯარო ბიბლიოთეკა, რომლებიც მოიცავს 406,677 წიგნს. აბონენტთა რაოდენობა ამ ბიბლიოთეკებში შეადგენს 46,282.

ასევე არსებობს სიმღერისა და მუსიკის წრეები, ასევე კომპიუტერების მომზადების კურსები, სამკერვალო, სამაგიდო თამაშები და ხელოვნების წრეები.

მინგეჩაურის ისტორიული მუზეუმი დაარსდა 1968 წლის იანვარში. მუზეუმში 14,461 ექსპონატია.

ქალაქში ფუნქციონირებს 3 მუსიკალური სკოლა - ჰაჯიბეკოვის სკოლა, ბულბულის სკოლა და მარტირ გასიმოვის სკოლა. ამ სკოლებში სწავლა 7 წლის განმავლობაში გრძელდება. ამ სკოლებს სულ 1500-მდე მოსწავლე ჰყავს და 350-მდე პროფესიონალი მასწავლებელი ამზადებს მათ.

ქალაქში მდებარეობს რეგიონალური არხი მინგეჩევირ TV-ს სათაო ოფისი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მინგეჩაური არის აზერბაიჯანის რესპუბლიკის მეცნიერებისა და განათლების ერთ-ერთი ცენტრი. დღეისათვის არსებობს უმაღლესი განათლების დაწესებულებები - მინგეჩაურის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მინგეჩაურის პოლიტექნიკური უნივერსიტეტი, ერთი საშუალო სპეციალიზებული დაწესებულება, 20 საჯარო სკოლა, 3 მუსიკალური სკოლა, მართვის სკოლა და თურქული ლიცეუმი.

ქალაქის განათლების სფეროში 1914 პედაგოგი და 471 აღმზრდელი მუშაობს.

ქალაქში არის 21 საბავშვო ბაღი, რომელთა საერთო რაოდენობა 2850 ბავშვს ითვლის.

სპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში მდებარეობს საფეხბურთო კლუბ "ენერგეტიკის" ბაზა, რომელიც აზერბაიჯანის პირველ დივიზიონში გამოდის. წარმოდგენილია ქალთა ხელბურთის კლუბი "ნურ".

დაძმობილებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]