ხაჩმაზი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ხაჩმაზი
აზერ. Xaçmaz
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
რაიონი ხაჩმაზის
კოორდინატები 41°28′15″ ჩ. გ. 48°48′35″ ა. გ. / 41.47083° ჩ. გ. 48.80972° ა. გ. / 41.47083; 48.80972
დაარსდა 1938
ამჟამინდელი სტატუსი 1938
ცენტრის სიმაღლე 42
მოსახლეობა 39 900 კაცი (2012)
ეროვნული შემადგენლობა აზერბაიჯანელები, ლეზგები
სასაათო სარტყელი UTC+4, ზაფხულში UTC+5
სატელეფონო კოდი +994 2332
საფოსტო ინდექსი AZ2700
ხაჩმაზი — აზერბაიჯანი
ხაჩმაზი

ხაჩმაზი (აზერ. Xaçmaz) — ქალაქი აზერბაიჯანის ჩრდილოეთში. ხაჩმაზის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს მდინარე გუდიალჩაიზე. სარკინიგზო სადგური იმყოფება ბაქოდან 163 კმ-ით ჩრდილო-დასავლეთით გუდერმესი—ბაქოს ხაზზე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XVIII საუკუნეში სოფელი სოფელ ბებელთან ერთად ეკუთვნოდა მუშკურის ოლქს, ცხოვრობდნენ სომხები და შედგებოდა 52 სახლისგან[1].

1898 წელს ბაქოდან პეტროვსკის პორტამდე არსებულ გზაზე აშენდა სარკინიგზო ვაგზალი[2]. 1938 წელს ხაჩმაზმა მიიღო ქალაქის სტატუსი[3].

მეორე მსოფლიო ომის დროს ფრონტზე წავიდა 8739 ხაჩმაზელი, რომელთაგან დაიღუპა 2800 ადამიანი. მოსკოვისათვის ბრძოლაში დაიღუპა 124 ხაჩმაზელი მაცხოვრებელი.[4] საბჭოთა პერიოდში მოქმედებდა საკონსერვო და ლუდის ქარხნები, მიმდინარეობდა ხალიჩების წარმოება.

დემოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1974 წელს ქალაქში ცხოვრობდა 24 ათასი ადამიანი[3]. 1989 წლის საბჭოთა კავშირის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით ხაჩმაზში ცხოვრობდა 28 990 ადამიანი[5]. 2009 წლის აზერბაიჯანის აღწერის მონაცემებით ქალაქში ცხოვრობდა 39 500 ადამიანი[6].

ღირსშესანიშნაობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო დაწესებულებები[9][რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ხაჩმაზის ელექტროსადგური
  • ხაჩმაზის სახალხო სასამართლო
  • ავტოსადგური
  • საბაჟო სამმართველო
  • წყალგაყვანილობის მილების სამმართველო
  • ხაჩმაზის ცენტრალური საავადმყოფო
  • საემიგრაციო სამსახურის სამმართველო
  • სამკურნალო-დიაგნოსტიკური ცენტრი
  • ხაჩმაზის რაიონის აღმასრულებელი ხელისუფლება
  • ხაჩმაზის რაიონის სამხედრო კომისარიატი
  • ხაჩმაზის რაიონის ვეტერინარული სამმართველო
  • ხაჩმაზის რაიონის ისტორიულ-სამხარეო მუზეუმი
  • ხაჩმაზის რაიონის პროკურატურა
  • იუსტიციის რეგიონალური განყოფილება
  • ხაჩმაზის რაიონის პოლიციის სამმართველო
  • ქალაქ ხაჩმაზის პირველი ნოტარიალური კანტორა
  • სოციალური დაცვის სახელმწიფო ფონდის ხაჩმაზის რაიონული ფილიალი
  • ჰეიდარ ალიევის სახელობის კულტურის სახლი
  • ინფორმაციის და ტურიზმის რეგიონალური ცენტრი
  • უძრავი ქონების სახელმწიფო რეესტრის რეგიონალური სამმართველო
  • აზერბაიჯანის რესპუბლიკის ეროვნული უსაფრთხოების სამინისტროს რეგიონალური სამმართველო
  • ხაჩმაზის რაიონის მოსახლეობის სოციალური დაცვის ცენტრი

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქში ფუნქციონირებს საკონსერვო კომბინატი „კავკაზი“.

ცნობილი მაცხოვრებლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლალა აბასოვა — აზერბაიჯანის მილი მეჯლისის დეპუტატი, აზერბაიჯანის ჟურნალისტთა კავშირის წევრი, საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ქალი და პროგრესის“ თავმჯდომარე, ჰასან ბეი ზარდაბის სახელობის პრემიის ლაურეატი, 12 სიმღერის, 4 ენციკლოპედიური კრებულის და 1 მხატვრული წიგნის ავტორი.[10]
  • თარვერდი ორუჯ ოღლი ბაირამოვი — შახიდი, ყარაბახის ომის მონაწილე. გმირულად დაიღუპა 1992 წლის 25 მაისს ზანგელანის დაცვის დროს. მისი გარდაცვალების შემდეგ, იმ სკოლას, სადაც სწავლობდა თარვერდი ბაირამოვი, მიენიჭა მისი სახელი.[11]

დამეგობრებული ქალაქები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Материалы для новой истории Кавказа с 1722 по 1803 год П. Г. Буткова. СПб. 1869 глава 19 стр 94
  2. Цветущий яблоневый край. "ИЗВЕСТИЯ" (31.03.10). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-04. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
  3. 3.0 3.1 Хачмас. БСЭ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-17. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
  4. Хачмазский музей пользуется популярностью у туристов Читать полностью: http://news.day.az/society/428067.html
  5. Демоскоп Weekly — Приложение. Справочник статистических показателей.
  6. Азстат. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-15. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
  7. Ильхам Алиев принял участие в открытии Историко-краеведческого музея в Хачмазе // Официальный сайт Президента АР. 19 июля 2013.
  8. Свято-Никольский храм г.Хачмас
  9. Xaçmaz rayonu müəssisələrinin kataloqu
  10. Deputat Lalə Abbasova ilə fotosöhbət
  11. AZƏRBAYCAN ŞƏHİDLƏRİ. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-02-27. ციტირების თარიღი: 2017-12-11.
  12. Хачмаз и Ялта стали городами-побратимами (რუსული)