შირვანი (ქალაქი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
შირვანი
Şirvan
|
შირვანი — ქალაქი (1954 წლიდან) აზერბაიჯანში. მდებარეობს მდინარე მტკვარზე. 2008 წლამდე ეწოდებოდა ალიბაირამლი ალი ბაირამოვის პატივსაცემად.
მოსახლეობა [რედაქტირება]
მოსახლეობა შეადგენს 68,7 ათ. კაცს (2002), რომელთა უმრავლესობა არის ეთნიკური აზერბაიჯანელი (97,9 %), ასევე ცხოვრობენ თათრები, თურქი-მესხები და რუსები (სულ 2,1 %). მოსახლეობის ძირითადი ნაწილი მუსულმანი შიიტი და მუსულმანი სუნიტია.
ეკონომიკა [რედაქტირება]
განვითარებულია მანქანათმშენებლობა, მძიმე და კვების მრეწველობა. ქალაქი შირვანი შირვანის რეგიონის ნავთობმოპოვების მთავარი ცენტრია.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||