გოიგოლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
გოიგოლი
Göygöl
ქვეყანა აზერბაიჯანის დროშა აზერბაიჯანი
კოორდინატები 40°35′13″ ჩ. გ. 46°18′57″ ა. გ. / 40.58694° ჩ. გ. 46.31583° ა. გ. / 40.58694; 46.31583
დაარსდა 1819
ცენტრის სიმაღლე 697
ოფიციალური ენა აზერბაიჯანული ენა
მოსახლეობა 17 900 კაცი (2013)
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი +994 22
საფოსტო ინდექსი AZ2500
გოიგოლი — აზერბაიჯანი
გოიგოლი

გოიგოლი (აზერ. Göygöl) — ქალაქი აზერბაიჯანში, გოიგოლის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. 2013 წლის მდგომარეობით ქალაქში ცხოვრობს 17 900 ადამიანი.

დაარსდა 1819 წელს, როგორც ჰელენენდორფის კოლონია, გერმანელი კოლონისტების მიერ შვაბიიდან.

გოიგოლის მიდამოებში არის ბრინჯაოს ხანის (ადრეული რკინის) დიდი ყურგანული სასაფლაო (მე -2  - 1-ლი ათასწლეულები ძვ.წ), რომელიც შესწავლილ იქნა XIX საუკუნის 90-იან წლებში.

მდებარეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1938 წლამდე ქალაქს ელენდორფი ერქვა, 1938 წლიდან 2008 წლამდე - ხანლარი, აზერბაიჯანელი რევოლუციური ხანლარ საფარალიევის პატივსაცემად. მდებარეობს მდინარე განჯაჩაის მარჯვენა სანაპიროზე, ქალაქ განჯის სამხრეთით 10 კილომეტრში[1].

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოიგოლს აქვს ტენიანი სუბტროპიკული კლიმატი. ივლისი არის ყველაზე ცხელი თვე. საშუალო ტემპერატურა 24.2 გრადუსი და იანვარი არის ყველაზე ცივი 1.1 გრადუსი ტემპერატურით[2].

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გოიგოლში პირველი დასახლება მე -10 საუკუნით თარიღდება. დიდი სასაფლაო ქალაქის ტერიტორიაზე 1990-იან წლებში იქნა გათხრილი. გათხრებისას აღმოაჩინეს მრავალი ბრინჯაოს იარაღები (ხმლები, ხანჯლები, ცულები), სამკაულები (ბეჭდები, სამაჯურები, ყელსაბამები) და თიხის შავი ჭურჭლები გეომეტრიული დიზაინით. აღმოჩენილი ნივთები ადგილობრივ მუზეუმში ინახება[3].

ლუთერანული ეკლესია გოიგოლში

ოქროს ურდოს და თემურიდების იმპერიის შემდეგ, ყირიმის სახანოს დროს ცნობილი იყო, როგორც  თათრული ქალაქი ჰანაჰლარის სახელწოდებით. მე-18 საუკუნეში ყირიმის სახანო ჩაანაცვლა განჯის სახანომ. მოგვიანებით, 1795 წელს იგი დაიპყრო ყაჯართა დინასტიამ. შემდგომ რუსეთის იმპერიასთან ომის დროს ეს ტერიტორია მიტოვებულ იქნა 1804 წელს და ოფიციალურად გაფორმდა 1813 წელს გულისტანის ხელშეკრულებით[4].

დღევანდელი გოიგოლის ადგილზე იყო გერმანული ქალაქი ჰელენენდორფი, რომელიც 1819 წელს დააფუძნეს ვურტენბერგელმა გერმანელებმა. ბრძანება იყო გაცემული რუსეთის მეფე ალექსანდრეს მიერ, რომ რეგიონი დასახლებულ იქნას.  მეფის მფლობელობის ქვეშ რეგიონი ცნობილი იყო, როგორც ნარიმანოვი. 1930 წელს რაიონი დაარსდა და მისი ადმინისტრაციული ცენტრი ჰელენენდორფი გახდა.

კოლონიზმის ქონებისა და კოლექტივიზაციის ექსპროპრიაცია ჰელენდორფში 1926 წელს დაიწყო, რომელშიც სამ სათემო ლიდერს, გოტლობ ჰუმელი, ჰაინრიხ ვოჰრერი და ფრიცტ რიტენბახი, კონტრრევოლუციურ და ნაციონალისტურ საქმიანობაში ადანაშაულებენ. ისინი დააპატიმრეს, მათ ქონება ჩამოართვეს და ისინი ყაზახეთში შრომით ბანაკში გაგზავნეს. 1935 წლისთვის, ამ ტერიტორიაზე 600-ზე მეტი გერმანელი ოჯახს ჯაშუშობაში ადანაშაულებდნენ  და ისინი შრომით ბანაკებში იყვნენ გადაგზავნილნი[5].

1931 წელს ქალაქს “ელენინო“ ეწოდა, ხოლო 1938 წელს „ხანლარი“, აზერბაიჯანელი რევოლუციონერის ხანლარ საფარალიევის პატივსაცემად[6].

2008 წელს, ქალაქს ახალი სახელწოდება მისცეს- გოიგოლი, რადგან ქალაქში ასეთი სახელწოდების ტბა არსებობს და რაიონი გოიგოლის რაიონი გახდა[7].

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ღვინის აღჭურვილობის დამუშავების მსხვილი ქარხანა მდებარეობს გოიგოლში. ასევე სახელმწიფო ფერმაც, რომელიც 1990 წლიდან არის ქალაქში.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახელმწიფო დროშის მოედანი

ქალქში მდებარეობს ისტორიული ძეგლები: გოიგოლის ღვინის ქარხანა, გოიგოლის ბეჭდვის სახლი, ადგილობრივი მუსიკალური სკოლა, სასტუმრო „ქოროღლი“, რომელიც მე-19 საუკუნით თარიღდება, ასევე ყოფილი პროკურატურა და რაიონული სამმართველოც აშენებულნი არიან მე-19 საუკუნეში.

ქალაქის ისტორიული და ეთნოგრაფიული მუზეუმი მდებარეობს ლუთერანული ეკლესიის შენობაში, რომელიც აშენდა 1856 წელს და 1982 წლიდან ფუნქციონირებს, როგორც მუზეუმი.

2014 წელს გაიხსნა სახელმწიფო დროშის მოედანი. დროშის სიმაღლე 50 მეტრია. მოედანზე მდებარეობს აზერბაიჯანის სახელმწიფო სიმბოლოების მუზეუმი.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Kirovabad, U.S.S.R., NK 38-12 (Map). 1:250000. Army Map Service, United States Army Corps of Engineers. 1954.
  2. CLIMATE GÖYGÖL
  3. Xanlar şəhəri. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-11-25. ციტირების თარიღი: 2010-11-25.
  4. Zonn, Igor S.; Kostianoy, Andrey G.; Kosarev, Aleksey N.; Glantz, Michael H., eds. (2010). "Gulistan Peace, Gulistan Peace Treaty of 1813". The Caspian Sea Encyclopedia. Springer Verlag. p. 191. doi:10.1007/978-3-642-11524-0. ISBN 978-3-642-11524-0.
  5. Auch, Eva-Maria (2017). "Entgrenzung" - Deutsche auf Heimatsuche zwischen Württemberg und Kaukasien. Berlin: Humboldt University of Berlin. pp. 75–79. ISBN 978-3-9814384-3-7.
  6. Еленендорф, он же Ханлар, он же Гейгель
  7. Изменились названия двух городов Азербайджана