პიერ გასენდი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
პიერ გასენდი

პიერ გასენდი (დ. 22 იანვარი, 1592 — გ. 24 ოქტომბერი, 1655) — ფრანგი ფილოსოფოსი და სწავლული.

[რედაქტირება] ბიოგრაფია

პიერ გასენდი დაიბადა საფრანგეთის ქალაქ შანტურეში 1592 წელს. 1613 წლიდან იყო დანიაში თეოლოგიის პროფესორი, 1616 წლიდან ეკსეშიფილოსოფიის პროფესორი, ხოლო 1645 წლიდან — პარიზში მათემატიკის პროფესორი.

[რედაქტირება] აღმოჩენები ფიზიკაში

ფიზიკაში მისი აღმოჩენები ეხება ატომისტიკას, სითბოს, აკუსტიკას, ოპტიკას, მექანიკას. იგი ანტიკური ატომისტების შრომების პროპაგანდას ეწეოდა და თვლიდა, რომ ბუნებაში არსებობს ნივთიერება, რომელიც არ შეიძლება დანაწევრდეს იმაზე უფრო მცირე მარტივ ნაწილებად, რაც ამჟამად ქიმიური ელემენტი ჰქვია.

მისი მოსაზრებისთ ყოველი ელემენტი შეიცავს განსაზღვრული სახის ატომებს, სივრცე უსასრულოა, შეუქმნადი და მოუსპობადი. გასენდი სინათლის კორპუსკულური ბუნების ერთ–ერთი ფუძემდებელია. მან პირველმა განსაზღვრა ბგერი გავრცელების სიჩქარე ჰაერში. 1641 წელს ცდით დაამტკიცა გალილეო გალილეის ფარდობითობის პრინციპი.

პიერ გასენდი გარდაიცვალა 1655 წელს 63 წლის ასაკში.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე