თომა აკვინელი

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თომა აქვინელი

თომა აქვინელი (დ. დაახლ. 1225, როკასეკა (ნეაპოლთან) — გ. 7 მარტი, 1274, ფოსანოვა (ჩრდილოეთ იტალია)) — მაღალი შუა საუკუნეების ყველაზე გავლენიანი ფილოსოფოსი და ღვთისმეტყველი. დომინიკანელთა ორდენის წევრი. პარიზის უნივერსიტეტის პროფესორი, თომიზმის ფუძემდებელი, რომელიც დღემდე კათოლიციზმის ცენტრალ ფილოსოფიურ მოძღვრებად ითვლება. თომა აქვინელის მთავარ დამსახურებად ითვლება მკაცრი მეცნიერული - არისტოტელესეული - მეთოდის ქრისტიანულ ჭეშმარიტებათა დამტკიცების სამსახურში ჩაყენება. აქვინელის მოძღრების ქვაკუთხედად შეიძლება ჩაითვალოს რწმენისა და გონების ჰარმონიული თანხვედრა. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებებია: "თეოლოგიის ჯამი" (Summa theologiae), "ჯამი წარმართთა წინააღმდეგ" (Summa contra gentiles) და "ჭეშმარიტების შესახებ" (Questiones disputatae de veritate).