პუნო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
პუნო
Puno

პუნოს კათედრალი არმასის მოედანზე
დროშა გერბი

ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი პუნო
კოორდინატები 15°50′00″ ს. გ. 70°01′00″ დ. გ. / 15.83333° ს. გ. 70.01667° დ. გ. / -15.83333; -70.01667
მმართველი Walter Aduviri Calisaya
დაარსდა 1668
ცენტრის სიმაღლე 3830±1 მეტრი
მოსახლეობა 100, 168 კაცი (2007)
სასაათო სარტყელი UTC-5, ზაფხულში UTC-4
ოფიციალური საიტი http://www.munipuno.gob.pe
პუნო — პერუ
პუნო

პუნო – ქალაქი პერუში, ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ტიტიკაკას ტბის სანაპიროზე. პუნოს რეგიონისა და პუნოს პროვინციის დედაქალაქი. ქალაქი 1668 წელს დააარსა ვიცე-მეფე პედრო ანტონიო ფერნანდო დე კასტრომ, როგორც პაუკაროლას პროვინციის დედაქალაქი და მას სან-ხუან-ბაუტისტა-დე-პუნო უწოდა. მოგვიანებით ქალაქს სახელი შეეცვალა და ეწოდა სან-კარლოს-დე-პუნო, ესპანეთის მეფე კარლ II-ის პატივსაცემად. ქალაქში მრავლადაა კოლონიალიზმის პერიოდში აშენებული ეკლესია.

პუნო დღეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დღეისათვის პუნო რეგიონის აგრარული ცენტრია. ქალაქში მრავლად შეხვდებით ნახევრად დაუმთავრებელ სახლს. ამის მიზეზი მარტივია – მოსახლეობას ძალიან უჭირს და თითქმის გადასახადებსაც ვერ იხდის. ქალაქის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს შავი ბაზარი, რომელიც გაჯერებულია ბოლივიიდან შემოტანილი იაფფასიანი კობტრაბანდული საქონელით. პრეზიდენტ ალან გარსიას დადგენილებით, ქალაქს მიენიჭა „სპეციალური ეკონომიკური ზონის" სტატუსი. პუნოს ემსახურება ინკა მანკო კაპაკის საერთაშორისო აეროპორტი.

მცურავი კუნძულები ტიტიკაკას ტბაში

პუნოს პერუს ფოლკლორის დედაქალაქს უწოდებენ. აქ ხშირად იმართება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. პუნოს ტერიტორია ტიტიკაკას ტბის მისადგომებთან, გარშემორტყმულია 41 მცურავი კუნძულით. ეს ადამიანის ხელით შექმნილი კუნძულები დასახლებულია ჯერ კიდევ ინკებამდელი უროსის ხალხით და წარმოადგენს საკმაოდ პოპულარულ ტურისტულ ღირსშესანიშნაობებს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=პუნო&oldid=4101613“-დან