ტარაპოტო

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ქალაქი
ტარაპოტო
Tarapoto
ქალაქის ცენტრალური სკვერი
ქალაქის ცენტრალური სკვერი
დროშა
დროშა
ქვეყანა პერუს დროშა პერუ
რეგიონი სან-მარტინი
კოორდინატები 6°29′ ს. გ. 76°22′ დ. გ. / 6.483° ს. გ. 76.367° დ. გ. / -6.483; -76.367
დაარსდა 1782
სიმაღლე 350
მოსახლეობა 117, 184 კაცი (2007)
სიმჭიდროვე 462.63 კაცი/კმ²
ოფიციალური საიტი ბმული

ტარაპოტო მდებარეობა პერუ

Red pog.svg

ტარაპოტო — იგივე „პალმების ქალაქი", ქალაქი ჩრდილოეთ პერუში, სან-მარტინის პროვინციის უმსხვილესი ქალაქი, პერუს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომერციული ცენტრი. მდებარეობს დედაქალაქ ლიმადან თვითმფრინავით 1 საათის საფრენ მანძილზე, ზღვის დონიდან 350 მეტრზე.

ტარაპოტო 1872 წელს დააარსა ეპისკოპოსმა ბალთაზარ მარტინეს ხიმენეს დე კომპანიონმა. ქალაქის მისახლეობა შეადგენს 117, 184 კაცს (2007).

რეგიონის ძირითად საქმიანობის სფეროს წარმოადგენს ტურიზმი. ასევე უკანონო ეკონომიკური საქმიანობა და ე.წ. "ჩრდილოვანი ეკონომიკა", რაც ძირითადად კოკაინით ვაჭრობაში გამოიხატება. ტარაპოტო რეგიონის მნიშვნელოვანი უმაღლესი საგანმანათლებლო ცენტრია, სადაც ამზადებენ პროფესიონალებს ტექნიკურ და აგრარულ სექტორში.

ტურიზმი[რედაქტირება]

ტარაპოტო უამრავ ტურისტს იზიდავს. განსაკუთრებით განვითარებულია სათავგადასავლო ტურიზმი. ქალაქიდან ეწყობა ტურები ამაზონის ტყეებსა და ანდების მთებში. ტურისტებს ასევე იზიდავს საკმაოდ აქტიური ღამის ცხოვრება, ულამაზესი პეიზაჟები, გასაოცარი ჩანჩქერები, ლაგუნები. ფუნქციონირებს უამრავი სასტუმრო და რესტორანი. ქალაქს ემსახურება გილერმო დელ კასტილიო პარადესის აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]