ჩინჩა-ალტა
|
ქალაქი
ჩინჩა-ალტა
Chincha Alta
|
ჩინჩა-ალტა — ქალაქი პერუში, იკას რეგიონში, ჩინჩას პროვინციის დედაქალაქი. მდებარეობს ლიმას სამხრეთით, 200 კილომეტრის დაშორებით. მოსახლეობა შეადგენს 177, 000 კაცს.
ისტორია [რედაქტირება]
პირველი მოსახლეები ამ ტერიტორიაზე IX საუკუნეში გამოჩნდნენ. ეს ხალხი ცნობილია როგორც პრე-ჩინჩა. ისტორიკოსი ლუის კანეპა პაჩა ამ ხალხის აქ მოსვლის პერიოდად X საუკუნეს მიიჩნევს. ეს ხალხი დაკავებული იყო და საზრდოობდა მეთევზეობითა და შემგროვებლობით. მათი წარმომავლობა დღემდე უცნობია.
XII საუკუნეში, ამ ტერიტორიაზე გამოჩნდა უფრო განვითარებული და მეომარი ხალხი ჩინჩა. მათ მოაწესრიგეს აგრარული სფერო, გაიყვანეს საირიგაციო სისტემა, ააშენეს არქიტექტურული ძეგლები. სულ მალე, ჩინჩას ხალხი იქცა არეალის ძირითად მოსახლეობად. მათ განვითარების საკმაოდ მაღალ დონეს მიაღწიეს. განსაკუთრებით ზღვაოსნობაში და სავარაუდოდ, ცენტრალური ამერიკის სანაპიროებამდეც კი მიაღწიეს.
1458-1460 წლებში, ჩინჩას ხალხი დაიპყრო ინკების ძლევამოსილი იმპერიის არმიამ, იმპერატორ პაჩაკუტის მმართველობისას, უფლისწულ ტუპაკ ინკა იუპანკის სარდლობით. სულ მალე, ეს ტერიტორია გახდა იმპერიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი. შემდგომში, ეს რეგიონიც, ისევე როგორც მთელი იმპერია, დაპყრობილ იქნა ესპანელების მიერ. მოხდა ადგილობრივების ასიმილაცია ესპანელების მიერ ჩამოყვანილ აფრიკელებთან.
2007 წლის პერუში მომხდარი მიწისძვრისას, ქალაქი მნიშვნელოვნად დაზარალდა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
|||||