ჩავინ-დე-უანტარი
| ჩავინ-დე–უანტარი* | |
|---|---|
| იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
|
|
|
| ქვეყანა | |
| ტიპი | კულტურული |
| კრიტერიუმები | iii |
| სია | იუნესკოს სია |
| რეგიონი** | ამერიკა და კარიბები |
| კოორდინატები | / |
| გაწევრიანების ისტორია | |
| გაწევრიანება | 1985 (მე-9 სესია) |
| ნომერი | 330 |
| * იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
|
ჩავინ-დე-უანტარი (ესპ. Chavín de Huántar) — არქეოლოგიური ნაქალაქარი პერუში, მდებარეობს ზღვის დონიდან 3200 მეტრზე ანდებში, ანკაშის რეგიონში, ლიმიდან 250 კმ-ზე სამხრეთით. მიეკუთვნება ჩავინის კულტურას, რომელიც აკონტროლებდა სავაჭრო გზებს დასავლეთში წყნარ ოკეანემდე და აღმოსავლეთით ამაზონამდე.
ნაქალაქარის ორ ძირითად შენობას წარმოადგენს ძველი და ახალი ტაძრები. ძველი ტაძარი აგებულია ლათინური ასო U-ს ფორმით. მის შიგნით მდებარეობს ცენტრალური ეზო, რომლის შიგნით ქვის ობელისკები და მონუმენტებია. ტაძრის შიგნით დერეფნების ლაბირინთი, ოთახები და წყალსადენის მოწყობილობებია. ახალი ტაძარი აგებულია ძვ. წ. 500-200 წწ.
როგორც არქეოლოგიური გათხრები ადასტურებენ ჩავინის კულტურას განუცდია პუკარასა და პარაკასის კულტურების გავლენა.
1985 წელს ჩავინ-დე-უანტარი შეიყვანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.
იხილეთ აგრეთვე [რედაქტირება]
- პერუს არქეოლოგიური ძეგლები
- იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები პერუში
- მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სია ამერიკაში
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
| მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 330 რუს. • ინგლ. • ფრ. |
|
|||||
|
|||||||