არგენტინის ტურიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბუენოს-აირესის ობელისკი

ტურიზმი არგენტინაში საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული, რაც პირველ რიგში ქვეყნის გეოგრაფიული და კულტურული მრავალფეროვნების დამსახურებაა.

მიმოხილვა[რედაქტირება]

2007 წელს, არგენტინაში 4,7 მლნ უცხოელი ტურისტი ჩავიდა, რაც თითქმის გაუთანაბრდა ქვეყნიდან სამოგზაუროდ გასულთა რიცხვს. მხოლოდ ბუენოს-აირესის მინისტრო პისტარინის აეროპორტით (Aeropuerto Internacional de Ezeiza Ministro Pistarini) ქვეყანაში 2,3 მლნ ტურისტი შემოვიდა, მათგან 26 % ბრაზილიიდან, 25 % ევროპიდან, 14 % აშშ-დან და კანადიდან, 8 % ჩილედან, ხოლო 27 % სხვადასხვა ქვეყნიდან.[1] [2][3] [4]

ტურისტული რეგიონები[რედაქტირება]

ბუენოს-აირესი[რედაქტირება]

ამ ქალაქს ხშირად „ამერიკის კონტინენტის პარიზსაც" ეძახიან. ის მნახველებს სთავაზობს არაერთ კულტურულ აქტივობას. დამთვალიერებელს აქ შეუძლია დატკბეს ტანგოს წარმოდგენებით, დრო გაატაროს თანამედროვე კაფეებსა და რესტორნებში, დააგემოვნოს ადგილობრივი სამზარეულო ან ესტუმროს თეატრს, ბუენოს-აირესი ხომ თეატრების რაოდენობით მსოფლიოს ქალაქებს შორის ერთ-ერთ მოწინავე ადგილზეა.

შვიდფერიანი ბორცვი პუმამარკაში

ცენტრალური რეგიონი[რედაქტირება]

ბუენოს-აირესიდან ქვეყნის ცენტრალური რეგიონის - პამპასკენ ხშირი სარკინიგზო და საგზაო ქსელი მიემართება. ეს ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი რეგიონია. აქ მდებარეობს არაერთი საზღვაო კურორტი, მათ შორის მარ-დელ-პლატა.

ჩრდილოეთ რეგიონი[რედაქტირება]

აქ მდებარეობს იგუასუ, ამ რეგიონის ყველაზე უკეთ ცნობილი ჩანჩქერი, სადაც საუკეთესო ტურისტული ინფრასტრუქტურაა შექმნილი. ჩანჩქერის გარშემო შექმნილია იგუასუს ეროვნული პარკი, სადაც დაცულია სუბტროპიკული ტყეების ეკოსისტემა. ასევე მრავალი ტირისტული ღირსშესანიშნაობა მდებარეობს კორდოვის პროვინციაში.

სამხრეთის რეგიონი[რედაქტირება]

აქ არსებული ღირსშესანიშნაობებიდან აღსანიშნავია:

მყინვარი პერიტო-მორენო

ეროვნული პარკები[რედაქტირება]

არგენტინაში წარმოდგენილია ეროვნული პარკების ფართო სისტემა, სადაც წარმოდგენილია ბუნების საოცარი სილამაზეები. ამ პარკებს შორის აღსანიშნავია:

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები[რედაქტირება]

არგენტინაში წარმოდგენილია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეტანილი 8 ძეგლი:

მმართველობა[რედაქტირება]

2010 წლის ივნისიდან, ტურიზმის სამდივნო გადაკეთდა არგენტინის ტურიზმის სამნინისტროდ.

გალერეა[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე:

სქოლიო[რედაქტირება]