სალტა (ქალაქი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
|
ქალაქი
სალტა
Salta
|
სალტა — ქალაქი ჩრდილო-დასავლეთ არგენტინაში, სალტას პროვინციის დედაქალაქი. მისი მეტროპოლიის მოსახლეობა 2001 წლეს შეადგენდა 464,678 ადამიანს. არგენტინის უმსხვილეს ქალაქებს შორის მერვე ადგილზეა.
მდებარეობს ლერმას ხეობაში, ზღვის დონიდან 1,152 მეტრზე, ანდების მთისწინეთში.
ქალაქი 1582 წელს დააარსა კონკისტადორმა ერნანდო დე ლერმამ, როგორც ავანპოსტი ლიმასა და ბუენოს-აირესს შორის.
სალტაში მრავლადაა XVIII და XIX საუკუნის შთამბეჭდავი ნაგებობა.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
|
||||||||||