არგენტინის გეოგრაფია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Argentina topo blank.jpg

არგენტინა მდებარეობს სამხრეთ ამერიკაში, ანდებსა (დასავლეთით) და ატლანტის ოკეანეს შორის (აღმოსავლეთით). მოსაზღვრე ქვეყნებია: პარაგვაი და ბოლივია (ჩრდილოეთით), ბრაზილია და ურუგვაი (რდილო-აღმოსავლეთით), ჩილე (დასავლეთით).

არგენტინა, ბრაზილიის შემდეგ, ფართობის მხრივ სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე მეორეა და მსოფლიოში მერვე. საერთო ფართობი შეადგენს 2.7 მლნ კმ²-ს. არგენტინა პრეტენზიას აცხადებს ანტარქტიკის ნაწილზეც (არგენტინული ანტარქტიკა), მაგრამ ამავე დროს ხელი აქვს მოწერილი ანტარქტიკის ხელშეკრულებაზე, რომელიც კრძალავს ანტარქტიდის ტერიტორიაზე რომელიმე ქვეყნის სუვერენიტეტის გავრცელებას. ქვეყანა ასევე მოითხოვს სამხრეთ ატლანტის რამდენიმე კუნძულს, რომლებიც დღეს გაერთიანებული სამეფოს კონტროლის ქვეშაა.

კლიმატისა და რელიეფის მიხედვით, არგენტინა დაყოფილია შვიდ ზონად.

არგენტინის ანდები მოიცავს სამხრეთ ამერიკის უმაღლეს მწვერვალებს, მათ შორის კონტინენტისა და მთელი დასავლეთ ნახევარსფეროს ყველაზე მაღალ მწვერვალ აკონკაგუას ( 6,960 მ). მწვერვალი ჩილეს საზღვართან, ქალაქ სან-ხუანის სიახლოვეს მდებარეობს.

სამხრეთ-აღმოსავლეთის გარდა, არგენტინაში სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი მდინარეა, მაგრამ ბევრია სეზონური მდინარე. მათი უმრავლესობა ატლანტის ოკეანეს ერთვის, მაგრამ მდინარეთა საკმაოდ დიდი რაოდენობა ტბებში ჩაედინება. ქვეყნის ოთხი უმთავრესი მდინარე რიო-დე-ლა-პლატის ესტუარს უერთდება. მათ შორის მდინარე პარანა, ამაზონის შემდეგ სამხრეთ ამერიკის მეორე უგრძესი მდინარე (4,900 კმ), მდინარე ურუგვაი და კოლორადო.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]