ნაუელუაპის ტბა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ნაუელუაპის ტბა | |
|---|---|
| Lago Nahuel Huapí | |
| კოორდინატები:
/ |
|
| მდებარეობა | რიო-ნეგროს პროვინცია ნეუკენის პროვინცია (არგენტინა) |
| სიმაღლე ზღვის დონიდან | 770 მ |
| სიგანე | 10.2 კმ |
| ფართობი | 530 კმ² |
| სანაპირო ზოლის სიგრძე | 357 კმ |
| მაქსიმალური სიღრმე | 438 მ |
| საშუალო სიღრმე | 157 მ |
| აუზის ფართობი | 2 758 კმ² |
| გამომდინარე მდინარე | მდინარე ლიმაი |
ნაუელუაპის ტბა (ესპ. Lago Nahuel Huapí) — ტბა არგენტინის პატაგონიის ჩრდილოეთში, რიო-ნეგროსა და ნეუკენის პროვინციებს შორის. ტბის ღრმული მყინვარული წარმოშობისაა.
მდებარეობს ნაუელ-უაპის ეროვნულ პარკში, რომელიც არგენტინის პირველი ეროვნული პარკია 1903 წლიდან. მისი ზედაპირის ფართობია 529 კმ². ტბის წყალი ღრმა და განსაკუთრებულად ლურჯი ფერისაა. ბევრია კუნძული, მათ შორის აღსანიშნავი ვიქტორია. გამოედინება მდინარე ლიმაი.