ტრონადორი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Tronador from Pampa Linda Stevage.jpg
ხედი მასკარდის ტბიდან

ტრონადორი — ჩამქრალი სტრატოვულკანი სამხრეთ ანდებში, არგენტინა-ჩილეს საზღვარზე, არგენტინის ქალაქ ბარილოჩეს სიახლოვეს, ზღვის დონიდან 3,491 მეტრზე. მდებარეობს ვისენტე-პერეს-როსალესის ეროვნულ პარკსა (ჩილე) და ნაუელ-უაპის ეროვნულ პარკს შორის (არგენტინა). ტრონადორზე მდებარეობს რვა მყინვარი, რომლებიც ამჟამად, გლობალური დათბობის შედეგად უკან იხევენ.

ტრონადორი სულ სამ მწვერვალს მოიცავს. ჩილეს მხარეს მდებარე მწვერვალი ზღვის დონიდან 3 320 მეტრზე მდებარეობს, არგენტინის მხარეს მდებარე 3 200 მეტრზე, ხოლო სასაზღვრო ზოლში მდებარე ყველაზე მაღალია 3 491 მ.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]