შერკინება (1995 წლის ფილმი)
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| შერკინება | |
|---|---|
| რეჟისორი | მაიკლ მანი |
| პროდიუსერი | მაიკლ მანი არტ ლინსონი |
| სცენარის ავტორი | მაიკლ მანი |
| როლებში | ალ პაჩინო, რობერტ დე ნირო, ველ კილმერი, ეშლი ჯადი, ნატალი პორტმანი |
| კომპოზიტორი | ელიოტ გოლდენტალი |
| კინოსტუდია | Warner Bros. |
| გამოსვლის თარიღი | 15 დეკემბერი, 1995 |
| ხანგრძლივობა | 171 წთ |
| ქვეყანა | აშშ |
| ენა | ინგლისური |
| ბიუჯეტი | $60 000 000 |
| კინოგიდის პროფილი | |
| IMDb პროფილი | |
შერკინება (ინგ. Heat) არის 1995 წლის ტრილერი, რომელიც გადაღებულია რეჟისორ მაიკლ მანის მიერ. გადაღებულია მისი და არტ ლინსონის სცენარის მიხედვით. მთავარ როლებში არიან ალ პაჩინო და რობერტ დე ნირო.
სიუჟეტი [რედაქტირება]
ნილ მაკკოლი - დამნაშავეთა სამყაროს მიეკუთვნება. ის ერთ-ერთი საუკეთესოა, თუ შეიძლება ასე ითქვას დამნაშავეზე. მასთან მუშაობა დიდ პატივად მიაჩნიათ სუპერპროფესიონალ კრიმინალებს... მაგრამ მის წინააღმდეგაა ვინსენტ ხანნა. ლოს-ანჯელესის საუკეთესო დეტექტივი. ვინსენტს და ნილს ბევრი აქვთ საერთო, მიუხედავად ამისა ისინი კანონის სხვადასხვა მხარეს არიან. ორი უძლიერესი ჯგუფი ერთმანეთის წინააღმდეგ - სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში...
სტატიის