ბრაიან დე პალმა
| ბრაიან დე პალმა Brian De Palma |
|
ბრაიან დე პალმა 2007 წელს |
|
| დაბადების სახელი | ბრაიან რასელ დე პალმა |
| დაბადების ადგილი | ნიუარკი, აშშ |
| დაიბადა | 11 სექტემბერი, 1940 |
| შემოქმედების წლები | 1960-დან დღემდე |
| მეუღლე(ები) | ნენსი ალენი (1979—1983) გეილ ენ ხერდი (1991—1993) დარნელ გრეგორიო-დე პალმა (1995—1997) |
ბრაიან დე პალმა (ინგლ. Brian De Palma; დ. 11 სექტემბერი 1940, ნიუარკი, აშშ) — ამერიკელი რეჟისორი, პროდიუსერი და სცენარისტი.
ბიოგრაფია [რედაქტირება]
ბრაიან დე პალმა დაიბადა ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ნიუარკში, ქირურგის ოჯახში. თავდაპირველად სწავლობდა კოლეჯში, შემდეგ სწავლა განაგრძო კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც დაამთავრა ხელოვნების ფაკულტეტი. მისი პირველი სადებიუტო ნამუშევრებია მოკლემეტრაჟიანი ფილმები („იკარუსი“, „ჯენიფერი“ და სხვ.). პირველად სახელი გაითქვა 1960-იანი წლების ბოლოს, სადაც გადაიღო თავის პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმი. ამ პერიოდში მის რამდენიმე ფილმში ითამაშა იმ დროს უცნობმა რობერტ დე ნირომ.
კარიერის დასაწყისში ბრაიან დე პალმას ფილმები გამსჭვალული იყო კომედიური თემატიკით. შემდგომ მის შემოქმედებას ადარებენ ალფრედ ჰიჩკოკის შემოქმედებას, რომლის ფილმების გავლენით გადაიღო თავის პირველი ყველაზე დიდბიუჯეტიანი ფილმი „კერი“, სადაც მთავარ როლში თამაშობს ახალგაზრდა სისი სპეისეკი. ამ ფილმა რეჟისორს რანგიც აუმაღლა და მისცა საშუალება მომავალში კიდევ უფრო აქტიურად ემუშავა თავის ჩანაფიქრებზე. ფილმი „კერი“ რომლის მსოფლიო პრემიერა შედგა 1976 წლის 3 ნოემბერს, წარმოადგენს ფსიქოლოგიურ დრამასა და საშინელებათა ფილმს.
1983 წელს გამოდის მისი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი — ფილმი „ნაიარევი სახე“ (ინგლ. Scarface), სადაც ანტონიო (ტონი) მონტანას როლს ასრულებს ალ პაჩინო. ფილმი არის 1932 წლის რემეიკი. სიუჟეტის ცენტრშია კუბელი ემიგრანტი, რომელიც ცხოვრების დაბალი საფეხურებიდან, მოულოდნელად გადაიქცევა დიდ კრიმინალურ ავტორიტეტად. ამ ფილმმა ბრაიან დე პალმას კიდევ უფრო გაუთქვა სახელი.
შემდეგი წლების ნამუშევრებიდან აღსანიშნავია ფილმები „შეუხებელნი“, „კარლიტოს გზა“, „შეუსრულებელი მისია“ და „შავი ორქიდეა“. ბრაიან დე პალმას გადაღებული აქვს ათობით კინოფილმი. სხვადასხვა დროს მის ფილმებში მონაწილეობა მიიღეს — კირკ დუგლასმა, ჯონ კასავეტისმა, რობერტ დე ნირომ, ალ პაჩინომ, კევინ კოსტნერმა, შონ კონერიმ, ენდი გარსიამ, შონ პენმა, ჟან რენომ, ჯონ ტრავოლტამ, სისი სპეისეკმა, მიშელ პფაიფერმა, ნენსი ალენმა და ა.შ.
ბრაიან დე პალმა მოღვაწეობს ასევე როგორც ოპერატორი და მსახიობი. იღებს ძირითადად დრამას, კრიმინალს, თრილერს.
ფილმოგრაფია [რედაქტირება]
- იკარუსი (Icarus, 1960)
- უოტონის გამოღვიძება (Woton’s Wake, 1962)
- ჯენიფერი (Jennifer, 1964)
- ხიდის ინტერვალი (Bridge That Gap, 1965)
- მგრძნობიარე თვალი (Responsive Eye, 1966)
- ა ლია მოდის მკვლელობა (Murder à la Mod, 1968)
- მისალმებები (Greetings, 1968)
- ქორწილის წვეულება (The Wedding Party, 1969)
- დიონისი (Dionysus, 1970)
- სალამი, დედა! (Hi, Mom!, 1970)
- დები (Sisters, 1973)
- სამოთხის მოჩვენება (Phantom of the Paradise, 1975)
- კერი (Carrie, 1976)
- ცდუნება (Obsession, 1976)
- საშინაო ფილმი (Home Movies, 1980)
- საპარსი (Dressed to Kill, 1980)
- ნაიარევი სახე (Scarface, 1983)
- სხეულის ორეული (Body Double, 1984)
- თაღლითები (Wise Guys, 1986)
- შეუხებელნი (The Untouchables, 1987)
- სამხედრო დანაკარგები (Casualties of War, 1989)
- პატივ მოყვარეობის კოცონი (The Bonfire of the Vanities, 1990)
- კაენის აღდგომა (Raising Cain, 1992)
- კარლიტოს გზა (Carlito’s Way, 1993)
- შეუსრულებელი მისია (Mission: Impossible, 1996)
- გველის თვალები (Snake Eyes, 1998)
- მისია მარსზე (Mission to Mars, 2000)
- საბედისწერო ქალი (Femme Fatale, 2002)
- შავი ორქიდეა (The Black Dahlia, 2006)
- დარედაქტირებულია (Redacted, 2007)
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ბრაიან დე პალმა — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- ბრაიან დე პალმა (ინგლისური)
- ბრაიან დე პალმა (ინგლისური)
- ბრაიან დე პალმა (ინგლისური)