მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

ფიფა
ფიფა

ფეხბურთის ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაცია, შემოკლებით ფიფა (აკრონიმი ფრანგ. Fédération Internationale de Football Association) — ფეხბურთის საერთაშორისო მმართველი ორგანო. ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობს შვეიცარიის ქალაქ ციურიხში. ორგანიზაციის ამჟამინდელი პრეზიდენტია ზეპ ბლატერი.

ფიფა დაარსდა 1904 წლის 21 მაისს პარიზში. ორგანიზაციის დამფუძნებელი წევრები იყვნენ ბელგია, დანია, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ესპანეთი, შვედეთი და შვეიცარია. იმავე დღეს, ტელეგრაფის საშუალებით, წევრობის სურვილი გამოთქვა გერმანიამ.

ფიფა-ს პირველი პრეზიდენტი გახდა ფრანგი რობერ გერენი, რომელიც 1906 წელს ინგლისელმა დანიელ ბარლი ვულფოლმა შეცვალა. პირველი შეჯიბრი, რომელიც ჩატარდა ფიფა-ს ორგანიზებით, იყო 1908 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშები.

დღის სურათი

მიწისქვეშა გადასასვლელი, ვენა
მიწისქვეშა გადასასვლელი, ვენა
მიწისქვეშა გადასასვლელი, ვენა

სიახლეები

იბრაჰიმ რაისი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


21 მაისი — ამ დღეს...

სუჰარტო
სუჰარტო
  • 996 : თექვსმეტი წლის ოტო III საღვთო რომის იმპერატორად აკურთხეს.
  • 1840 : ახალი ზელანდია ბრიტანეთის კოლონიად გამოცხადდა.
  • 1904 : პარიზში დაარსდა საფეხბურთო ასოციაციების საერთაშორისო ფედერაცია (ფიფა).
  • 1937 : საბჭოთა სადგური პირველი სამეცნიერო-კვლევითი დასახლება ხდება არქტიკის ოკეანის მოძრავ ყინულის ბაქანზე.
  • 1998 : 32 წლიანი მმართველობის შემდეგ ინდონეზიის დიქტატორი სუჰარტო (სურათზე) გადადგა.
  • 2004 : სტანისლავ პეტროვს მსოფლიოს მოქალაქის წოდება მიანიჭეს 1983 წელს პოტენციური მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილების გამო.
  • 2006 : ჩერნოგორია რეფერენდუმით სერბეთისგან დამოუკიდებლობას აძლევს ხმას.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი