მთავარი გვერდი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

რჩეული სტატია

დიდი აფეთქებადაკვირვებადი სამყაროს ყველაზე მიღებული კოსმოლოგიური მოდელი მისი არსებობის უადრესი პერიოდებიდან შემდგომი ევოლუციის ჩათვლით. მოდელი აღწერს, თუ როგორ გაფართოვდა სამყარო მაღალი სიმკვირივისა და ტემპერატურის საწყისი მდგომარეობიდან და გვთავაზობს დაკვირვებადი ფენომენების ფართო სპექტრის, მათ შორის, მსუბუქი ელემენტების გავრცელების, კოსმოსური მიკროტალღური ფონის (CMB) და სამყაროს ფართომასშტაბიანი სტრუქტურის ახსნას. მნიშვნელოვანია, რომ დიდი აფეთქების თეორია თანხვედრაშია ჰაბლი–ლემეტრის კანონთან — რაც უფრო შორს არიან გალაქტიკები დედამიწიდან, მით უფრო სწრაფად შორდებიან ისინი პლანეტას. თეორია, ფიზიკის დადგენილი კანონების გამოყენებით, ახდენს ამ დაკვირვების ექსტრაპოლაციას უკან დროში. ეს შედეგად იძლევა კოსმოსის ზრდად კონცენტრაციას, რასაც წინ უძღოდა გრავიტაციული სინგულარობა, რომელშიც დროისა და სივრცის ცნებები მნიშვნელობას კარგავს (ე.წ. „დიდი აფეთქების“ სინგულარობა). სამყაროს გაფართოების სიჩქარის დეტალური გამოთვლების თანახმად, აღნიშნულ სინგულარობას ადგილი ჰქონდა დაახლოებით 13.8 მილიარდი წლის წინ, რაც, შესაბამისად, სამყაროს ასაკს წარმოადგენს. საწყისი გაფართოების (იგივე „დიდი აფეთქების“) შემდეგ სამყარო საკმარისად გაგრილდა, რათა შესაძლებელი გამხდარიყო სუბატომური ნაწილაკების, მოგვიანებით კი, ატომების წარმოქმნა. ამ პირველადი ელემენტების (წყალბადის, შედარებით მცირე რაოდენობით კი ჰელიუმის და ლითიუმის) გიგანტური ღრუბლები, მოგვიანებით, გრავიტაციის ძალით, შეიკუმშა ადრეულ ვარსკვლავებად და გალაქტიკებად, რომელთა შთამომავლებზე დაკვირვება დღესაც შესაძლებელია.

დღის სტატია

პარიზის კომუნა
პარიზის კომუნა

პარიზის კომუნა (ფრანგ. La Commune de Paris) — თავდაპირველად მიუთითებდა პარიზის მთავრობაზე საფრანგეთის რევოლუციის დროს. თუმცა ტერმინი უფრო ვრცლად მიუთითებს სოციალისტურ მთავრობაზე, რომელიც მოკლე ხნის განმავლობაში მართავდა პარიზს 1871 წლის 18 მარტიდან 28 მაისამდე.

უფრო ფორმალური გაგებით 1871 წლის პარიზის კომუნა უბრალოდ ადგილობრივი სამმართველო (ქალაქის ან უბნის საბჭო - ფრანგული "commune") იყო, რომელიც პარიზს მმართველობდა ორი თვის განმავლობაში 1871 წლის გაზაფხულზე. თუმცა ის პირობები, რომელშიც ის შეიქმნა, მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და სისხლიანი დასასრული მას იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ეპიზოდის სტატუსს ანიჭებს.

დღის სურათი

მონსტრანციის დეტალი, სან-პაულუ, ბრაზილია
მონსტრანციის დეტალი, სან-პაულუ, ბრაზილია
მონსტრანციის დეტალი, სან-პაულუ, ბრაზილია

სიახლეები

იბრაჰიმ რაისი

მიმდინარე: რუსეთის შეჭრა უკრაინაში; ისრაელ-ჰამასის ომი.


30 მაისი — ამ დღეს...

ჟანა დ’არკი
ჟანა დ’არკი
  • 1431 : ასწლიანი ომი: რუანში (საფრანგეთი), 19 წლის ჟანა დ’არკი ერეტიკოსობისთვის კოცონზე დაწვეს.
  • 1635 : ოცდაათწლიანი ომი დასრულდა პრაღის სამშვიდობო ხელშეკრულებით.
  • 1814 : ნაპოლეონის მეექვსე კოალიციის ომი: პარიზის ხელშეკრულებით საფრანგეთის საზღვრები 1792 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა.
  • 1913 : ბალკანეთის პირველი ომი დასრულდა ლონდონის ხელშეკრულებით. ალბანეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა.
  • 1942 : მეორე მსოფლიო ომი: 100 ბრიტანულ ბომბდამშენს 90-წუთიანი იერიში მიაქვს კიოლნზე, გერმანია.
  • 1982 : ესპანეთი ნატოს მე-16 წევრი და პირველი ერი გახდა, რომელიც ალიანსში გაწევრიანდა 1955 წელს დასავლეთ გერმანიის მიღების შემდეგ.
  • 1989 : პეკინში, ტიანანმენის მოედანზე, დემონსტრანტმა სტუდენტებმა დემოკრატიის ქალღმერთის ქანდაკება აღმართეს.
  • იცით თუ არა, რომ?

    ვიკიპედიის ახალი მასალებიდან:
    უილიამ პიტი
    უილიამ პიტი