შინაარსზე გადასვლა

პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება (1814)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ პარიზის ზავი.
საფრანგეთის სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარი ხელშეკრულების შემდეგ.

1814 წლის პარიზის სამშვიდობო ხელშეკრულება — სამშვიდობო შეთანხმება მეექვსე ანტიფრანგული კოალიციის წევრებსა (რუსეთი, დიდი ბრიტანეთი, ავსტრია და პრუსია) და ლუდოვიკო XVIII-ს შორის. ხელი მოეწერა პარიზში 30 მაისს. მოგვიანებით ხელშეკრულებას შეუერთდა შვედეთი, ესპანეთი და პორტუგალია. ხელშეკრულება ითვალისწინება საფრანგეთისთვის იმ საზღვრების შენარჩუნებას, რომლებიც მას 1792 წლის 1 იანვრისთვის გააჩნდა. ამ საზღვრებს ემატებოდა მხოლოდ სავოის საჰერცოგოს, რომის პაპის ყოფილი სამფლობელოების, ავინიონისა და ვენესენის ნაწილი და მიწების მცირე ზოლი ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ საზღვრებზე, რომლებიც მანამდე ავსტრიულ ნიდერლანდებსა და სხვადასხვა გერმანულ სამფლობელოებს ეკუთვნოდათ (სხვათა შორის, სუფთა გერმანული ქალაქი საარბრიუკენი, რომელიც მდიდარი იყო ქვანახშირით), საერთო ჯამში 5 ათას კმ²-ზე და 1 მილიონ ადამიანზე მეტი.

  • Дебидур А. Дипломатическая история Европы. Ростов-на-Дону: Феникс, 1995. Т. 1. Стр. 27-29 ISBN 5-85880-088-2

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]